იუვეს ხელმძღვანელობის სააშკარაოზე – By Qasra

როდესაც საიტზე მწერლის სტატუსი გაქვს, არ გაქვს უფლება ცენზურა დაარღვიო, საჭიროა ნაკლები კრიტიკა გააკეთო და დაიცვა გუნდის თითოეული წევრი, მწვრთნელი თუ ხელმძღვანელობა.


მატჩის მიმოხილვას, გატანილი გოლებით, სახიფათო მომენტებითა და ცვლილებებით არ ვაპირებ…

არ ვაპირებ ალეგრის გაკრიტიკებას:

1. დაგვიანებული ცვლილებების გამო
2. კუადრადოს არ შემოყვანის გამო
3. ასამოას გამო

არ დავბრუნდები ცხელ აგვისტოში და არ დავიწყებ რატომ 90მლ იგუაინში და არა ლუკაკუთქო, რატომ არ მოიყვანეს პოგბას შემცვლელითქო და ა.შ.

მე, ჩემს დღევანდელ სტატიაში, გავაკეთებ ანალიზს იმისას, თუ რა მოხდა გუშინ.

მილანის ინტერმა ჩემპიონატის პირველ ტურში მოულოდნელი მარცხი იწვნია ვერონაში, ადგილობრივ კიევოსთან.

შემდეგ შინ დაუხვდა პალერმოს და წაგებული მატჩი ფრედ დაასრულა.

უკვე მესამე ტურში პესკარასთან წაგებული მატჩი შემოაბრუმნა და პირველი 3 ქულა იზეიმა.

ევრპულ ასპარეზზე კი 0-2 დათმო მატჩი ისრაელული კლუბის წინააღმდეგ.

და რა მოხდა გუშინ???

გუნდი რომელიც მარცხდება კიევოსთან, ბერშივასთან და ქულას იღებს პალერმოსთან, 0-1ის შემდეგ ამარცხებს იუვენტუსს!!!

სად არის ლოგიკა? ალბათ მეტყვით, მოტივაციის ნაკლებობა ჰქონდაო, სუსტ გუნდებთან კონცენტრაცია არ ჰქონდათ, რადგან 3 ქულა ჯიბეში ედოთო, აი იუვენტუსთან კი მოინდომეს და მაგიტომ მოიგესო.

ა ბ ს უ რ დ ი ა!!!

ბასტა!!!

ბასტა ფულის კეთება, მატჩების ,,ძალით” ვერ მოგებებით!!! როგორც ფოკუსებს აქვს შემდეგ ახსნები და გამოაშკარავება, ასევე მინდა ანიელისა და მაროტას მახინაციებზე მოგიყვეთ!!!

# იუვენტუსი – ბენფიკა

გუნდს, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, აქვს იმის შანსი რომ, ევროპა ლიგის გათამაშება მოიგოს, ამას ემატება ისიც, რომ ფინალი ,,იუვენტუს სთედიუმზეა”

ბენფიკა – იუვენტუსი # პოპულარული ფსონი იყო X2 და იუვენტუსი მარცხდება, მაგრამ მარცხდება იმ ანგარიშით, რომ შინ მოგება საკმარისია.

იუვენტუსი – ბენფიკა # რათქმაუნდა ყველანი იუვენტუსის მოგებას ელოდება, პოპულარული ფსონი იყო 1-იანი. ჰოი საოცრებავ, იუვენტუსი არათუ ვერ იგებს, არამედ გოლსაც კი ვერ უტანს ბენფიკას უძლიერეს დაცვას. კონტეს გოლი სჭირდება მაგამ მაინც 5 მცველით და 3 ნახევარმცველით აგრძელებს თამაშს და ცვლილება უკვე დაგვიანებულია.

—>>> ეს სასაცილოა!!! იტყვით ალბათ, დიდ გუნდებს ჰკიდიათ ეს თასიო, თუ ეგრეა რატომ შეაკლეს თავი ლიონსა და ფიორენტინას? გამოვარდნილიყვნენ მანამდე, მაგრამ არა! როდესაც ,,დაიგრუზა” იუვეს ფინალში გასვლა 1/2 ფინალიდან, აი სწორედ მაგ დროს ,,გატეხა” იუვენტუსმა.

# გალათასარაი – იუვენტუსი

იუვენტუსმა არ უნდა წააგოს, რა უნდა დააკლოს იუვენტუსს დროგბა-სნეიდერმა და კომპანიამ? შესაბამისად, პოპულარული ფსონია X2.
რა ხდება? თოვლ/ჭყაპი, თუ უსამართლობა, იუვენტუსი აგებს, ტოტალიზატორი იგებს, ანიელის ჯიბეც ივსება!

# სევილია – იუვენტუსი

იუვენტუსი, 2-ვე მატჩს უგებს ჯგუფის ფავორიტს, მანჩესტერ სიტის, 2 ფრეს თამაშობს ჯგუფის აუტსაიდერთან და მარცხდება ბოლო მატჩში, სადაც X2 სჭირდება, რომ 1/8 ფინალში გრანდები აიცილოს. იუვენტუსი აგებს, სევილია უეფას თასს იგებს, ანიელი ფულს აკეთებს, ბავარია 1/4 ფინალში გადის და ჩვენ ვტირით, ვიგინებით და იმ მომენტებს მივტიით, როცა კუადრადომ ვერ გაიტანა, ევრამ იევრა…

მოკლედ: ჩვენი გუნდი ფულს აკეთებს, არამარტო ჩვენი, რადგან ბარსელონა ალავესთან აგებს, ატლეტიკო ლეგანესს და ალავესს ფრეებს ეთამაშება და მერე პსვ-ში იგებს, პსჟ შინ სტ.ეტიენთან თამაშობს ფრეს. მანჩესტერი ფეენორდსა და უოტფორდში აგებს.

მაგრამ, მე ჩემი გუნდის საქციელზე მტკივა გული! ასე როგორ გვაფურთხებენ სულში, აფურთხებენ იმ ხალხს, რომლებიც ფულს ფეხბურთის ყურებაში იხდიან, ესენი კიდევ დადგმულ სპეკტაკლს აყურებიებენ!!!

რომელი ნორმალური მწვრთნელი გაიყვანს გუნდს, სევილიასთან 5 მცველით და 3 ჩამშლელით?????

ასე, რომ ნუ წერთ ალეგრი წასასვლელიაო, დიბალა ვერ თამაშობსო, იუვე სუსტიაო, იუვე უბრალოდ ფულს აკეთებს! აცადეთ კიდევ, ბევრ მოულოდბნელ ფრესა და მარცხს შემოგვთავაზებს, მერე კი როცა დასჭირდებათ ,,დააყრიან” მოგებების სერიას და ფინიშის ხაზთანაც პირველები მივლენ.

მაპატიეთ, რომ დღევანდელი მატჩის შემდგომი მიმოხილვის ფორმატი დავარღვიე, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც სჯერა, რომ იუვენტუსმა სევილიას და ინტერს ვერ მოუგო!!!

შემდეგ ტურები შუა კვირაში გაიმართება, ოთხშაბათს, საქართველოს დროით 22:45 საათზე, ორი ჩემპიონი, სერია-Aს და სერია-Bს გამარჯვებულები წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ. ტურინში გრაფი პადოინი, მარკო სტორარი და ისლა ბრუნდებიან.

კეთილი სურვილებით, თქვენი Qasra

იუვეს ხელმძღვანელობის სააშკარაოზე – By Qasra

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

43 კომენტარი

  1. falconGE falconGE says:

    1juve
    მუსოლინისი რა ხარ შენ?
    იმენა ნაციზმია შენი “ბალეშიკობა” მეტი კი არაფერი.

    ოღონდ იტალიელი იყოს და დეჩელიე-იმობილეების მსგავს უნიჭოებს ისურვებდი გუნდში.

    ვინ ჩემი ფეხებია ბერარდი ან რა გაუკეთებია.
    მაგაზე მაგარი სეზონი იმობილემ დადო ერთხელ. რა მერე მაგით.
    შარშან ტავისი თავისი აჩრდილი იყო ტიპი, როცა ყველა პონტში პროგრესი უნდა ქონოდა თუ რაიმის დრაქი აქვს საერთოდ.
    ახლა ძირითადშიც აღარაა სასუოლოში და დიბალას ადარებენ.

    მარაზმია შენი ყოველი პოსტი

  2. 1juve 1juve says:

    vincxa
    sharshan Tu tamashobda shetevashi xo dabrdgvna yvelaferi ligaze, dibala wels 10 golsac ver sheagdebs

  3. juve-10 juve-10 says:

    კარგით რაა) ბოდიში ავტორთან, მარა ეს არის დღევანდელი არასტაბილური გუნდის გაპრავება! აი ეს არის ანიელის და ხელმძღვანელობის ბრალი და არა ის. რო შეილება ხანდახან ვერ მოუგო ვინმეს) მითუმეტეს სევილიას და ინტერს. სევილიას რეალი და ბარსელონა ვერ უგებს არც თუ ისე იშვიათად და რა გასაკვირია ერთი ლემინა ასამოას დუეტით რო ვერ მოგვეგო? ან ინტერი რაა გადახედეთ შემადგენლობას და სევილიაზე 3-ჯერ კაი სასტავი ყავთ, პროსტა შეუთამაშებელი გუნდია და ჰაპოელ რაღაცასთან რო წააგო თავისი პრობლემაა ეგ. ინტერიც კაი არასტაბილური გუნდი იყო მაშინაც ვარსკვლავებით როცა იყო გადაძეძგილი. აბა სულ ძლიერმა თუ მოიგო რაღა მუღამი ექნება ფეხბურთს)) და ყველაზე სამწუხარი ოს არის, რო არ არის დღეს იუვე უძლიერესი, სწორედ რომ სატრანსფერო პოლიტიკის გამო და არა იმიტო რო უი დედა ეხა სევილიას ვერ მოვუგეთ)

  4. falconGE falconGE says:

    აღარ ცხელა მგონი გარეთ და რამ დააწერინა ავტორს ასეთი სტატია.
    გადამკვდარი იუვეს ფანი ვარ, ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია…

    ჰო და ისეთი რაღაცეები იწერება ამ საიტზე, რომ მე იუვეს ფანსაც კი მაღიზიანებს.
    ძალიან ტენდენციურები და სუბიექტურები გახდით.

    ყველაფერში აპრავებთ უფროსობას. დიბალაც რომ გაყიდონ და მის ადგილას ბერარდი ან ვინმე სხვა შეშა მოიყვანონ, იმასაც გააპრავებთ.

    ეს 1ჯუვე კიდე დაბლოკეთ, რამე უქენით. ტიპი არის მოსიარულე პაზორი და ფეისპალმი.

  5. 1juve 1juve says:

    დიბალას რო გოლი ვერ გააქ ტოტალიზატორს დააბრალე ახლა :chuvak: მაგი სხვა რამის ბრალია

    • vincxa says:

      Dybalas goli imitom ver gaaq ro dgas chamshlelis poziciaze rasac qvia ro burti amoitanos egaa shuaxazis brali da alegris asamoas ro atamashebs.. Unda gadavides 4-4-2 taqtikaze buffoni, chielini bonuci sandro dani, cuadrado khedira pjanic pjaca, igu da dybala sanam marchisio dabrundeba 4-4-2 ia gamosavali chemi azrit

  6. 1juve 1juve says:

    ტოტალიზატორი რა შუაშია? ტოტალიზატორის ფაქტორი ტუ არსებობს მაშინ მარტო 1 ვარიანტია, დანარჩენი გამორიცხულია, ეს 1 ვარიანტი არის ის რო ყველა კლუბის პრეზიდენტი იღებს შეტყობინებას ტოტალიზატორიდან რო რომელიმე თამაში ვერუნდა მოიგონ და მერე პრეზიდენტის დავალებას ასრულებს კლუბი. ესაა ერთადერთი ვარიანტი რა სეხებაც სეიძლება ტოტალიზატორს ქონდეს კლუბებთან არა მარტო იუვესთან, ზოგადად რაც კლუბი არსებობს ყველას უნდა მაქრთავდეს ტოტალიზატორი, ამისი კიდე მე არ მჯერა, ანიელის ვერ დაურეკავს ვერავინ და ვერ ეტყვის იუვეს მოგებაზე უდევს მთელ მსოფლიოს და ახლა უნდა წააგოთო, გამორიცხული მგონია მასეთი რამე, თვითონ ანიელისაც დაეკარგებოდა ყველანაირი მოტივაცია და შეეშვებოდა ვაფშე ფეხბურთს მასე რო ხდებოდეს, კაცი მთელი წელი იბრძვის ლიგის ფინალში გადის და უცებ ვიღაცა ურეკავს ფინალი უნდა წააგოო და ანიელი ასე მშვიდად აგებს ფინალს? ვინმეს ჯერა მაგისი?
    შეიძლება ვინმე მთქვას ანიელისაც აწყობს მასეტი რამეო და კლუბი საერთოდ არ აინტერესებსო, უბრალოდ ფულს შეოულობსო, ვიღაცა გზააბნეული გლეხი რო იყოს ეს ანიელი კიდე ხო მარა ვინმეს იმის სჯერა რო ანიელისთვის რაიმე ხეირი შეიძლება იყოს ტოტალიზატორიდან გადმორიცხული ფული? ათასი ბიზნესი ექნება თავისი და ფულიც თავზესაყრელად, ტოტალიზატორიდან წილებს რო არ ზდიოს.
    ის ვაფშე ვერ ერკვევა ამ საკითხში ვინც ფიქრობს რო იუვე თვითონ დებს ფულს და მაგიტო აგებენ ზოგჯერ რო 7 და 8 კუში დაიჭირონ ინტერთან წაგებით, იუვეს რო უნოდეს კუშის დაჭერა, წავიდოდა დაჯარიმების მეტობას დასვამდა ან აფსაითების მეტს ჩვეულებრივად, რაღა შედეგზე დაწერა? მაგი გამორიცხულია რო კლუბი თამაშობდეს, 0.0001% არის იმის რო ტოტალიზატორი უკვეთავდეს გარკვეულ შედეგს და სანაცვლოდ დიდ ფულს სთავაზობდეს თუმცა მე არც მაგის მჯერა, ფეხბურთი არალოგიკური სპორტია და ხან ძლიერი მოიგებს ხან სუსტი, სულ ძლიერი რო იგებდეს აზრიც არ ექნებოდა, თან ეს სიძლეიერე და სისუსტე ძან პირობითია როცა ცოცხალ ადამიანს ეხება საქმე, ყოველ თამაშზე ერთნაირ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კონდინციებში ვერ იქნება ადმიანი, ზოგადად კი შეიძლება იგუაინი ფიზიკურადაც და მენტალურადაც იმობილეზე ძლიერია მარა ჩვეულებრივად მოსალოდნელია რო 1 კონკრეტულ დღეს ორივე ასპექტში იმობილე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს

  7. ALLENATORE ALLENATORE says:

    ვერანაირად ვერ დავეთანხმები ავტორს ) ტოტალიზატორს დააბრალო ყველაფერი აფსურდია )) ტოტალიზატორი თუ უნდათ და ფულის კეთება სეზონში 2 თამაში წააგეე სახლში პესკარა , კალიარისთან და ეგ არისს :D:D )) რა არის დაუჯერებელი სევილიას რო ვერ მოუგეთ ? სევილია რეალს და ბარსას უტრაკებს ხანდახან )) და პლიუს სევილია ევროპული გუნდია ) იუვე კიდე ევროპაში არანაირი ძალაა არ არისს ) და სულაც არ არის გასაკვირი სევილიას თუ ვერ მოვუგეთ )) იგივეს დაწერას არ დავიწყებ უკვე მილიონჯერ დავწერე და აქ ბევრი ადვოკატიაა ხელმძღვანლობის , მე არანირად არ ვარ ჩასაფრებული და არავიზე ნაკლებად არ გამიხარდება იუვეს წარმატება )) უბრალოდ ერაა ეგ ის გზა რითაც ევროპაში იქნები დიდი ძალა . იყო შანსი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე იუვე ისევ ელიტაში ყოფილიყო , მაგრამ იმ ფინალის მერე მთლიანად ჩამოინგრა გუნდის ხერხემალი შია ხაზი ) ეხლა კიდე სევილისს დონის შუა ხაზი ყავს გუნდს ) და ნუ გაგიკვირდებათ რო ვერ მოვიგეთ )) არანაირი ტოტალიზატორი ! რეალობას თვალები გაუსწორეთ ! ეს იუვე არ არის არანაირი ძალა ევროპაში )) სერია ა კიდე დღეს არაფერს წარმოადგენს ვისაც ახსოვს ძველიკალჩო ყველა დამეთანხმება იმაში რო კალჩოპოლის მერე სერია ა არის ძაან დაბალი დონე ) 2 წელია ზედიზედ მესამე გუნდი ლიგის კვალიფიკაციას ვერ გადისს ეგ არის დონე და კლასი ?? )) მკვდარი შუა ხაზით შედეგი არ იქნება არანაირი ) გუნდის ხერხემალი შუა ხაზია და არა პიპიტა იგუაინი რომელიც უბირთოდ ძუნძულებს ) იუვე სანამ არ ავა იმ დონემდე რომ შეეძლება პოგბას და ვიდალის დონის ფეხბურთელების გუნდში გაჩერება მანამდე ნუ დაელოდებით შედეგს და ნუ გიკვირთ სევილიასთან ფრე ! ალეგრი იდეალური კაცია ხელმძღვანელობისთვის ) საინტერესოა როდემდე არ მობეზრდება სკუდეტო და სასუოლო კალიარი, კონტე მაგიტო წავიდა ზუსტად იცოდა ეგეთი პოლიტიკით ლიგაზე ვერაფერს იზავდა , სკუდეტო კიდე უკვე სამჯერ ქონდა მოგებული ) შარშანდელი იტალისს თასის ფინალი მაგალითი უნდა ყოფილიყო ხელმძრვანელობისთვის , როგორ ჩაედეს ჯიბეში იუვეს ცენტრი . მილანის ნახევარმცველებმა მაღალი პრესინგის ხარჯზე ) ერნანესი სტურარო და ასამოა არაა იუვეს დონეე )) პიანიჩის საქმე შავი სამუშაო არაა , პლიუს რომაში სტაბილურობა აკლდა აშკარად ) მაღალი დონის როა ამაში ორი აზრი არაა მაგრამ სტაბილური უნდა გახდეს )

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »