ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : მელო გალათასარაიში გადავიდა

იტალიური პრესის ინფორმაციით , იუვენტუსის ბრაზილიელი  ნახევარმცველი , ფელიპე მელო , კარიერას არენდის წესით თურქულ ” გალათასარაიში ” განაგრძობს  . შეთანხმება მხარეებს შორის , როგორც ჩანს გუშინ შესდგა . თურქული კლუბის წარმომადგენლები 2 მილიონ ევროს გადაიხდიან და შედეგად ფეხბურთელი , უახლოეს ერთ სეზონს სწორედ ამ კლუბის ღირსებას დაიცავს . ამასთან ერთად , შესაძლოა უახლოეს პერიოდში , გუნდი მალელმა მოჰამედ სისოკომაც დატოვოს , რომელსაც სტოკ სიტისგან აქვს ოფიციალური წინადადება მიღებული . ინფორმაცია ფელიპე მელოს არენდის შესახებ დადასტურებულია თურქული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მხრიდანაც.

გალათასარაის , 2012  წლის 31 მაისამდე ექნება საშუალება 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს ბრაზილიელი ნახევარმცველი .

წყარო : tuttosport

32 thoughts on “ოფიციალურად : მელო გალათასარაიში გადავიდა

  1. რადგანაც ამას მოვესწარი…აი ნახავთ წელს იუვე რა გუნდი იყვეს.. ამაური და მელო ეს ორი ანტი ფეხბურთელები…

  2. ისე კონტეს თუ არ უნდა მელო რატო უნდა გავაჩეროთ?! მგონი არენდა კაი ვარიანტია ალბათ გამოსყიდვის უფლებით იქნება და თუ გაამართლა მელომ გალათასარაიში ალბათ გამოისყიდიან კიდეც, მარა ისაა საკითხავი რამდენად უნდა გამოისყიდონ? 20 მილიონის გადამხდელები არიან ვითOმ ეს თურქები? :kenwvla: :kenwvla: :kenwvla:

  3. NEDVEDA11..

    დაახლოებით 5 თვის წინ ვინმე წარმოიდგენდა რომ მელოს გუნდიდან მოიშორებდნენ ? რა თქმა უნდა არა, ამიტომ არავინ იცის მომავალ ზაფხულს რა მოხდება, პაციენცა გააგდონ იქნებ საერთოდ და მელო დააბრუნონ..

  4. არენდით ? :roll: ამას ნაღდად არ ველოდი, მეთქი პირდაპირ გაყიდიან თქო..გუშინ ღამით Facebook – ზე გალათასარაის მაისური დადო ფელიპე მელო ეწერა და სტატუსებს წერდა თურქეთში გადავდივარო..ეჰ ფელიპე :no იქნებ დაბრუნდე

  5. მემგონი ჭორი უნდა იყოს

    ნუ ის მაინც რო არენდით გადადის

    რა აზრი აქვს არენდას საფეხბურთო ზრდას ეს კაცი აღარ განაგრძობს რაც არის ის არის, ასაკიც არ აქვს თინეიჯერის რო გამოცდილება მიიღოს, ფულიც ეხლა იუვეს ბევრად ჭირდება ვიდრე არენდა

    მაგრამ მეორე საკითხია თუ უბრალოდ არავინ ყიდულობს

  6. რას ვერ ვხვდები იცი? რატო ამბობდა მარტო სერია ა-ში ამ ხელფასად არ მინდოდაო, თან ევროპულ კლუბთან ვთანამშრომლობო. ვაფშე შეტენეს სადღაც უსინდისოდ…

      1. გალათასარაი ნაღდად ვერ ჯდება იმ სიტყვებში ამან რო თქვა ამ სტატიაში ვაფშე სხვა რაღაცას ამბობს, არამგონია გაეტVალისწინებინათ, არჩევანია რ დაუტოეს ალბათ :\

  7. დათკა გალათასარაიმ რო დაადასტურა ოფიციალურად ამავე სტატიაშ ჩავამატე, არ ღირს ცალკე სტატიად…

  8. იუვეს ოფიციალური ვებ გვერდზე რომ დადასტურდება , მერე მივაწერ დაზუსტებულად , დაველოდები ცოტახნით : )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.