ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა სალერნოში ადგილობრივი სალერნიტანა 0-2 დაამარცხა და წარუმატებელი მატჩების შემდეგ გამარჯვების გზას დაუბრუნდა.

აღნიშნულ შეხვედრაში თავი პაულო დიბალამ და ალვარო მორატამ გამოიჩინეს.

ახლა კი ტრადიციულად შეფასებებს შემოგთავაზებთ, რომელიც ტურინულმა გამომცემლობა Tuttosport-მა გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – ტრადიციულად საიმედო ასპარეზობა, განსაკუთრებით რანიერის ეპიზოდში.

კუადრადო – 6.5 – მარჯვენა მცველი ფორმალურად ქვია, რადგან ძირითადათ ვინგერად გვევლინებოდა და ფლანგზე სივრცეებს კარგად უტევდა. არ უნდა დაგვავიწყდეს მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმაც.

დე ლიხტი – 6 – სიმუსთან თავდაპირველად მცირე დისკომფორტს განიცდის, მაგრამ დროთა განმავლობაში სიტუაციას თავის სასარგებლოდ ასწორებს. ამის შემდგომ ყველაფერს აკონტროლებს, თუმცა მეტოქეზე დომინირებისა და უპირატესობის შეგრძნებას მაინც არ გვიტოვებს.

კიელინი – 7.5 – კაპიტანი საპირისპიროდ, ზუსტად გვიტოვებს იმ შეგრძნებას რომ იუვენტუსის კარი საიმედოდ არის ჩარაზული. უფრო მეტიც, მსაჯს რომ არ გაეუქმებინა, სწორედ მან გააორმაგა პირველ 45 წუთში ანგარიში.

პელეგრინი – 6.5 – ალექს სანდროს უფერული თამაშის ფონზე, ლუკა აშკარად იმსახურებს ყურადღებას და მაქსიც უფრო მეტად ენდობა. მართალია შეხვედრა უკან გაკეთებული არასწორი გადაცემით დაიწყო, თუმცა ამის შემდეგ გამოისყიდის ამ ეპიზოდს საკუთარი მობილურობით როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

ალექს სანდრო – 5.5 – 66 წუთიდან – ჯურიჩის გამოსვლის შემდეგ პოზიციას კარგავს, მაგრამ შემდგომ უშეცდომოა.

კულუსევსკი – 6.5 – სეზონში ალბათ ყველაზე პროდუქტიული გარჯა.. გახდება კი ეს ამ სეზონის გარდამტეხი მომენტი? დიბალაზე გაკეთებული საგოლე გადაცემის გარდა, ბევრს მოძრაობდა და არაერთ იერში მიიღო მონაწილეობა.

ბენტანკური – 5.5 – მისი მხრიდან დაშვებული შეცდომის გამო შეექმნა მეორე ტაიმში მეტოქეს სუპერ მომენტი, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა.

ლოკატელი – 6.5 – კარგი პირველი ნახევარი, სადაც იტალიელი ზუსტიც იყო და რიგ შემთხვევებში ეფექტური.

ბერნარდესკი – 7 – სტანდარტულად ბევრი მოძრაობა და ტაქტიკური დავალებების შესრულება. ფაქტობრივად დამატებით შუახაზელს თამაშობდა და ფლანგზე აქტიურობა პელეგრინს გადაულოცა. აკეთებს საგოლე გადაცემას ალვარო მორატაზე.

დიბალა – 7 – იწყებს აქტიურად, აგრძელებს აქტიურად და რომ არა ფეხის დაცდენა კიდევ ერთ გოლსაც მიითვლიდა, თუმცა 11-იანი ნიშნულიდან ბურთი კარს ააცილა. კარგი ბურთი შეაგდო კულუსევსკის გადაცემით.. შემდგომ ფლანგზე ბერნარდესკის პოულობს, რომელიც მორატას უპასებს და გოლი გადის.. ასე რომ ორივე ბურთში უშუალოდ მონაწილეობა მიიღო.

კინი – 5 – ბევრს კი მოძრაობდა და პარტნიორებსაც ეხსნებოდა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი მისდა სამწუხაროდ მაღალი არ არის.

მორატა – 66 ‘ წუთიდან – 6.5 – კარგად ჩაერთო და უკვე ოთხ წუთში ეფექტური შეხებით გოლიც გაიტანა. ამის გარდაც გუნდზე კარგად მოქმედებდა, კომბინირებდა და მატჩის ბოლოს მასსზე საჯარიმოშიც დაჯარიმდნენ, რასაც პენალტი მოყვა.

ალეგრი – 7 – მაკენის და კიეზას არ ყოფნაში, განსხვავებული სქემით თამაშობს. ფლანგებზე კუადრადო და პელეგრინი აქტიურად უტევდნენ, რითაც სალერნიტანას ზონებში თავისუფალ სივრცეებს ქმნიდნენ. გამარჯვება დამსახურებულია! მართალია ეს არ არის ის იუვენტუსი, თუმცა სამი ქულა ამ ეტაპზე მისია.

3.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x