პოლ ეს შესაფერისი დრო არ არის..

კულმინაცია ახლოვდება.. მაგრამ მაინც.. მოდით განვიხილოთ თუ რატომ არის იუნაიტედი მისთვის ცუდი არჩევანი:


პირველ რიგში დროის ფაქტორიდან გამომდინარე.. იუვენტუსი რეალურად მიუახლოვდა იმ ეტაპს როდესაც გუნდს ძალუძს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა.. და როგორც შეშლილი მაქსი ამბობს:

“ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც წასვლას გადაწყვეტს, უმჯობესია საკუთარი ნაბიჯი დეტალურად გაანალიზოს.. დღეისათვის იუვენტუსი ოთხ საუკეთესო ევროპულ კლუბში შედის”..

არადა პოგბა მიდის იქ სადაც არა თუ პირველი ოთხეული, საერთოდ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც კი არ გაჟღერდება.. მას ამისთვის 2 წელით მოუწევს მოცდა..

დიახ, გასაგებია, რომ პოლი შეიძლება დიადი იუნაიტედის დასაბრუნებელი სპეციალური პროექტით მოხიბლო.. მაგრამ ნუ გავიწყდებათ ვინ ხვდება მას იქ.. მოურინიო რომელმაც უკანასკნელი სამუშაო ადგილებიდან ხეირიანი შედეგი ვერ ნახა.. და გასახდელში სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. მისი ტრანსფერები? დიახ იბრაჰიმოვიჩი ექსტრა დონეა, მაგრამ ერთ წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და 34 წლისაა.. მხითარიანი? მის დონეში ეჭვის შეპარვა შეცდომა იქნება, მაგრამ საერთო მოსაზრებით სომეხს ინგლისურ პრემიერ ლიგასთან ადაპტირება გაუჭირდება..

არის ახალგაზრდა მარკუს რეშფორდი.. ნამდვილად პრესპექტიული, თუმცა მოურინიო ტალანტების გახსნით თავს ვერასოდეს იკვეხნიდა.. რა იქნება ახლა ძნელი წარმოსადგენი არ არის. ამიტომაც სჯობს დაფიქრდე პოლ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდე.. ბურუსით მოცული პრესპექტივა იცვლება საოცრად წყნარ, დალაგებული და აგრესიულ კლუბზე.. რომელსაც აქვს მიზანი და სწორი გეგმა..

არ უნდა გამოვრიცხოთ სენტიმენტალური გრძნობა.. შესაძლოა მას ჰგონია, რომ ოლდ ტრაფორდზე დაუსრულებელი საქმე დარჩა? დიახ, სერ ალექსი არასოდეს დაუდანაშაულებია, მაგრამ აშკარად ნაწყენი იყო იმ ფაქტით, რომ ჯეროვნად არ იყენებდნენ.. მაგრამ ფეხბურთელი რომელსაც აქვს ამბიცია იყოს მსოფლიოში საუკეთესო, რატომ უნდა იღებდეს მაინც და მაინც ახლა დაბრუნების გადაწყვეტილებას? თავისუფლად შეეძლო რეალში გადაბარგება, ან თუნდაც ტურინში კიდევ ერთი სეზონით დარჩენა.. შეეცდებოდა თავის მხრივ ლიგის მოგებას და თან პარალელურად მანჩესტერელთა ასპარეზობას შეაფასებდა. თუმცა, იგი დიდ რისკს ირჩევს, რომელსაც მხოლოდ ფინანსური არჩევანით თუ ავხსნით..

იუნაიტედის ყველაზე განსაკუთრებული ქომაგიც კი ვერ იტყვის ახლა, რომ მისი კლუბი ევროპული ფეხბურთის ელიტაში იმყოფება.. პოგბას ნამდვილად შეუძლია გახდეს ხელოვნების ნიმუში, მაგრამ ჯერჯერობით უფრო მეტად დაუსრულებელ ნახატს ჰგავს..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

12 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    მაგარი ქათამი გამოდგა,ჩვეულებრივი ოთხფეხა,ნამდვილად დასაკიდებელია

  2. DP10 says:

    მე მგონი არ არის სწორი არჩევანი: ერთ მხარეს ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, კოპა იტალია და 7 მილიონი ხელფასი – და მეორე მხარეს ევროპის ლიგა, პრემიერლიგაზე 5 ადგილი და 13 მილიონი ხელფასი.

  3. ნოე says:

    ფორცაიუვეს ისე არ ეკადრება სტატიების აღება და თავისად გასაღება. ეს სტატია არის მარკ დოილის, დღეს დაიდო და ეხლაც დევს გოალ.კომ ზე, ასეთ დროს წყარო უნდა დაიდოს ყოველთვის. ფოტოც იქიდანაა აღებული.

    საყწენად არ ვამბობ მაგრამ ესეა ეს.

    ფორცა იუვე :forza:

  4. Lasha says:

    Cavides da dabrundes 1 ha 2 celshi :D

  5. ანონიმური says:

    დარჩი პოლი რა

  6. forza bianconeri forza bianconeri says:

    მოურინიომ შეიძლება მართლა გააფუჭოს პოგბა და მაგაზე ორმაგად დამწყდება გული :blin: გაუმართლა რომ მანჩესტერიდან იუვეში აღმოჩნდა, თორემ რომ დარჩენილიყო იუნაიტედში ან სხვა კლუბში წასულიყო, რომელსაც დეშამის მსგავსი უცოდინარი მწვრთნელი ეყოლებოდა, საერთოდ ვერ განვითარდებოდა პოლი

  7. davit112 says:

    წავიდეს მაგის ედას სჰევეცი ერტიც რა და მერე კიდე მაგათი ყომარბაზი დედაც

  8. bugitto bugitto says:

    წადი პიჟონ 10 იანი გაანთავისუფლე ალეს 10 იანის ღირსი არ ხარ შენ … რაიოლას უთავმოყვარეო ლეკვო … იუვე ლეგენდების გუნდია და არა ფულის მონების ფოოოოოოოოოორცააააააააააა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »