ალეგრის ტაქტიკური რევოლუცია ატლეტიკოსთან დაპირისპირებაში

გთავაზობთ იტალიელი ჟურნალისტის მაურისიო ბორსარის მიმოხილვას, რომელიც შეშლილი მაქსის ტაქტიკურ რევოლუციას ეხება ატლეტიკოსთან დაპირისპირებაში:

ფორმალურად, რომ შევხედოთ მაქსმა ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა.. პირველი მატჩისგან განსხვავებით ბენტანკურის ნაცვლად მინდორზე ემრე ჯანი გამოჩნდა. დიბალას ადგილი ბერნარდესკიმ დაიკავა, ხოლო დისკვალიფიცირებული სანდროსი სპინაცოლამ.

რეალურად კი სულ სხვა სურათი იყო.. ალეგრიმ მოიფიქრა ზე შემტევი და ჰიბრიდული ტაქტიკური მოდული, რომელიც გულისხმობდა ემრე ჯანის ასპარეზობას სამ მცველიან სქემაში.. იგი ფაქტიურად აძლევდა საშუალებას ფლანგელ უკანახაზელებს – სპინაცოლას და კანსელუს შეტევაში თავისუფლად გადასულიყვნენ. 4-3-3 ტრანსფორმირდებოდა 3-4-1-2-ად ან 3-4-2-1-ად.. გააჩნია რა პოზიცია ეკავა კონკრეტულ ეტაპზე კრიშტიანო რონალდუს.

მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში იცავდა პოზიციურად თავს მაქსის გუნდი და ამ შემთხვევაში ჯანი კვლავინდებურად ნახევარმცველის პოზიციაზე გადადიოდა და გუნდი 4-3-3 მოდულზე ერთვებოდა.

სიმეონე მარცხენა მცველის გარეშე იყო დარჩენილი.. პლიუს დისკვალიფიცირებული ტომასი და კოშტა.. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საყვარელ 4-4-2-ზე უარი თქვა?

მარცხნივ მარჯვენა ფეხიანი ხუან ფრანი გამოჩნდა (ამ სეზონში პირველად არ ხდება ასე), ტომასი ლემარმა ჩაანაცვლა, ხოლო კოშტა მორატამ.

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ქამბექი ვიხილეთ, თითქოს ტურინული მატჩი რაღაც ბრწყინვალეს კარგავს.. მაგრამ ისევ და ისევ ამ ქამბექებს რომ შევხედოთ, ისინი თამაშის სცენარით არაფერია ბიანკონერის ტრიუმფალურ ასპარეზობასთან..

პირველ რიგში ქამბექების დროს, გუნდები საერთოდ გადაეჩვიენ კარგად თავდაცვას და თამაშის ტემპის კონტროლს.. რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ ატლეტიკოს ოდნავადაც არ ეხება. სიმეონეს ასეთ სულელურ ქმედებებთან პრობლემა არა აქვს.. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ იუვენტუსი განსაკუთრებულად ძლიერი იყო!

მეორეს მხრივ ეს ქამბექები დიდწილად ეფუძნება საოცარ გამართლებას ან კონკრეტულ ეპიზოდებს.. პირობითად იუნაიტედის მატჩი პსჟ-სთან? იყო კი ეს რაიმე ტაქტიკური რევოლუცია? არა! აი იუვემ კი ყველაფერი თავის თავზე აიღო და გამართლება მინიმალურ დონეზე დაიყვანა ან საერთოდ გამორიცხა..

მთელი 95 წუთის მანძილზე ალეგრის კრებულმა საკუთარი კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყმევინა მეტოქეს.. ასეთი კონტროლი მეტოქეზე არც აიაქს ჰქონდა, არც იუნაიტედს, არც შარშანდელ რომას. ასეთი კონტროლი ერთი შეხედვით გამორიცხულიც კი არის, მაშინ როდესაც შენ ატლეტიკოს დარ გუნდთან 2-0 გაქვს წაგებული..

საკვანძო გახდა იუვენტუსის სრული ტოტალური დომინირება მოედნის თითოეულ სანტიმეტრზე, რასაც მატჩისშემდგომ კომენტარი თავად სიმეონეც ადასტურებს:”ისინი ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდნენ.. ეს არანორმალური მატჩი იყო და იუვენტუსის ფეხბურთელებმა საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზეს.. მათ დაიმსახურეს შემდეგ ეტაპზე გასვლა”

გრიზმანის მატჩის ბოლოს ასევე გაოგნებული იყო.. მან 2016 წლის ბაიერნთან ნახევარფინალი გაიხსენა:”მაშინაც ძალიან გვიჭირდა, რადგან გვეგონა გერმანელები ჩვენზე მეტნი იყვნენ.. თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ შევცვალეთ თამაშის სურათი.. აქ ამის გაკეთება ვერ შევძელით, რადგან იუვეს ტემპი და აგრესია ოდნადავაც არ შეუმცირებია”..

თვითონ სცენარი ერთი შეხედვით რაღაც განსაკუთრებული შეიძლება არ იყო.. ვგულისხმობთ იუვენტუსის შეუჩერებლივ შეტევებს.. თან მითუმეტეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზის წინააღმდეგ.. მტკივნეული და ჭკვიანური ესპანელებისთვის ალეგრის გენიალური მოქმედებები გახდა.. მისი გუნდი ატლეტიკოს სუსტ ადგილებს ურტყავდა.

მაქსის მოფიქრებული სქემა გუნდს აძლევდა საშუალებას საოცრად მსუბუქად გადასულიყვნენ მეტოქის ნახევარზე.. სამი ტექნიკური მცველი ორი ატლეტიკოს ფორვარდის წინააღმდეგ. შემდგომ კი ლატერალების თამამი ქმედებები უმალვე ქმნიდა მეტოქის ნახევარზე რიცხობრივ უპირატესობას.

შეხედეთ რა ხდება ქვემოთა სურათზე.. სპინაცოლას წინააღმდეგ კოკე ფაქტიურად ბოლომდე ეთამაშება, რითაც საკუთარ რეალურ ზონას ნახევარდაცვაში უმეთვალყურეოდ ტოვებს.

მეორე მხარეს კანსელუზე უკვე ესპანელთა მარცხენა მცველი ხუან ფრანი იწევს.. რითაც ატლეტიკოს საჯარიმოში მაინც და მაინც დიდი რიცხობრივი უპირატესობა აღარ იქმნება.. შედეგად იუვეს ორ ფორვარდზე სამი ჩოლოს შეგირდი მოდის.. ხოლო ფლანგზე ბერნარდესკი და კანსელუ კომფორტულად მოქმედებენ ეულად დარჩენილი ხუან ფრანის წინააღმდეგ.

ორივე სცენარი მეტოქისთვის კარგს არაფერს მოასწავლიდა.. იუვე არც კი ცდილობდა ცენტრიდან შეეტია.. ისინი მიზან მიმართულად ქმნიდნენ ორივე სიტუაციას, რათა ესპანელები შეცდომის დაშვებისკენ მიეყვანათ..

ატლეტიკოსთვის ასეთი სცენარი აუტანელი ხდებოდა.. იდეაში მათ შეეძლოთ ოდნავ მაინც მოეშორებინათ ეს აგრესია საკუთარი კარიდან, მაგრამ საკმაოდ რთული ამოცანა იყო ალეგრის მოფიქრებული სქემის წინააღმდეგ რაიმეს დაპირისპირება.. სამ მცველიან ტაქტიკაში ატლეტიკოსთვის ურთულესი იყო ერთბაშდ საიმე მცველზე პრესინგის განხორციელება..

ქვემოთ მოცემულ სურათზე ყველაფერი ნათლად ჩანს.. ერთ-ერთი პრესინგის დროს ატლეტიკოს ფორვარდი გრიზმანი იწყებს პრესინგს იუვეს ცენტრალურ მცველზე, ხოლო მორატა მზად არის მეორე მცველზე წავიდეს.. რა ხდება ახლა? ემრე ჯანი თავისუფალია და მეტოქის პრესინგი თავიდან აცილებულია.

არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ბოლოს ესპანელებმა პრესინგზე საერთოდ უარი თქვეს და ტურინელებს მეტი კომფორტი შეუქმნეს.

ამ მატჩმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რაოდენ უჭირს სიმეონეს სამ მცველიან ტაქტიკურ მოდულთან გამკლავება.. დიახ, ასეთი სქემა წარმატების საიდუმლო ყველა შემთხვევაში არ იქნება, მაგრამ ფაქტია ჩოლოს უჭირს ასეთ დროს საკუთარი გუნდის სათანადოდ გადაწყობა.

არ უნდა დავივიწყოთ ის აურაცხელი ჩაწოდება, რომელიც მეტოქის საჯარიმოში განხორციელდა. მარტო პირველ ნახევრის 30 წუთში იუვემ 33-ჯერ გაგზავნა ბურთი მეტოქის საჯარიმოში. ნუ მას შემდეგ რაც 2-0 გახდა იუვე სხვა მოდულზე გადაეწყო და ასეთი აგრესიული აღარ იყო. რაღაც სურათი რომ შეგექმნათ, როგორ ასპარეზობენ გუნდები ატლეტიკოსთან – საშუალოდ ესპანური გუნდის მეტოქე მათ საჯარიმოში ბურთს 18-ჯერ აწვდის.. იუვენტუსმა პირველ შეხვედრაში ამის განხორციელება, მხოლოდ 15-ჯერ მოახერხა.

ჩოლოს გუნდმა იცის მეორე სართულზე როგორ უნდა დაიცვას კარი, მაგრამ დამეთანხმებით ეს ბანალურად ბევრი იყო ტურინულ მატჩში.. ბუნებრივია მსგავსი შემსრულებლების პირობებში როგორებიც მანჯუკიჩი და რონალდუ არიან, ხოსე ხიმენესის და დიეგო გოდინის დონის ცენტრალური მცველებიც შეცდებიან ერთხელ ან ორჯერ.. თან მითუმეტეს იუვეს ფლანგებიდან განხორციელებული შეტევების ფონზე, ატლეტები საკუთარი განაპირა მცველების ხუან ფრანის და არიასის გარეშე რჩებოდნენ..

საერთოდ, ჩაწოდებები შეტევების დროს არაეფექტურ წყაროდ მიიჩნევა, მაგრამ ალეგრის სქემამ ამ ყველაფერის დამატებითი ელფერი და დატვირთვა შემატა. თან ეს კომფორტულ და რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა ჩაწოდებისას.. ან თავისუფალი ფორვარდი ან ჩაწოდების ზონაში სიცარიელე..

აი თუნდაც რონალდუს მეორე გოლს შეხედეთ, ეს ხომ ბრწყინვალე მაგალითია ზემოთხსენებული სიტყვების.. მეორე ტაიმში ტურინელები უფრო გაბედულად მიდიოდნენ წინ.. ჯანი ცენტრალური მცველის როლში იწევდა შეტევაში, რითაც ლემარის ყურადღებას თავისკენ იპყრობდა. კანსელუ ბუნებრივია ასეთ დროს ეულად რჩება, რათა ბურთი მიიღოს და შემდგომ ესპანელთა საჯარიმოში გაუშვას, სადაც რონალდუ გოლისთვის მოემზადება.

შესაძლოა უშუალოდ საჯარიმოში უფრო მეტი ესპანელი იმყოფება.. მაგრამ დააკვირდით კონკრეტულად ცენტრალურ ზონას, სადაც არანაირი რიცხობრივი უპირატესობა არ არის.. აქ იუვენტინოები თანაბრად არიან ატლეტებთან.. სწორედ ამან განაპირობა ამ შეტევის წარმადობა.

არანაკლებ ეფექტური იყო იუვე დაცვით მანევრირებაში.. მათ საჯარიმოს გარედან მეტოქეს დარტყმის საშუალება მხოლოდ ერთხელ მიცეს.. და ჯამში არცერთი სახიფათო კონტრ-შეტევის განხორციელების უფლება გაკეთების შანსი მიცეს.. ბურთის დაკარგვის დროს იუვე ზებუნებრივ პრესინგს ახორციელებდა. აი ასე გამოიყურება სქემა მეტოქის ნახევარზე დაცვითი მანევრების მოქმედებები

ანალოგიური სურათი პირველი შეხვედრიდან

ყვითელი სამკუთხედები, რომელბიც სურათზეა მოცემული არის ართმევები.. უმეტეს შემთხვევაში იუვეს მომენტალური ზეწოლა სწორედ ასეთ შედეგს იძლეოდა. ამ ასპექტის დომინირება იუვენტუსის სასარგებლოდ თავად სიმეონემაც აღნიშნა:”ტაქტიკურად მეტოქემ ოდნავი შანსიც არ დაგვიტოვა. ართმევებზე და გადმოვარდნილ ბურთებზე ისინი ძალზედ ჭკვიანურად და თამამად იქცეოდნენ.. შედეგად დამსახურებულად გაიმარჯვეს”.

მეორე ტაიმის შუაწელს ალეგრიმ გუნდის სათამაშო სისტემაში ცვლილებები შეიტანა. 2-0-ის შემდეგ აღარ იყო საჭიროება მეტოქის საჯარიმოში აურაცხელი ჩაწოდებები განეხორციელებინა, რითაც გარკვეულწილად უკვე რისკზე წასვლაც იქნებოდა. არადა თითქოს დიბალას მოედანზე გამოყვანით და სპინაცოლას გასვლით, იფიქრებდა ადამიანი თითქოს მაქსი შტურმზე წავიდა. ბერნარდესკი სამი წუთი მარცხენა ლატერალეზეც კი დადგა, მაგრამ საბოლოო ჯამში გუნდი 4-4-2-ზე გადაეწყო. ჯანი მარჯვენა მცველად დადგა, ხოლო კანსელუ მარცხენა უკანახაზელად.

ფორმალურად იუვეს შემტევი ზონა მაინც აგრესიულად გამოიყურებოდა.. ფლანგებზე დიბალა-ბერნარდესკი, ხოლო შეტევაში მანჯუ-რონალდუ.. საქმე-საქმეზე ბიანკონერი უფრო ფრთხილობდა და სქემა 4-4-2 იყო და არა 4-2-4.. ამ პერიოდში იუვეს ბურთის ფლობად 52%-დან 48-ზე დაეცა, ხოლო კარში დარტყმა სულ სამი განხორციელა 11-იანის ჩათვლით. ჩაწოდება კი სულ რაღაც 5 განხორციელდა. აუცილებელი იყო საიმედოობა და ამხრივ ყველაფერი იდეალურად მუშაობდა – 0 დარტყმა შესნის კარის მიმართულებით.

ბერნარდესკი ცალკე აპლოდისმენტების ღირსია, რადგან მან საოცარი მატჩი ჩაატარა. პირველი მატჩის ერთ-ერთი პრობლემა იყო დიბალას და რონალდუს თავისუფლად გადაადგილებები. ისინი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეკვეთებოდა, რაც არაეფექტურ გარემოს ქმნიდა. ფედერიკო შესაძლოა ტექნიკური თვალსაზრისით დიბალას ჩამოუვარდება, მაგრამ გაცილებით უკეთესად ხედავს პარტნიორების მოძრაობებს და შესაბამისად მათი გადაადგილებიდან გამომდინარე ირჩევს საკუთარ პოზიციას.

გუშინ, ასეთი თავისუფლება მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, როდესაც თუნდაც საგოლე გადაცემა გაუკეთა რონალდუს.. მაგრამ ეს ერთი კადრია და არა მთლიანი სურათი. ინდივიდუალურადაც ფედერიკო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა – 3 კარში დარტყმა, სამი ცრუ მოძრაობა 4-დან (აქედან სამი ზუსტი ჩაწოდება) 7 ართმევა.. და ბოლოს.. ასპარეზობს ნაყოფიერად მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე და გოლს ფაქტიურად არაფრიდან ქმნის..

ემრე ჯანი ასევე იმსახურებს გამორჩეულ შექებას, რომელმაც როგორც მაქსმა თქვა:”საუკეთესო მატჩი ჩაატარა იუვენტუსის მაისურით”..

ჯანი იყო მაქსის საიდუმლო იარაღი.. სწორედ მისმა უნივერსალიზმა გაუხსნა ყველა იდეა ტოსკანელ თავკაცს. დამატებითი მცველი იუვესთვის შეტევისას.. საყრდენი ნახევარმცველი ატლეტიკოს შეტევისას და ბოლო 25 წუთში მარჯვენა მცველი. თოთოეულ ამპლუაში გერმანელი ბრწყინავდა!

კრიშტიანომდეც მივედით.. ჟურნალისტების კითხვაზე იცით აი იუვეს ხო აქამდე არ ჰქონდა 2-0 შემოტრიალებული და.. გააწყვეტინა მასმედიის წარმომადგენელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა სიტყვა და შემდეგი რამ განაცხადა:”შესაძლოა იუვემ სწორედ ამიტომაც დამიმატა”..

ალეგრის გენიალურ სქემას ფრთები პორტუგალიელის საოცარმა თვისებებმა შეასხა.

კონტრასტი პირველი მატჩის რონალდუსა და მეორე მატჩისას თვალშისაცემია..

ესპანელები ცდილობდნენ მისი სუსტი მხარეები გამოეყენებინათ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსაც აქვს.. პორტუგალიელი წინ უბურთოდ მოქმედებდა, ხოლო როდესაც უკან ჩამოსვლა უწევდა არაეფექტურ ზონაში იმყოფებოდა.. საჯარიმოში პრაქტიკულად არ გაუტარებია დრო..

ახლა კი როდესაც რონალდუმ მწვრთნელისგან ტაქტიკური დახმარება მიიღო, უტევდა საჯარიმოში მსოფლიოს საუკეთესო შემტევის პროგრამით, რომელიც მას ყველაზე უკეთ გამოდის. აი შეხედეთ მის გუშინდელ მოძრაობებს:

პიანიჩი არ უნდა დავივიწყოთ.. ფლანგებზე ბურთის დროული გადატანები, სწორედ მისი ზონიდან ხორციელდებოდა. მირალემი საუკეთესო იყო დიაგონალურ გადაცემებში. მისმა გრძელმა 14 გადაცემამ, ადრესატამდე 12-ჯერ მიაღწია, ხოლო მეტოქის ზონაში 43 გადაცემის მითვლა მოახერხა. შესაბამისად ბოსნიელის ჭკვიანური მოქმედებების გარეშე, ალეგრის სქემა ასე ეფექტურად არ იმუშავებდა. ატლეტიკო უბრალოდ ადგებოდა და მოასწრებდა ფლანგიდან ფლანგზე გადანაცვლებას და ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა.

იუვენტუსის უპირატესობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ რთულია გამოვყოთ რომელიმე ესპანური კლუბიდან რომელმაც პერსონალურად ჩააგდო.. მაგრამ ერთი რამ აღსანიშნავია – ატლეტების მცველები მეორე სართულზე საშინლად ირჯებოდნენ.

არიას თითქმის არ ტესტავდნენ.. ნუ მხოლოდ ორჯერ, რადგან ძირითადად სპინაცოლასთან უწევდა მუშაობა. დანარჩენმა სამეულმა კი საშინელი ციფრები დააფიქსირა, არადა ხშირ შემთხვევაში ასეთ შეხვედრებში თავს კომფორტულად გრძნობენ. არცერთი ამ სამეულიდან – ხიმენესი, გოდინი და ხუან ფრანი არ აგებენ შეხვედრაში 1.8-ზე მეტ საჰაერო ორთაბრძოლას.. ამ მატჩში კი ყველას მინიმუმ 3 ჰქონდა წაგებული.. ხუან ფრანმა კი საერთოდ 4-დან 4 წააგო.

იუვეს მეტოქის საჯარიმოშიც კი უპირატესობა ჰქონდა.. მათ 8 ბრძოლიდან 5-ში გაიმარჯვეს. 4 აქედან ჯადოქარ რონალდუზე მოდის. პირველ შეხვედრაში იდენტური ჩაწოდების დროს ანუ სადღაც 7 ჩაწოდებაზე, 6 ატლეტიკოს მოგებული იყო.

მადრიდში გუნდმა წარმატების დამსახურებულად მიაღწია.. ისინი ბლოკავდნენ იუვეს ნებისმიერ მცდელობას.. თავად კი დაელოდნენ მომენტებს და გამოიყენეს.. თუმცა, ორი სტანდარტული რომლითაც გოლი გავიდა იყო უბრალოდ იღბალის საქმე, რაც შემდგომ რატომღაც სიმეონეს ბენეფისად მოინათლა.

აი ტურინული მატჩი კი სხვა წონათა კატეგორიაა.. 3-0 ყოველგვარი კითხვის გარეშე, მოფიქრებული და იდეალურად შემუშავებული იყო.. ალეგრიმ უშანსოდ დატოვა არგენტინელი სპეციალისტი და მას შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარა. შეშლილის სქემამ იუვენტუსს მეტოქეზე პირველი წუთიდან უკანასკნელ წუთამდე ტოტალური დომინირების საშუალება მიცა.

ნამდვილად არ მახსენდება გუნდი, რომელიც ასე დომინირებდა, როგორც იუვე პირველი წაგებული მატჩის შემდეგ. კიდევ ის არ მახსოვს, რომ ვინმეს ატლეტიკო აი ასე უბრალოდ ამდგარიყო და მოედნიდან გაექრო! ბორუსიასთან მატჩი უბრალოდ სხვა ასპექტებზე დაფუძნებული იყო.. აი იუვემ ის მოახერხა, რაც უკვე დიდი ხანია აღარ გვინახავს..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

26 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ერთ რაღაცას ან ვერ ხვდებით ან მე არ ვიცი ფეხბურთი. ალეგრი სერი-ას ყველა თამაშს მგონია რო ამ პლეიოფებისთვის იყენებს და რაღაც ტაქტიკურ საკითხებს სწავლობს,იმიტომ რომ სერიალი აძლევს ამის საშუალებას !

  2. ანონიმური says:

    რონალდო მესის ფინალი გაასწორებდა სადაც გადაწყდებოდა ოქროს ბურთის ბედიც…ყველაზე ნაკლებად ბარსელონას ვისურვებდი…დანარჩენი 7 აუცაიდერია ამ იუვენტუსთან

  3. ანონიმური says:

    ჯანი ალბათ ბუნდეს ნაკრებში რეგულარულად იქნება

  4. dato777 says:

    რონალდუს და მესის უნდა აეკრძალოს ფეხბურთის თამაში :lol:

  5. dato777 says:

    რონალდუზე არაფერს ვიტყვი იმიტომ რომ რონალდუა და მორჩა, რაც შეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, სპინაცოლათი მოვიხიბლე, თუ არ ვცდები პირველი თამაში იყო ლიგაზე მაგრამ ეს ეტყობოდა? კანსელუც კარგი იყო მაგრამ მე სპინა უფრო მომეწონა შეიძლება ვცდები, ბერნაც ბრწყინვალე იყო, ბერნას ყველაზე დიდი პლიუსი არის ის რომ ,,თავხედია” იმედი მაქვს ტრავები არ შეაწუხებს, ერთადერთი ვინც არ მომეწონა შესნია ფეხით თამაში უჭირს და უნდა იმუშაოს! რაც შეხება მანჯუკიჩს თითქოს არ ჩანდა მაგრამ სამაგიეროდ რონალდუს უხსნიდა თავისი მანერვებით სივრცეებს რამაც კარგათ იმუშავა, კინი ძალიან პროგრესირებს და დიდი ძალა იქნება შემდეგ სეზონში, გყვავს დე შილიო და სანდრო რომლებმაც უნდა დასვენონ სპინა და კანსელუ, მე პირადად სანდროს სპინაზე წინ ვერ დავაყენებ, დე შილიო გასაგებია ბევრს არ ვიპროფესორებ

  6. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    მოკლედ ახლა ცივ გონებაზე მინდა ვთქვა. უკვე ყველა აღიარებს იუვეს ძალას და მასთან შეხვედრა არავის უნდა, მოკლედ ფავორიტად თვლიან, იუვემაც ირწმუნა ძალა და ახლა 1/4 ფინალში ვინც არ უნდა შეგხვდეს სიტის გარდა ყველასთან უნდა ითამაშონ პირველ ნომრად ისე როგორც ატლეტიკოსთან პირველ ტაიმში, სიტის გარდა იმიტომ რომ მასთან ჯერ ადრეა და სეუძლებელია პირველ ნომრად თამაში. არაა საჭირო მაინცდამაინც უიმედოდ წააგო მირველი მატჩი რომ მერე გამოფხიზლდეს, ყველას უნდა მიაწვნენ თავიდანვე ორივე თამაშში. ვსო არ უნდა ახლა ამას ბევრი ბაზარი :)

  7. ლექსო ანთია says:

    მართალია ყველაში შეუძლებელია იგივე გინდოდეს ,მაგრამ სეზონში ასეთი მინიმუმ10 თამაშია და ხუთი წელი არუნდა უცადო ამ შედეგს.მითუმეტეს როცა შესაბამისი გუნდიც გყავს და უნარიც გაქვს

  8. ლექსო ანთია says:

    მადლობა ალეგრის ამ ემოციისთვის.გუნდის ყოველთვის მჯეროდა

  9. Giampiero Boniperti araba says:

    მესიმაც აღნიშნა ინტერვიუში, იუვეს უდიდესი პოტენციალი გააჩნიაო. ყველა ხედავს, რომ თუ სწორად გაანაწილებ ამ კამანდით ცალსახად შემტევი და ცალსახად დაცვითი ფეხბურთის თამაში შეიძლება. ტაქტიკურად მშვენივრად განსწავლილი არიან ბიჭები, ლიდერებიც შევინარჩუნეთ და შეტევაც და სკამიც იდეალური გვყავს, ჰოდა რატო უნდა აპახავო ასეთი სასტავი მხოლოდ დაცვაში. მაიცადამაინც ატლეტიკოსთან უნდა გვქონდეს 2-0 წაგებული ასეთი ზომიერი და კარგი თამაში რომ ვნახოთ ფანებმა ისიც წელიწადში 1 ხელ. ადექი და გადააღუნე ნაპოლს თავზე ბურთი, ტიპები ჩეზენას ეთამაშებოდნენ ასე მეგონა. მარა ფეხბურთელებიც კაი ცუციკები გვყავს მენტალურად ბევრი სამუშაოა. სპინაცოლას მიბაძოს ბარეორმა იუვეს ფეხბურთელმა ტიპი იაგუარივით იყო მოედანზე

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      გეთანხმები მეგობარო, ურემის აგდაბრუნება სულაც არაა საჭირო რომ სისხლი გიდუღდეს ძარღვებში ,ყველა მატჩი იგივეს არავინ ითხოვს, კიევოსთან და კალიარისთან სულაც არაა საჭირო ასეთი მატჩები მაგრამ ნაპოლისთან ინტერთან მილანტან რომასთან ან რომელიმეთან მაინც რომ იტამაშო ასე წლის მატჩი დაშავდება რამე? მესმის უდიდეს ენერგიას მოითხოვს მაგრამ ხელფასს ხომ ამაში იღებენ იგროკები?

  10. ლექსო ანთია says:

    მადლობა ალეგრის ამ ემოციისთვის,გუნდის ყოველთვის მჯეროდა

  11. Giampiero Boniperti araba says:

    სტატია კი მართლა შესანიშნავია. ადმინს მადლობა შრომისათვის :forza: :bugi: :chuk:

  12. დავით4444 says:

    პირველ რიგში შესანიშნავი სტატიაა და მადლობა ადმინს ამისათვის, კარგა ხანია ასე არ მისიამოვნია სტატიით . აი რაც შეეხება ალეგრის კი ტაკტიკაში შეუდარებელია , მაგრამ არანაირი რისკი არ უყვარს და სულ ცდილობს მინიმალური რისკის ხარჯზე გავიდეს ფონს რაც გამოსდის სერია ა -ში და ლიგაზეც ნომრალურ გუნდებთან , მაგრამ აქ ერთი რამეა რაც ღუპავს იუვესხოლმე : როდესაც ხვდება გრანდს ალეგრი ყოველთვის ირჩევს ფრთხილ ტაქტიკას რაც სულ სავალალო შედეგამდე მიდის , მხოლოდ მაშინ უტევს როდესაც დასაკარგი აღარაფერია თუნდაც რეალთან შარშან , სახში ითამაშა იმ ტაკტიკით რასაც ინტერს და ნაპოლის ეთამაშებახოლმე და ვინუჟდენი შეტევისთვის რომ უნდა მიემართა თამაში აშკარად მოიგო ბერნაბეუზე .. აი ესარის ალეგრის უდიდესი მინუსი რომ თავიდანვე არ უტევს ამიტომაც წააგო 2ფინალი და ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გრანდებთან , ასერომ ჯობია მარტო ასეთი შემტევი ფეხბურთი ათამაშოს 2მატჩიანი ტუელი იქნება თუ ფინალი , თუ წააგებს არავინ დაზრაავს მაინც ესაა და ეს მხოლოდ

  13. Giampiero Boniperti araba says:

    ზოგადად მაგის კარიერას რომ გადახედო ნელნელა პროგრესირებს. იუვემ სულ სხვა მწრთვნელად გახადა, მაგრამ მაგისი “სიფრთხილე” ფინალის წაგებად დაგვიჯდა, მაგრამ მინდა ობიექტური ვიყო შეფასებაში. 1 ფინალს არ ვაბრალებ მანდ თვითონ იუვენტუსი იყო მოუმზადებელი, უკვირდათ რომ ფინალში მოხვდნენ და მოედანზე მოსაგებად არ გამოსულან. აი ბაიერნთან და რეალთან მთელი პასუხისმგებლობა ალეგრის ეკისრება. თუ შეძლებს და ასეთ ფეხბურთს ათამაშებს კამანდას მაშინ დარჩეს და თუ მაინც გააგრძელა დეშილიოს თაყვანისცემა, მაშინ აზრი არა აქვს. ლიგაზე ასეთ გუნდებს მხოლოდ გუნდურობით თუ გავცდებით, იმიტომ რომ ნახევარდაცვის ხაზში მაინც გვაკლია ინდივიდუალური, პოგბასეულ-ისკოსეული გარღვევები, ჯანი რომ გასკდეს მაგდენს მაინც ვერ იზამს. ასე რომ წელს იქნებ რონალდოს დრაივმა აგვაწევინოს ლიგა და მერე ვიზამთ რამეს

    • დავით4444 says:

      სრულიად გეთანხმები , მაგრამ ყველა მწვრთნელს ყავს ერთი საყვარელი ლოხი იგროკისთემაა და ეგ არ მიკვირს :D ზიზუს ვასკესი (ვასკესის დედარო..) მოურინიოს რეალში არბელოა და ა.შ

      • Giampiero Boniperti araba says:

        დეშილი მთლად კაფუ არაა :chuvak: მაგრამ შეიძლება მაგის გამოყენება სერია ას დონეზე. ლიგაზე დეშილიო არის სახიფათო

  14. ანონიმური says:

    ადმინ შენ გაიხარე :juvee: :juvee: :juvee:

  15. OLD Juventus says:

    მართლაც მშვენიერი სტატიაა… :forza:

    ერთი აღსანიშნავია რომ ალეგრი ფლანგურ ჩაწოდებებსა და მეორე სართულზე გადადის, როცა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშია მოსაგები და არ ცდილობს კომბნაციური თამაშით მოწინააღმდეგის დაცვის დაშლას…

    ყოველთვის კი ეს შედეგს არ მოიტანს, შარშან რეალთან მანძუმ შეძლო, წელს რონალდომ ბაზარი არაა თან მეორე ბურთი საოცრად რთული გაიტანა, მაგრამ ფეხბურთი იმიტომ ქვია რომ ძირითად გუნდმა ბურთი უნდა გაათამაშოს საჯარიმოს წინ და გაარღვიოს დაცვა, მაგრამ სანამ შუა ხაზში ორი ასეთი ტიპის ნახვერცველი იქნება (მატუიდი და ხედირა) ეს არ მოხდება…

    მინიმუმ ერთი ბურთის დაჭერი ნახევარცველი ჭირდება გუნდს და მეორე ბენტაკური (იმედია მოუმატებს უახლოეს 1-2 წელში) ან ჯანი თუ განვითრდა ცოტა კიდევ ტექნიკურად მშვენიერი იქნება…

    :forza: :forza: :juvee: :juvee: :forza: :forza:

  16. ანონიმური says:

    დეტალურადაა აქ განხილული და დიდი მადლობა ნაღდად ამისთვის და აქედან დასკვნა რათქმაუნდა რონალდო და ბიჭები ერთიანობაში ბაზარი არაა მაგრამ ეს ყველაფერი არის ალეგრი უნაკლო არა ნაღდად მაგრამ იმენნა უძლიერესია არაფერი არ აკლია ამ კაცს ზედმიწევნით იცის მისი საქმე მაქსმა საღოლ რა გაშვება რის გაშვება პირიქით კონტრაქტის გახანგრძლივება და დიდი ხნით იუვეში წერტილი :up: :up: :up:

  17. ანონიმური says:

    :forza:

  18. Giampiero Boniperti araba says:

    ამას რომ ზიზუს ავტორიტეტი მისცა და კონტეს დუხი,უკვე 2 ლიგა გვექნებოდა მოგებული. ტაქტიკოსი კი მართლა ძლიერია ვაღიარებ

    • ანონიმური says:

      მაშინ 10 ლიგას მოიგებდა ზედიზედ :)

    • ანონიმური says:

      ძმა მერწმუნე რასაც ვუყურებ არც ავტორიტეტი აკლია გუნდში და არც დუხი მხოლოდ და მხოლოდ მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს უფრო სწორად ერთ ერთ ნაკლად ზედმეტად ფრთხილია მორჩა :roll: :roll:

      • Giampiero Boniperti araba says:

        ზოგადად მაგის კარიერას რომ გადახედო ნელნელა პროგრესირებს. იუვემ სულ სხვა მწრთვნელად გახადა, მაგრამ მაგისი “სიფრთხილე” ფინალის წაგებად დაგვიჯდა, მაგრამ მინდა ობიექტური ვიყო შეფასებაში. 1 ფინალს არ ვაბრალებ მანდ თვითონ იუვენტუსი იყო მოუმზადებელი, უკვირდათ რომ ფინალში მოხვდნენ და მოედანზე მოსაგებად არ გამოსულან. აი ბაიერნთან და რეალთან მთელი პასუხისმგებლობა ალეგრის ეკისრება. თუ შეძლებს და ასეთ ფეხბურთს ათამაშებს კამანდას მაშინ დარჩეს და თუ მაინც გააგრძელა დეშილიოს თაყვანისცემა, მაშინ აზრი არა აქვს. ლიგაზე ასეთ გუნდებს მხოლოდ გუნდურობით თუ გავცდებით, იმიტომ რომ ნახევარდაცვის ხაზში მაინც გვაკლია ინდივიდუალური, პოგბასეულ-ისკოსეული გარღვევები, ჯანი რომ გასკდეს მაგდენს მაინც ვერ იზამს. ასე რომ წელს იქნებ რონალდოს დრაივმა აგვაწევინოს ლიგა და მერე ვიზამთ რამეს :juvee:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »