ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”დაცვაში სერიოზული პრობლემები რჩება”

მთელი კვირის მანძილზე იუვენტუსის ფეხბურთელები კონტინასას ბაზაზე იმყოფებოდნენ და მთავარი მწვრთნელის დავალებებს განსაკუთრებული ყურადღებით ასრულებდნენ.

მაქს ალეგრი ამ პროცესით კმაყოფილი დარჩა:

“ნაყოფიერი იყო და ვფიქრობ, ეს დადებითად აისახება, თუმცა რომ გითხრათ რაიმე განსაკუთრებული და ამავე დროს რთულად შესასრულებელი დავალებები ქონდათქო ნამდვილად მოგატყუებთ.

ზენიტთან მოგებამ ცაში არ უნდა გვაფრინოს.. შეიძლება 4 ბურთი გავიტანეთ და მეტოქის ნახევარზე თამაში გამოვასწორეთ, თუმცა უკანა ხაზში ისევ სუსტად გამოვიყურებით. მიუხედავად იმისა თუ რამდენს გავიტანთ, მეტოქე გოლებს ვერ უნდა გვიტანდეს.

შემადგენლობის მხრივ პრობლემას არ განვიცდით. მატია დე შილიოს და მოიზე კინის გარდა ყველანი ჩემს განკარგულებაში არიან. 

უესტონ მაკენი ახლა თავს კარგად გრძნობს. ტაქტიკურადაც და ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით ამერიკელმა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული კოლოსალური პროგრესი განიცადა. 

ხუან კუადრადოს ბევრი მატჩი დაუგროვდა გასულ ორ წელს და აქედან გამომდინარე მცირე გადაღლა დაეტყო. სხვა მხრივ თავს კარგად გრძნობს! ითამაშებს თუ არა ფიორესთან ამას მოგვიანებით გადავწყვეტ.

პაულო დიბალა იუვენტუსისთვის საკვანძო ფიგურა ხდება, რადგან გამოცდილება დაუგროვდა და საჭირო დროს ზუსტ გადაწყვეტილებებს ღებულობს. მან გაითავისა რამხელა შესაძლებლობები აქვს და გუნდის ლიდერობას იწყებს.. ელემენტარულად მისი მიდგომა საწვრთნელი პროცესის მიმართაც კი საგრძნობლად შეიცვალა!

დუსან ვლაჰოვიჩი? ციფრები ყველაფერზე თავადვე მეტყველებს. სერბი ფენომენალური შესაძლებლობების ფორვარდია, მაგრამ მისი თამაშის შეფასებისთვის საჭიროა ვარჯიშებზეც ვხედავდე რას როგორ ასრულებს.. დღეისათვის ფიორეს ფეხბურთელია და მეტს ვერაფერს დავამატებდი. 

ადრიენ რაბიო? რა უნდა გითხრათ.. პოტენციალი ერთია, მაგრამ მეორეს მხრივ დროა მან უფრო მეტი გააკეთოს ვიდრე ახლა.. მის შესაძლებლობებზე საკმარისზე მეტი ვისაუბრო, ახლა შედეგის დროა.

იებს ბრწყინვალე თავკაცი ყავთ და ჩინებულ ხარისხს აჩვენებენ. მათთან ჭიდილი იოლი საქმე არ არის, მაგრამ სერია ა-ში სიტუაცია გამოსასწორებელი გვაქვს, რომელიც დიდ შრომას და ოფლისღვრას საჭიროებს.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x