ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მორატას პირადად ვესაუბრე”

დღეს, ჩვენი დროით 23:45 -ზე ტურინის იუვენტუსი შინაურ კედლებში ლუჩანო სპალეტის მიერ გაწვრთნილ ნაპოლის დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კონტინასაზე ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია ბიანკონერის თავკაცმა მაქს ალეგრიმ გამართა:

“გაურკვევლობა მატჩთან მიმართებაში? შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებას პატივსვცემთ და აქედან გამომდინარე თუ მათგან მოდის დირექტივა, რომ უნდა გავიდეთ მინდორზე და ვითამაშოთ, ასე მოვიქცევით.

ნაპოლი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება, მაგრამ ასეთ ვითარებაში მყოფებმა შეძლეს მილანის დამარცხება. ვისაც არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება მის მიმართ განწყობა არ შეიცვლებოდა. 

ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენეთ, როგორც ფიზიკური კონდიციების ასევე ტაქტიკური ნიუანსების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ მზად ვართ იანვარში დაგეგმილი 6 მძიმე მატჩისთვის.

აარონ რემზიმ ტრავმა მოიშუშა, მაგრამ უელსელი ნაპოლისთან დაპირისპირებას გამოტოვებს და საერთოდაც კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. 

მანუელ ლოკატელი დაბრუნდა და იგი სასტარტოში იქნება.. მის გვერდით კი ჩამომთვლილთაგან ორი შუახაზელი იქნება – ბენტანკური, რაბიო ან მაკენი.

ალვარო მორატას პირადად ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ტურინში რჩება. ესპანელმა გასულ სეზონში 21 გოლი გაიტანა, წელს კი 7.. იგი მნიშვნელოვანი წევრია და შეუძლია მშვიდად იყოს. 

სასიხარულო ამბავია ფედერიკო კიეზას და პაულო დიბალას დაბრუნება. იტალიელი ჩინებულ ფორმაშია და აქედან გამომდინარე მათი გამოყენება სავსებით რეალურია. 

ინტერი გამოკვეთილი ფავორიტია სკუდეტოსთვის ბრძოლაში და მხოლოდ მასსზეა დამოკიდებული საბოლოო ჯამში დათმობს თუ არა ტიტულს. ჩვენის მხრივ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაგრძელოთ პროგრესირება, რომელიც ჯამში იმ მიზნამდე მიგვიყვანს, რაც დავისახეთ.”

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x