ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

სანაკრებო პაუზიდან გამომდინარე, მედიაში იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით ახალი ცნობები ქვეყნდება.

მატეის დე ლიხტის თავს ბოლო ხანებში ბევრმა ინფორმაციამ გაიფრინა და ერთ-ერთი ბოლო მანჩესტერ სიტის უკავშირდება.

იუვენტუსი ჰოლანდიელის თაობაზე არსებულ ინტერეს დადებითად უყურებს და მის სარფიანად გასხვისებას ხელს არ შეუშლის. რამდენი იქნება მათთვის მისაღები ღირებულება ჯერ უცნობია, მაგრამ წესით ბიანკონერი 80-დან 100 მილიონამდე გამომუშავებას გეგმავენ.

დაცვის ხაზში კიდევ ერთ ფეხბურთელზე მიდის საუბარი, რომლითაც ბოლო ხანებში განსაკუთრებით უკმაყოფილოები არიან. საქმე ბრაზილიელ ალექს სანდროს ეხება.. მისი თამაში ვერნაიარ კრიტიკას ვერ უძლებს და თან შესაფერისი შემცვლელიც კი არ ყავს..

აქედან გამომდინარე მედიაში ოთხ მოთამაშეზე დაიწერა: ალექს ტელესი, ტალიაფიკო, კურჟავა და მარკოს ალონსო.. სხვათაშორის ამ ორ უკანასკნელთან მიმართებაში არენდა გამორიცხული არ არის.. ჩელსიც და პსჟ-ც ამ ვარიანტს სიამოვნებით დათანხმდებიან.

ალვარო მორატას გამოსყიდვა დიდი ეჭვის ქვეშ დგას.. ბიანკონერის სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა 35-40 მილიონად შეუძლია, მაგრამ ესპანელი ისეთ თამაშს აჩვენებს იტალიელები ამ შესაძლებლობისგან თავის შორს დაჭერას გეგმავენ.

დუსან ვლაჰოვიჩის თავს დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, მაგრამ იუვეს მესვეურები იმედიანად არიან განწყობილები.. ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება შავ-თეთრებში მაქს ალეგრის ხელმძღვანელობით სურს.. ფიორეს ფორვარდის გასხვისება იანვარშივე სურს, მაგრამ თუ სერბმა შეთავაზებებზე უარი განაცხადა კლუბი ვერაფერს გახდება.

ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ იუვეს რიგებში სამი იტალიელია რომელთა კონტრაქტები მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება: მატია პერინი, ფედერიკო ბერნარდესკი და მატია დე შილიო ერთ ბედ ქვეშ არიან..

მათ ჯერ კიდევ არა აქვთ ინფორმაცია კლუბის მხრიდან.. სეზონის ბოლომდე როგორც ჩანს ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.. კლუბი დაელოდება მათ ასპარეზობას და თუ დაიმსახურებენ ამ შემთხვევაში იუვენტუსი განახლებაზე მუშაობას დაიწყებს.

აი ხუან კუადრადოს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მისი ხელშეკრულება ნოემბერში გაგრძელდება. ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებში 1+1 სისტემით დარჩება.

ადრიენ რაბიოს და აარონ რემზის ისტორია დასასრულს უახლოვდება. უელსელს პრემიერ ლიგაში მსურველები მოუმრავლდნენ, ისევე როგორც პსჟ-ს ექს შუახაზელს..

ორივე მათგანი აპენინებზე საკმაოდ ბევრს გამოიმუშავებენ და ნაკლებ ეფექტურები არიან.. აქედან გამომდინარე მათი წასვლა რეალური ხდება..

რემზისთან მიმართებაში სიტუაცია ადრევე გართულდა.. მისი გაყიდვა ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ მაშინ შესაფერისი წინადადებით არავის მიუმართავს.. ახლა კი საქმე იმ დონეზე მივიდა, შესაძლოა მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საერთოდ გაწყვიტონ, მაგრამ რემზი სანაცვლოდ მსუყე კომპენსაციას ითხოვს რაზეც აპენინელები უარზე არიან.

რაბიოს წასვლა აქსელ ვიტსელზეც არის დამოკიდებული.. თუ ფედერიკო კერუბინიმ ბელგიელი დაიმატა, მაშინ ადრიენს დამშვიდობების საშუალებას მიცემენ.

დეიან კულუსევსკის კარგი პერიოდი არ უდგას.. იუვეში ვერა და ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმატებით წარმოჩენა, რის გამოც კლუბი შესაძლოა უკვე იანვარშივე დატოვოს. მისით ყოფილი გუნდი ატალანტა ინტერესდება, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით პრობლემებს არ განიცდის და შვედის დაბრუნებას შეეცდება.

და ბოლოს Sky Sport.. დუსან ვლაჰოვიჩი იუვენტუსი უმთავრესი სამიზნეა. 1 იანვარს სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, თუ არა შავ-თეთრები შტურმის დაწყებას გეგმავენ, რადგან სერბის დამატება არაერთ გრანდს სურს და არსებობს დიდი შანსი მისთვის აუქციონი მოეწყოს.

ფეხბურთელთან მიმართებაში უკვე აღვნიშნეთ, რომ დუსანს ტურინში სურს კარიერის გაგრძელება და ეს უპირატესობა ბიანკონერის უდაოდ აქვს.. მაგრამ აღნიშნული არაფერ კავშირშია თავად ფიორესთან რომელიც წინააღმდეგია მისი ალეგრისთან გაშვების.. საბოლოო ჯამში თუ ფეხბურთელის სურვილი მყარი იქნება, საქმე წარმატებით დასრულდება.

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

კაროჩე ვლაჰოვიჩი უნდა დავითრიოთ იანვარშივე ყველანაირ ფასად!!!

bero-juve10
bero-juve10
2 years ago

momaval sezonidan aseti iuve minda gundidan unda gaushvan shemdegi motamasheebi remzi, makkeni, arturi, rabio, kulusevski, rugani, shesni + koshta, demirali, mandragora, piaca da ar gamovisyiddi moratasamis shemdeg am motamasheebs davimatebdi mekare: donaruma – 50 limoni mcvelebi: teo ernandesi – 40 , mehle – 20 , mazraui – 25 + dragushini naxevar mcvelebi: tonali – 50 + 15 bonusebi, pogba – 60, kante 60 + fagioli tavdamsxmelebi: vlahovici – 40 + 15 bonusebi mekareebi: donaruma, perini, pinsolio, franko israeli mcvelebi: kielini, bonuchi, de ligti, danilo, sandro, luka pelegrini, teo ernandesi mazraui, dragushini, de shilio naxevar mcvelebi: kieza, bentankuri, bernardeski, tonali, pogba,… Read more »

ჯანი
ჯანი
2 years ago

რემზის სულ ტრავმა აქვს, სანაკრებო პაუზის დრო რომ მოდის ტრავმა ქრება ,ყოველთვის მწყობრშია და მზადაა უელსს დაეხმაროს . ნათქვამიც აქვს ნაკრები ბევრად პრიორიტეტულია მისთვის .
გადაშვებია : რემზი , რაბიო , კულუშევსკი , მორატა, ბერნარდესკი , შენსნი .

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x