ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა სასამართლოსთვის ემზადება

პოლ პოგბას ტურინში დაბრუნებას დიდი იმედით ელოდნენ, თუმცა თავდაპირველად ტრავმებმა და შემდეგ უკვე დოპინგის სკანდალმა ფრანგი მინდორს საკმაო ხნით ჩამოაშორა.

ანტი დოპინგურმა პროკურატურამ იუვენტუსის ნახევარმცველის სასჯელის სახით მაქსიმალური ვადა – 4 წელი მოითხოვა, ხოლო საქმის განხილვა 15 თებერვლის შემდეგ იგეგმება.

შუახაზელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებაში გამოჩენისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა. მისი ნახვა შესაძლებელი იყო ფორმულა 1-ის რბოლაზე რომელიც ბაჰრეინში გაიმართა, ასევე აბუ-დაბიში საშობაო ღონისძიებაზე.

სადღესასწაულო პერიოდის დასრულებისთანავე პოგბა ოჯახთან ერთად ტურინში დაბრუნდა და ინგლისელ ადვოკატებთან ერთად ბრძოლისთვის ემზადება.

სხვათაშორის ფრანგი ტურინში იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც თავის დროზე კრიშტიანო რონალდუ იმყოფებოდა. 

 

პოლ პოგბა
5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x