ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯონ ელკანი:”იუვენტუსს 100 წლიანი ისტორია აქვს, რომელიც..”

იუვენტუსის სპორტული შედეგი უკეთესის, ძალიან უკეთესის იმედს ტოვებს, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს პროცესი, რომელიც კლუბის ფინანსურმა და სატრანსფერო პოლიტიკამ გამოიწვია..

EXOR -ის გენერალური დირექტორი ჯონ ელკანი საჯარო კომენტარს აკეთებს შექმნილ ვითარებაზე. შეგახსენებთ, რომ იუვენტუსის საკონტროლო პაკეტს სწორედ EXOR -ი ფლობს:

“გამოძიება გრძელდება და იუვენტუსი განაგრძობს სამართალდამცავებთან თანამშრომლობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა და გვწამს ძალოვანი სტრუქტურების, რომლებიც ამ საქმეზე აქტიურად მუშაობენ.

დღეისათვის კლუბს ახალი ხელმძღვანელობა ყავს. ახალი გენერალური დირექტორი, სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი. მათ ახლა რთული პერიოდი უდგათ, თუმცა ენთუზიაზმი, გამოცდილება და პროფესიონალიზმი არავის აკლია.. მიზანი გამარჯვებაა და ეს თითოეული მათგანისთვის უმთავრესია.. შესაბამისად არჩეული გეზი გაგრძელდება!

იუვენტუსს აქვს დიადი ისტორია, რომელიც არავის მხრიდან არ უნდა იყოს დავიწყებული, რადგან მომავალთან ერთად ამ ყოველივეს ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია. 

კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერი იყო ყველამხრივ გამართლებული და ამ თემაზე სპეკულაციები დროის კარგვად მიმაჩნია. 

კლუბის ისტორია 100 წელს ითვლის! მთავარი არის კონკურენტუნარიანობა. ამ ეტაპზე საფეხბურთო სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა და საჭიროა ეკონომიკურ/სპორტული პარამეტრების კარგად გაანალიზება. თუ ეს ბალანსი არ იქნება დაცული, მაშინ წარმატებული ვერ იქნები.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x