ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხვალ სავარაუდოდ ბონუჩის და პეპეს საკითხი გადაწყდება

ხვალ გაიმართება მორიგი სხდომა , იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპეციალურ კომისიასთან , რომელიც განიხილავს კალჩიოკომისიის სკანდალს . სავარაუდოდ სწორედ ხვალ გახდება ცნობილი თუ რა ბედი ეწევათ სიმონე პეპეს და ლეონარდო ბონუჩის . კარგი ინფორმაცია კი არის ის , რომ შესაძლოა ორივე იუვენტინო , მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნოს და შესაბამისად არ იქნებიან დისკვალიფიცირებულნი . კლუბს ბოლომდე სწამს მათი უდანაშაულობის და სწორედ ამიტომაც , ორივე ფეხბურთელი განაგრძობს მზადებას გუნდთან ერთად პეკინში , იტალიის სუპერ თასის მატჩისთვის . ცუდი ინფორმაცია ვრცელდება უშუალოდ ანტონიო კონტეს თაობაზე , შესაძლოა ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი 10 თვით დარჩეს სათადარიგოთა სკამს მიღმა , თუმცა აპელაციის შემდეგ შესაძლოა 2-3 თვეზე ჩამოვიდეს . ამიტომ გასახდელში არეული სიტუაციაა ერთი მხრივ , აღფრთოვანება ბონუჩის და პეპეს საკითხზე და მცირე პესიმიზმი კონტეს თაობაზე : ” საოცრად გაბრაზებული ვარ და საკუთარ თავს ეხლა გაცხარებულ ხარს შევადარებდი . მიმდინარე წელს ჩვენ იმაზე მეტს მოვიგებთ ვიდრე შარშანდელ სეზონში ” – განაცხადა კონტემ . აქვე უნდა აღინიშნოს , რომ კონტეს ამ ეტაპზე ახალი ადვოკატი და ამასთანავე იტალიაში საკმაოდ გავლენიანი ჯულია ბონჯორნო დაიცავს . ამასთანავე , იმ შემთხვევაში თუ ბონუჩი გადაურჩება სასჯელს , კლუბი მთელ სახსრებს ტოპ ფორვარდის შეძენას მოახმარს და ეს სავარაუდოდ სტეფან იოვეტიჩი იქნება .

წყარო : Sky, Sportmediaset

3 thoughts on “ხვალ სავარაუდოდ ბონუჩის და პეპეს საკითხი გადაწყდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.