ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტიფოზები

ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივართა პირველი დაჯგუფებები გამოჩნდნენ 1970-იან წლებში. პირველი ორი ცუდად იყო ორგანიზებული და მათ ერქვათ “Vencerimos” და “Automania Bianconera”. 1976 წელს იყო დაფუძნებული ნამდვილ “ულტრასთა” პირველი ორი დაჯგუფება, “Fossa Dei Campioni” და “Panthers”.  ერთი წლის შემდეგ ბეპე როსიმ შექმნა “Fighters”.  ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა “იუვენტუსის” გულშემატკივართა შორის.

1980-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა სვა დაჯგუფებებიც: “Gioventu Bianconera”, “Area Bianconera” და “Indians”. ორი ულტრასთა დიდი დაჯფუგება ასევე შეიქმნა ამ პერიოდში, “Viking”  და “Nucleo Armatoo Bianconero” (N.A.B). ეს ორი დაჯგუფება პატივსაცემი იყო როგორც სტადიონზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. “Viking” და “N.A.B” იყვნენ ორადორი “იუვენტუსის” ულტრასთა დაჯფუგება, რომლებიც ითვლებოდნენ რეალურ ჰულიგნებად.  საქმე იმაშია, რომ ისინი არასდროს არ უშინდებოდნენ სხვა კლუბების ულტრასებს. 1983 წელს ირგანიზებული იქნა პირველი ულტრასთა დაჯგუფება იტალიის ფარგლებს გარეთ(ლიეჟი, ბელგია. 1983).

1987 წელს, ულტრასთა დაჯგუფება “Fifhters” დაიშალა. ამის მიზეზი გახდა ინციდენტი, რომელიც მოხდა მატჩის დროს “იუვეს” და “ფიორენტინას” შორის. “Fighters”-ის უმეტესმა მონაწილემ, ისევე როგორც “Indians”-ის და “Cioventu Bianconera”-ს მონაწილეებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ულტრასთა ახალი დაჯგუფება სახელად “Arancia Meccanica”. სახელწოდება აღებული იქნა სტენლი კუბრიკას პოპულარული ფილმიდან.

სახელწოდებამ, რომელიც იყო დაკავშირებული ძალადობასთან, გამოიწვია ბევრი პრობლემა და ჯგუფმა გადაწყვიტა მისი შეცვლა. მხარდამჭერებმა მოახერხეს ტურინის პოლიტიკური მოღვაწეების მოტყუება, სახელწოდების შეცვლით”Drughi”. “Drughi” გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ულტრასთა დაჯგუფება, რომელშიც 10,000 წევრი შედიოდა 1988 წლიდან 1996 წლამდე.

1993 წელს “Drughi”-ს ზოგიერთმა წევრმა დატოვა დაჯგუფება და სიცოცხლე მისცეს “Fighters”-ს. შემდეგი 4 წლის განმავლობაში Drughi და Fighters პაექრობდნენ იმის გამო, რომ გამხდარიყვნენ წამყვანი დაჯგუფებები La Curva Scirea-ში (სამხრეთი ტრიბუნა). “Drughi” ჩამოკიდეს თავიანთი ტრანსპარანტი La Curva Scirea-ს შუა ნაწილში, ხოლო Fighters-ის წევრებმა კი თავიანთი ტრანსპარანტი ჩამოკიდეს მარჯვნივ.

მას შემდეგ, რაც “იუვენტუსმა” მოუგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი “აიაქსს” 1996 წელს, გულშემატკივრები იყვნენ უზომოდ გახარებულები და გადაწყვიტეს თანამშრომლობა ერთმანეთში. “Fighters”, “Drughi” და სხვა პატარა დაჯგუფებებმა გადაწყვიტეს La Curva Scirea-ში გაერთიანება სახელწოდებით Black and White fighters Gruppo storico 1977. წინა სახელწოდება “Fighters” დაუბრუნდათ 20 წლის შემდეგ, მათი დაშლის შემდეგ.

ამ წლების განმავლობაში იყო კიდევ ერთი დიდი ულტრასთა დაჯგუფება, “Irriducibli Vallette”, რომელმაც მიიღო უდიდესი გავლენა La Curva Nord-ში (ჩრდილოეთი ტრიბუნა).  დაჯგუფება შეიქმნა 1990 წელს, “Vallette”-ს წინანდელი წევრების მიერ ტურინში. “Irriducibili”-ს წევრებზე ჩივილის და მათი სირთულეები გამო “იუვენტუსთან” თანამშრომლობაში, “Irriducibili” დაიშალა 2001-2002 წლების სეზონის დასასრულს.

2002-2003 წლების სეზონში, “იუვეს” დირექტორებმა წამოიწყეს ახალი პროექტი, რომელსაც ერქვა “La Curva Nord to the Centro Coordinamento Juventus Club”. ეს პროექტში შედიოდა “იუვენტუსის” გულშემატკივართა თითოეული დაჯგუფება იტალიაში და მის საზღვრებს გარეთ და 1000-ზე მეტი ასეთი ჯგუფი მთლიანობაში. “იუვენტუსის” დირექტორებმა გადაწყვიტეს გაეუქმებინათ ყოველი ულტრასთა დაჯგუფება La Curva Nord-იდან და აუკრძალეს მათ თავიანთი ბანერების ჩამოკიდება სტადიონის იმ ნაწილში.  ამ პროექტმა გამოიწვია უკმაყოფილებლობა და აღშფოთება გულშემატკივრებში.

გაუზიარე მეგობარს
| Newsphere by AF themes.