ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ატლეტიკო დე პაულის გასხვისებაზე ფიქრობს

სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები ძირითად შემთხვევაში უკიდეგანო სივრცეში იკარგება, რადგან მათი წყაროები და მიზანი ყოველთვის სხვადასხვაა..

არის თუ არა როდრიგო დე პაულის თაობაზე გავრცელებული ცნობები ამ ყველაფრის ნაწილი უცნობია.. თუმცა, თუ მადრიდის ატლეტიკო არგენტინელის გასხვისებას არ ფიქრობდა, ახლა რამდენიმე წყარო საპირისპიროს იუწყება.

მაქს ალეგრის არასდროს დაუმალავს სამხრეთ ამერიკელი მოთამაშის მიმართ სიმპატიას. მისი ფიზიკური კონდიციები, მოედნის ხედვა და შეუპოვარი ხასიათი მაქსისთვის ის საჭირო თვისებებია, რომლითაც გუნდის გაძლიერებას შეძლებდა.

ატლეტიკო თავის მხრივ მის გასხვისებაზე დაფიქრდა და თუ ესპანურ საინფორმაციო საშუალებებს დავუჯერებთ ზაფხულში 25 მილიონიან წინადადებას აუცილებლად განიხილავს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ როდრიგოს კონტრაქტი მადრიდელებთან 2026 წლამდე არის გათვლილი და შესაძლოა ამ ფაქტორიდან გამომდინარე ესპანელები გაყიდვისთვის ნიადაგის მომზადებას წინასწარვე იწყებენ.

როდრიგო დე პაული
5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x