#ForzaOnThisDay 4 აგვისტო

დიახ, #OnThisDay სიმართლე გითხრათ ყოველთვის მომწონდა.. მისი იდეა და დატვირთვა, კარგია მათთვის ვისაც უყვარს ისტორიისადმი თვალყურის დევნება:

ვფიქრობ, ინოვატორული არაფერია, თუმცა ფაქტია ქართულ სპორტულ ვერ სივრცეში ასეთი რამ არ შემხვედრია, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენგან მოიპარავენ იდეას და გადაიღებენ თავისთან..

თუმცა, არც მაგაშია პრობლემა, რადგან ჩვენ მუდამ ვცდილობთ მომხმარებელს რაიმე ახალი შევთავაზოთ და დღეს ეს ახალი არის #ForzaOnThisDay დიახ არც მეტი არც ნაკლები, რადგან როდესაც უკან იყურები და ხედავ 9 წელს.. ბუნებრივია დაგროვებული გაქვს საჭირო არქივი, რომელიც მსგავსი, სახალისო პოსტების დადების საშუალებას გაძლევს..

მოდით გავიხსენოთ რა ხდებოდა 2011 წლის 4 აგვისტოს..

გადავავლე თვალი და ვნახე, როგორ გვარწმუნებს ჯუზეპე მაროტა, რომ სატრანსფერო საქმიანობა კლუბს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია.. იგი კონტეს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას გეგმავს.. საინტერესოა, რომელი მოთხოვნების? სწორედ ამის გამო გაიქცა სულ რაღაც ორი წლის შემდეგ ანტონიო )) ნუ შეიძლება კარგიც კი მოხდა, რადგან ალეგრის ხელში გუნდმა განვითარება განაგრძო..

მაროტა : ” რამდენიმე პოზიცია კვლავინდებურად საჭიროებს გაძლიერებას”

ელჯერო ელია თუ გახსოვთ? ჰოლანდიელმა ზუსტად იუვეში გადმოსვლამდე განაცხადა, რომ მისი საშემსრულებლო ოსტატობა გაცილებით მაღლა იდგა ვიდრე თავად იუვენტუსი..

შედეგად, ამ უტვინო ჰოლანდიელიმა მაინც ამოყო კონტეს გუნდში თავი და .. აი როგორც მანდ დავსვი წერტილი, სადაც ახლა მარცხნივ გაიხედე, ზუსტად ეგრე დასრულდა მისი ტურინული კარიერა უღიმღამოდ )) სულ ვფიქრობდი, რომ კონტე ისეთი ბოღმა ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს, უეჭველად იმისთვის მოიყვანა, რომ სკამზე ეყურყუტებინა მთელი სეზონითქო )

სატრანსფერო ჭორი ( ელჯერო ელია )

და დინო ძოფი.. მირკო ვუჩინიჩი ახალი ნაყიდია და იტალიელი სპეციალისტი მონტენეგროელს ტოპ თავდამსხმელად მოიხსენიებს.. დიდი იმედებით მოყვანილმა ფეხბურთელმა, რომელიც არ დაგიმალავთ და მეც ძალიან მესიმპატიურებოდა, იუვეს რიგებში 75 თამაშის ჩატარება მოასწრო და ჯამში თავი 21 გატანილი გოლით დაგვამახსოვრა..

რამდენიმე მათგანი უდაოდ შთამბეჭდავი იყო.. რომ არა მისი “სიზარმაცე” რაშიც მუდამ ბრალს სდებდნენ, ვინ იცის მირკოს როგორი კარიერა ექნებოდა ) ალბათ ახლა ვუჩინიჩის გაგონებაზე, თვალწინ სულ ის კადრი გვიდგას, როდესაც მან გატანილი გოლის შემდეგ შორტი გაიძრო და სტადიონზე ტრუსების ამარა დარბოდა ))

ძოფი : ” ვუჩინიჩი ტოპ ფეხბურთელია ”

ეს იყო #ForzaOnThisDay 4 აგვისტო.. ;) ვნახოთ, რა გველის 5 აგვისტოს, რომელსაც უკვე ხვალ შემოგთავაზებთ..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

7 კომენტარი

  1. ვეგა says:

    დათო არ შეუძლია კონტეს არ უკბინოს. )) იმ დღის დდშმ მე როცა ალეგრი გაჩნდა იტალიური ფეხბურთში. ამის შემდეგ სული ვერ მოითქვა იტალიური ფეხბურთმა

  2. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    ვინ არ იყო მაშინ? მაშინდელი მაცარის ნაპოლი და ალეგრის მილანი, დღევანდელ სერია ა_ში ნებისმიერ გუნდს, იუვეს გარდა, თავზე გადაახევდა ბურთს, იბრები, სილვები, ლავეცები, კავანები თამაშობდნენ, კონტემ უფრო დიდ კონკურენციაში მოიგო სკუდეტოები ვიდრე ალეგრიმ. თან ის პეპე – მატრი – კვალაირელა – ვუჩინიჩით თამაშობდა, ეს კიდე ტევესი – მორატა – იგუაინი – მანჯუკიჩი – კოსტა – კვადრადოთი…

  3. mgel piero mgel piero says:

    ელჯერო მელია :))(())))

  4. ანონიმური says:

    მაშინ იტალიაში გუნდიც აღარ იყო ძაან დაღმასვლა იყო დაწყებული ჩემო ძმაო

  5. A.DP A.DP says:

    საღოლ მაგარი სტატიაა :forza: ისე ეხლა რო გავიხსენე რა სასტავი იყო მაშინ და ვინ რა დონეზე იყო კონტე კიდე უფრო დავაფასე :forza: :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »