კორიერე ბერნარდესკის მომავალზე საუბრობს

იტალიური მედია ფედერიკო ბერნარდესკის გარშემო ახალ ცნობებს აქვეყნებს.
ფეხბურთელი პროგრესის გზას ადგას და უკანასკნელ მატჩებში ჯამში 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მისი კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება და ბევრი კითხვის ნიშანი იყო დარჩებოდა თუ არა ფედე ტურინში.
კორიერეს მტკიცებით პასტორელო და ბიანკონერის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებების მაგიდას სულ მალე მიუსხდებიან, რაც ფეხბურთელისთვის კარგი შეტყობინებაა.
კულუარული ცნობებით ბერნარდესკით ბარსელონა და რამდენიმე იტალიური კლუბი ინტერესდება, რომელთა შორის რომა და მილანი აქტიურობენ.