ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გარონე : ” მაროტა დაუბრუნებს იუვენტუსს ძველ დიდებას ”

Tuttosport – ის დღევანდელი ნომერი , გამოვიდა შემდეგი სათაურით – ” გარონე : სიმართლე მაროტას შესახებ ” . ჩვენ , შემოგთავაზებთ ამ მასალის მნიშვნელოვან ადგილს . აქვე გეტყვით , რომ ედოარდო გარონე გახლავთ სამპდორიას ვიცე პრეზიდენტი , რომელსაც დაევალა გენუური კლუბის სერია ა-ში დაბრუნება ….


” მაქსიმალურად შევეცდებოდი მაროტას დატოვებას კლუბში , მაგრამ რამდენად გამომივიდოდა ეს უკვე სხვა საქმეა . ასევე არ მივცემდი წასვლის საშუალებას დელ ნერისაც და დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგაში სამპას თავგადასავალი დიდხანს გაგრძელდებოდა . ჯუზეპესთან კი ამ ეტაპზეც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს , ის საკმაოდ გაიზარდა როგორც პროფესიონალი სამპდორიაში მუშაობის პერიოდში . მახსოვს როდესაც შარშან ის ბიანკონერიში გადავიდა სამუშაოდ , ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს , რომ ისეთივე წარმატებულად ემუშავა როგორც გენუაში . ჩემის მხრივ ვუპასუხე , რომ მაროტას დასჭირდებოდა დიდი ბიუჯეტი და მინიმუმ სამი წელი . სწორედ მაშინ შესძლებს ის იმ პროფესიონალიზმის გამოვლინებას რაც შეუძლია . ის არ განეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს , რომლებსაც ცარიელი ხელებით შეუძლიათ საოცრებების მოხდენა. მამაჩემთან ერთად მან ჩაიბარა გუნდი , რომელიც პრაქტიკულად არაფერს წარმოდგენდა . შემდგომ მათ ააშენეს გუნდი , რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი მოახერხა მონაწილეობის მიღება . მიეცით მას ცოტა დრო და დარწმუნებული ვარ იუვენტუსი მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას . კასანო ? მასთან განშორება გარდაუვალი იყო და სიმართლე გითხრათ , პირადად მე ძალიან გამიხარდა როდესაც მან გენუა დატოვა . დიახ , ამას ცუდი რამ მოჰყვა , მაგრამ ეს გარდაუვალი იყო . პაცინისთან რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო . მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა დაეტოვებინა სამპდორია . საქმე იმაშია , რომ ჯამპაოლოს დიდ გუნდში სურდა ასპარეზობა  “ .

წყარო : Calciomercato.it

33 thoughts on “გარონე : ” მაროტა დაუბრუნებს იუვენტუსს ძველ დიდებას ”

  1. მე ვფიქრობ რო მალუდა ალექსი ლუგანო პეროტი რომელიმეს ვიყიდით რა და ჯაკირენი უკვე ჩვენია ხო? მაგის მოსვლის მერე პეპეს დარჩენა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა ზენიტის 10 მილიონიც კაი მაყუთია და გავუშვათ ჯობია

  2. nedvednedvednedved says:
    აგვისტო 24, 2011 at 22:14
    მოიცა გამიზნულად დატოვე? :|:|

    პასუხი
    დათკა says:

    :yes:

    ტაქტიკური სვლაა , თან სწორი!
    კარგია :love:

    1. კარგია ასე : )

      დათკა სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი გამუქებული დაგრჩენია რამდენი ხანია მინდა რო გითხრა და ხან მავიწყდება ხან ფეისბუქზე არ ხარ შემოსული :givi: : )

        1. უდინეზე დღეს დამატებით დროს ითამაშებს და მაგარი აილეწება :lool:

          პასკუატოს დააყენებს ალბათ და ვიდალი,პირლო, მარკიზიოს :)

          1. პასკუატო – ვუჩინიჩი – დელ პიერო

            მარკიზიო – ვიდალი – პირლო

            ვუჩინიჩს დაუწევს სიცხე ხვალ ალბათ და ზეგ გამოვა მოედანზე, კდიე კაი მაგასაც ტრავმა არ აქვს

            დელ პიერო და მირკო ააწყობენ, შეენაცვლებიან ხოლმე, ხან ერთი გადავა ფლანგზე, ხან მეორე

  3. დგეს ყველამ უბალეშიკეთ უდინეზეს და იმას, რომ მატჩი დამატებით დროში გადავიდეს (1-0 მოგეგოთ ბიჭებო)

    მაგრად დაიღალეთ, თავი შეაკალით, გაიოფლეთ! :yeah: :givi:

  4. ისე როგორც ამ კაცმა ლიგაზე მოთამაშე გუნდი სერია ბ-ში გადაიყვანა…! მაროტას ვაფასებ მხოლოდ პირლოს გამო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.