ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საკადრო სიტუაცია ემპოლისთან მატჩის წინ

იუვენტუსი ემპოლისთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც ტურინში 27 იანვარს, ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.

მორიგი საწვრთნელი სესია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კონტინასას ბაზაზე და მედია საშუალებებმა გარკვეული სახის ინფორმაციები მოგვაწოდეს.

პირველ რიგში საქმე ფედერიკო კიეზას ეხება, რომელიც უდიდესი ალბათობით ემპოლისთან მატჩსაც გამოტოვებს.

განცალკევებით ვარჯიშობდნენ მოიზე კინი (ტრავმასთან ერთად საქმე სატრანსფერო სიახლეებსაც ეხება. ფორვარდი ახლოს არის მადრიდის ატლეტიკოში გადასვლასთან) ადრიენ რაბიო და მატია დე შილიო.

ხვალ, ჩვენი დროით 17:00-ზე კონტინასაზე მაქს ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ტოსკანელი სპეციალისტი უფრო დეტალურად ისაუბრებს მოსალოდნელ მატჩზე და საკადრო სიტუაციაზე.

კონტინასას საწვრთნელი ბაზა
5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x