#ForzaOnThisDay | 28 აგვისტო

საინტერესოა შევხედოთ მოვლენებს, რომელიც 2012 წლის 28 აგვისტოს ჩვენ საიტზე ხდებოდა:

რუბრიკა, #ForzaOnThisDay ჩვენი საიტის საინტერესო ეპიზოდებს იხსენებს, რომელიც სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნდა.. არქივი საკმაოდ დიდი გვაქვს და შეგვიძლია რამდენიმე წლის წინ ამავე დღეს, ზუსტად 29 აგვისტოს როგორ მიმდინარეობდა პროცესები ერთად გავიხსენოთ..

დავიწყოთ იმით, რომ იუვენტუსი თავდამსხმელის შეძენას ცდილობდა.. მაროტა რამდენიმე ვარიანტზე მუშაობდა და ყველაზე აქტიური ლორენტე და იოვეტიჩი იყვნენ.. ფიორესთან მძიმე ურთიერთობის ფონზე, იო-იოს გაფორმება რთული განსახორციელებელი იყო.. ჩვენები კი იხდიდნენ 30 მილიონს მაგრამ საბოლოო ჯამში სტეფანმა თავი სიტიში ამოყო და შეიძლება თამამად ითქვას საბოლოოდაც დაიკარგა..

ლორენტე.. მეფე ლომის ისტორია განსხვავებულია.. ამ პერიოდისთვის მაროტა მის გაფორმებას კი ცდილობდა, მაგრამ გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ნანდოს ატლეტიკთან კიდევ ერთ წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, საქმე ჩიხში შედიოდა.. ესპანელებს არ სურდათ მისი გასხვისება და მზად იყვნენ კონტრაქტის ბოლომდე გაეჩერებინათ.. იუვე კი 15 მილიონზე ზემოთ წასვლას არ გეგმავდა..

საბოლოო ესპანელთა სიჯიუტემ იმარჯვა.. ლორენტემ ფაქტიურად ერთი სეზონი სკამზე გაატარა, რაც მის სათამაშო ფორმას გარკვეულწილად დაღი დაასვა. საბოლოო ნანდო მაინც აღმოჩნდა იუვეში და ფანების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფიგურაა დღესაც.. დიახ, წლებია უკვე მეფე ლომი ჩვენთან არაა მაგრამ მისი კომენტარები და იუვენტუსისადმი სიყვარულის გამოხატვა ფანებს ესპანელის მიმართ განსაკუთრებულ გრძნობებს უყალიბებს..

იოვეტიჩი და ლორენტე …

28 აგვისტოს იტალიური პრესის ფურცლებიდან ვიგებთ, რომ ბაიერნს 60 მილიონი აქვს გამზადებული იუვეს ორი მოთამაშის სანაცვლოდ.. მაინც რა სასაცილოა ახლა ეს ციფრები.. 2012 წელს ეს იყო მეგა წინადადება.. თან ვის სანაცვლოდ? მარკიზიო-ვიდალი.. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს.. მათი ფასი დღევანდელი ღირებულებიდან გამომდინარე 120 მილიონი ისე იქნებოდა, როგორც არაფერი.. თუ მეტი არა..

პრესის მიმოხილვა

ვიდალი კი მოხვდება საბოლოო ბაიერნში, სადაც ლიგის მოსაგებად წავიდა, მაგრამ ნუ ასე მალეც არა.. ბარსელონასთან გამართული ფინალის შემდეგ.. საინტერესოა რომ ლიგა ვერც იქ მოიგო და ახლა ბარსელონაში გადასვლისას ზუსტად იგივე სიტყვები წარმოთქვა:”აქ ლიგის მოსაგებად მოვედი”..

საგულისხმოა, რომ ზუსტად 28-ში დაგვიკავშირეს დიდიე დროგბაც.. როგორც შემდგომ აღმოჩნდა ინტერესი რეალური იყო, მაგრამ თავად კოტდიუვარელმა რატომღაც სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, ინანა კიდევაც, რადგან მაღალ დონეზე ასპარეზობის კიდევ 1-2 სეზონს ხელი შეუშალა..

დროგბამ შესაძლოა დატოვოს ჩინეთი …

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ikajuve says:

    Sheadaeet exla sastavis da ganwyobac

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »