ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა ლაციოსთან შეხვედრაში წარმატებას მიაღწია. მაქს ალეგრის გუნდმა მეტოქე ლეონარდო ბონუჩის ორი ზუსტი დარტყმის შედეგად რომიდან სამი ქულით დაბრუნდნენ.

ახლა კი ტრადიციულად ფეხბურთელების შეფასებებს გაგაცნობთ, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6 – მისი საქმე ამ საღამოს მინიმალურზე მინალური აღმოჩნდა. აკონტროლებდა უკანახაზელთა გადაადგილებას და საჭირო რჩევებით ამარაგებდა.

დანილო – შეფასების გარეშე – საწყის წუთებშივე ტრავმას ღებულობს და ტოვებს მოედანს.

კულუსევსკი – 15 წუთიდან – 6 – ალეგრის გაღიზიანება არაერთხელ გამოიწვია, თუმცა არ უნდა დავუკარგოთ რომ შეხვედრაზე საკუთარი ზეგავლენის მოხდენა მაინც შეძლო.

დე ლიხტი – 6.5 – სოლიდური და საიმედო ასპარეზობა მთელი შეხვედრის განმავლობაში. მის ზონაში არავის არაფრის უფლებას არ აძლევს.. მათ შორის პედროსაც რომელიც თითქოსდა ცრუ ცხრიანზე მოქმედებდა.

ბონუჩი – 7.5 – იქნებ და ეს კარგი შეტყობინებაა რობერტო მანჩინისთვის თუ ვინ უნდა შეასრულოს მთავარი საფეხბურთო სასჯელი.. ბონუჩი დაცვაშიც ხომ უშეცდომო და უკომრომისოა, რასაც თან დაერთო ერთბაშად ორი 11-იანის უზადო შესრულება, დუბლის გაფორმება და გუნდისთვის სამი ქულის მოტანა!

პელეგრინი – 6 – ლაცარისთან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია.. შეტევაში დიდად არ წასულა, მაგრამ დაცვაში კარგად ასპარეზობდა.

კუადრადო – 6.5 – დანილოს ტრავმამ დაცვაში დაბრუნება აიძულა, მაგრამ ბურთთან ყოფნის დროს გუნდი მის ხარიხს სათანადოდ იყენებდა.

ლოკატელი – 6.5 – ასრულებს ალეგრის მითითებებს და იშვიათად გამოდის ნახევარდაცვის ზონიდან. მოქმედებს საჯარიმოს წინ და ზედმეტი რისკის გარეშე მართავს გუნდის თამაშს.

მაკენი – 6.5 – გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელ იუვენტუსს მაკენის ენერგიის გარეშე არ შეუძლია.. მართალია შეტევაში უწინდებური სიხშირით არ ერთვება, მაგრამ სხვადასხვა ზონაში სადაც მეტ ნაკლებად რთულდება ვითარება, იქ უესტინი დროულად ჩნდება და თანაგუნდელებს საქმეს ბევრად უმსუბუქებს.

რაბიო – 6.5 – ეს იყო საღამო სადაც ფრანგს ნაკლებად შეამჩნევდით, მაგრამ შავი სამუშაოს თვალსაზრისით დიდი ჯაფა გასწია. ძირითადად ლოკატელისთან ერთად ლუის ალბერტოს და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის განეიტრალებაზე მუშაობდა.

კიეზა – 7 – სტაბილურად კარგი, ეფექტური და გადამწყვეტი თამაში! მოაქვს პენალტი და მეტოქეს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს.

მორატა – 6.5 – გასულ შეხვედრებთან შედარებით განსხვავება დიდია.. მოტივირებულია, კონცენტრირებული და გუნდზე კარგად მუშაობს. მისი სპრინტერული ჩართვები ლაციოს დიდ სირთულეებს უქმნის. ყველაფერთან ერთად პირველი 11-იანი, სწორედ მასსზე დაჯარიმებას მოყვა.

კინი – 6.5 – 75 წუთიდან – ძალიან კარგად ერთვება.. ლაციოს დაღლილ მცველებს საკუთარი ფიზიკური და ტექნიკური არსენალით ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი გაუხადა.

ალეგრი – 6.5 – ეს იყო იდეალური ტაქტიკური მატჩი, სადაც მაქსმა სარის უშანსოდ მოუგო.. მომაკვდინებელი კონტრშეტევები და დაცვაში სწორი ბალანსი.. იუვენტუსის მიმართულება და ხედვა ნათელი ხდება.

 

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x