ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები – იუვემ წელი გამარჯვებით დაასრულა

იუვენტუსმა წლის ბოლოს მატჩში კალიარისთან დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

მაქს ალეგრის შეგირდებმა ფედერიკო ბერნარდესკის და მოიზე კინის გოლებით მეტოქე 2-0 დაამარცხეს და საშობაო პაუზას კარგ განწყობაზე ხვდებიან.

ახლა კი ტრადიციულ მატჩისშემდგომ შეფასებებს გთავაზობთ, რომელიც პოპულარულმა გამომცემლობა La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – 70 წუთის განმავლობაში უსაქმოდ იყო, ხოლო შემდეგ საიმედო მოქმედებით თანაგუნდელების თავისტკივილი აარიდა.

კუადრადო – 6.5 – როგორც შემტევი ფორვარდი ისე ირჯებოდა და არა როგორც მცველი.. შესაბამისად მარჯვენა ფლანგს მისი სახით ერთი ბატონ-პატრონი ყავდა!

ბონუჩი – 6.5 – პაველოტისთან ხისტი ბრძოლა უწევს, მაგრამ უმეტესწილად გამარჯვებული ის რჩება. დე ლიხტთან ერთად ცენტრალური ზონა კარგად გამოიყურებოდა.

დე ლიხტი – 6 – სოლიდური თამაში ისეთი კარგი ფორვარდის წინააღმდეგ, როგორიც ჟოაო პედროა.. ერთ ეპიზოდში შემტევი ხელიდან დაუსხლტა, მაგრამ შესნიმ გუნდიც იხსნა და ჰოლანდიელიც ამ შეცდომისგან.

ალექს სანდრო – 5 – სტანდარტულად უფანტაზიოა შეტევაში.. დაცვაში ყურადღებით მოქმედებს, მაგრამ წინ..

ბენტანკური – 6.5 – 4-3-3 ფორმაციაში თავს უკეთესად გრძნობს.. მეტოქის საჯარიმოშიც არაერთხელ შევიდა.. მეორე ნახევარში დინამიურობაში მოუკლო, მაგრამ სიტუაციას კარგად აკონტროლებდა.

არტური – 6 – ჟოაო პერეირასთან ხისტი ბრძოლა შედგა, მაგრამ ბრაზილიელის ტესტი ახალ როლში წარმატებული აღმოჩნდა. მან დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა და სიტუაცია იუვენტუსის სასარგებლოდ არაერთხელ მოაბრუნა.

რაბიო – 6.5 – პროგრესირებს.. კარგად ჩანს რომ ნახევრად ვინგერის პოზიციაზე თავს ყველაზე უკეთ გრძნობს, რადგან კარგ აჩქარებას ასრულებს და შეუძლია დიდი მანძილის მოკლე პერიოდში დაფარვა.

მაკენი – 46 წუთიდან – 6 – გამოდის რათა კალიარის დაცვას მეტი თავისტკივილი გაუჩინოს საკუთარი გადაადგილებებით. ზონებს შორის შეჭრებით თავდაპირველ მიზანს მიაღწია, მაგრამ უფრო კონკრეტული უნდა იყოს.

ბერნარდესკი – 7.5 – სეზონის ამ მონაკვეთში ბერნარდესკი ულაპარაკოდ საუკეთესოა იუვენტუსის დღევანდელ ფორმაციაში. მისი მოქმედებით გადის პირველი გოლი, ხოლო მეორე ნახევარში ნანატრი გოლიც მოვიდა..

მორატა – 6.5 – იწყებს, როგორც ცენტრალური მცველი, თუმცა შემდგომ მარცხნივ იწევს და თავს ვინგერის პოზიციაზე კომფორტულად გრძნობს. შემტევ ფაზაში ალაგ-ალაგ კი ცდებოდა, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით კარგი მატჩი გამართა და საუკეთესოებს შორის იყო.

კინი – 6.5 – მისი პროგრესი დღითი დღე ნათელი ხდება.. დაიბრუნა გოლი რომელსაც დიდხანს ელოდა. ლამაზ მოძრაობებსაც ასრულებს, მაგრამ არასასურველ ქსელებშიც იხლართება, რაც გამოსასწორებელი აქვს.

ალეგრი – 7 – დაცვა დაასტაბილურა, ხოლო ბერნარდესკის ახალი ცხოვრება შესძინა და იტალიელი ფერფლიდან აღადგინა, რომელსაც ვერავინ ცნობს. იუვენტუსი პროგრესირებს და ახლა მეოთხე ადგილი ნამდვილ მიზნად იქცა!


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

3.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x