სატრანსფერო ციებ ცხელება
დღეს Tuttojuve.com – ის წარმომადგენლები შეიკრიბნენ სასტუმრო Ata Hotel Executive – თან , რომელიც მილანში მდებარეობს და სადაც ტრადიციულად საქმიან შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა იტალიური კლუბების სპორტული დირექტორები . საქმე რათქმაუნდა ფეხბურთელების მომავალს ეხებათ …
პირველ რიგში აღსანიშნავია , რომ საგა სახელად ” ლიხშტაინერი ” , მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება . მხარეებმა მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და შვეიცარიელი აუცილებლად მოირგებს შავ თეთრ მაისურს .
საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება ამაურის თაობაზე . მისი აგენტი პალერმოს წარმომადგენლებთან მართავს მოლარაკებას და სავარაუდოდ იტალო/ბრაზილიელი ფორვარდი სიცილიაზე დაბრუნდება .
აკუილანის შესახებ ჩვენი საიტის მეშვეობით უკვე შეიტყობდით , მისმა აგენტმა დაადასტურა ინფორმაცია , რომ ალბერტო ლივერპულში ბრუნდება .
ფაუსტო როსი ვფიქრობ გემახსოვრებათ , ეს ფეხბურთელი იუვენტუსის პრიმავერას რიგებში ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო რამდენიმე წლის წინ . ამ ეტაპზე ახალგაზრდა ფეხბურთელი არენდის წესით ვინჩენცაში ასპარეზობს და როგორც გაირკვა , მომავალ სეზონშიც ამავე კლუბში გააგრძელებს თამაშს .
დღის მეორე ნახევარში კი გადასაწყვეტი იყო ოთხი ფეხბურთელის ბედი : დავიდე ლანძაფამესი , სერხიო ალმირონის , მიკელე პაოლუჩის და რაფაელე პალადინოსი . მათი ბედი კონვერტის მეშვეობით უნდა გარკვეულიყო , რადგან მოთამაშეების მხარეებმა ვერ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა . მათი ბედი კი შემდეგნაირად გადაწყდა : მიკელე პაოლუჩი სიენას საკუთრება გახდა , ამ კლუბის სპორტული დირექტორის სიტყვებით კი , ისინი უკმაყოფილონი არიან ამ შედეგით – დავიდე ლანძაფამე კი დღეიდან სიცილიური პალერმოს სრულუფლებიანი წევრია – თავის მხრივ პალადინო კი პარმასი . არგენტინელი ნახევარმცველი სერხიო ბერნარდო ალმირონი კი კარიერას არა პარმაში , არამედ სიენაში გააგრძელებს .
ამ ეტაპზე ეს გახლავთ ბოლო სატრანსფერო ინფორმაცია , თუ გაჩნდა რაიმე საინტერესო ცნობა ამა თუ იმ გარიგების თაობაზე , ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ მას ოპერატიულად .
გენაცვალეთ ბიჭებო რა… კარგად მივდივართ ჯერ-ჯერობით ზედმეტი ტვირთი გავიშორეთ ეხლა შევსება გვინდა და ესეც გვეირსება იმედი მაქვს… ბასტოსი აგეროოოოოოოო ანაც როსი… წინ დიდებისაკენ!!! მეც დამცინიან, მაგრამ მე მათ ვეუბნები ომ, მე იუვეს ბალეშიკი კიარა ნამდვილი იუვენტინო ვართქო, რადგან სერია ბეშიც გავყევით ყველანი და ბარსასთვის არ დაგვიწყია ბალეშიკობა… მე ჩემი იუვეს გამო ვტირი და მათი სიხარულით ვტკბები!!!იუვე დიდი სიყვარულის გუნდია!!! მალე ვიტყვით და წავიკითხავთ გაზეთებში წინა გვერდზე:
ბებერი ქალბატონი დაბრუნდა!!!
მიყვარხართ ყველა იუვენტინო!!!

პაოლუჩი ანტი ფეხბურთელია მაგის
ეს პაულიჩი მახსოვს შარშან ამით რომ გააძლიერეს თავდასხმა

ძმა ხარ დათკა, მაგარი სტატიაა
აბა ბიჭებო კარგი ამბები დამახვედრეთ ერთ კვირაში!
თქვენ გენაცვალეთ მე
აბა ჩავლაგდი მე და იქითა შაბათს დაგიბრუნდებით : )
ფორცა იუვე!
აბა მაგრად
იმედია კაი ამბები დაგხვდება! 
ბედნიერი მგზავრობა და სასიამოვნო დასვენებას გისურვებ
სად მიდიხარ?
უღრმესი მადლობა
თქვენ შემოგევლეთ მე
საღოლ დათკა ძმაო შენ მაგრად მუშაობ გაიხარე კაი კაცი ხარ და უნდა დაუბრუნოთ იუვეს ძველი დიდება და პოპულარობა, უკვე რო ვამბობ იუვეს ბალეშიკი ვარ მეთქი დამცინიან ისეთ დღეში გვყავს გუნდი
მეც დამცინიან მარა რო დავიწყებ ტიტულების და ისტორიის მოყოლას მერე მაფასებენ. ცემ ბარსას ფან ძმაკაცებს ყვარყვარეებს ვუძახი
ყვარყვარე ხო იცით ვინც უფრო კარგადაა იმისკენ არის