ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება (ფორვარდის ძიებაში)

კალიარისთან შეხვედრის შემდეგ, ტურინელებს სატრანსფერო ბაზარზე მოუწევთ დაფიქრება.

ახლა მაქს ალეგრის მთავარი თავის ტკივილი თავდასხმის ხაზს უკავშირდება.. გუნდს გოლები არა აქვს და აქედან გამომდინარე ცენტრ ფორვარდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იანვარში დიდი ტრანსფერის განხორციელება ყოველთვის რთულია, თუმცა ბაზარზე გარკვეული ვარიანტები უკვე გამოჩნდა და მათგან სამი ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება.

პირველ რიგში საქმე მაურო იკარდის ეხება, რომელსაც პსჟ-ში საქმე იდეალურად არ მისდის, ხოლო ტურინი არგენტინელს დიდი ხანია აკვირდება. იმ შემთხვევაში თუ კი ფრანგები არენდას დათანხმდებიან, მაგრამ იუვე მაუროს ზამთარშივე დაიმატებს.

მეორე ვარიანტი ედინსონ კავანია რომლის კონტრაქტი იუნაიტედთთან სულ მალე დასრულდება და მის გახანგრძლივებას მხარეები არ აპირებენ. პირველადი მოლაპარაკებები აგენტთან უკვე შედგა და ახლა გადაწყვეტილება თავად მოთამაშეზეა.

და ბოლოს პიერ ემერიკ ობამეიანგი რომლის ურთიერთობა არსენალთან უკიდურესად დაიძაბა და უდიდესი ალბათობით იანვარში ფორვარდს სხვა კლუბში ვიხილავთ. იუვენტუსი მის კანდიდატურას დეტალურად აკვირდება და მინუს-პლიუსებს აფასებს..

 

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x