ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტირიბოკი იუვენტუსში გადადის

Sky Sport 24 ის მტკიცებით , ჯუზეპე მაროტამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია სიმონე ტირიბოკისთან , რომელიც უახლოეს 4 სეზონს ტურინის იუვენტუსში გაატარებს . ტირიბოკი ამ ეტაპზე ატალანტაში ირიცხება , რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს და იმყოფება პირველ პოზიციაზე . სავარაუდოდ ბერგამოელებს არაფერი შეუშლით ხელს , რომ მომავალ სეზონში კვლავ დაუბრუნდნენ სერია ა-ს . თავად სიმონე კი საკმაოდ შთამბეჭდავად ასპარეზობს , მის ანგარიშზე 9 გატანილი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა ირიცხება . ტურინული პრესის აზრით , ტირიბოკიმ გაცილებით აგრესიული და სწრაფი უნდა გახადოს ბიანკონერის წინა ხაზი : ” ამ ეტაპზე შემიძლია განვაცხადო , რომ ფეხბურთელმა შეათანხმა კონტრაქტის პირადი დეტალები ჯუზეპე მაროტასთან , დარჩენილია მოლაპარაკებები უშუალოდ კლუბებს შორის , რომელიც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს , რადგან ბიანკონერი მზადაა გადაიხადოს ის თანხა , რომელსაც ბერგამოელები ითხოვენ სიმონეს სანაცვლოდ . შეუძლია თუ არა ტირიბოკის დელ პიეროს შეცვლა ? რათქმაუნდა , ისინი იდენტური სტილის ფეხბურთელები არიან , ამიტომ ბიანკონერის გულშემატკივრებს შეუძლიათ , უახლოესი 4 სეზონის განმავლობაში თავი მშვიდად იგრძნონ ” – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა უგო ლომბარდომ .

წყარო : La Stampa

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.