ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი : “იუვენტუსი – ეს პრესტიჟია”

მილოშ კრასიჩი მილანის “ინტერის” წინააღმდეგ პრინციპული მატჩისთვის ემზადება და ხსნის, რატომ თქვა უარი ნერიაძურიში თამაშზე.სერბს შემოთავაზებები ჰქონდა რამდენიმე კლუბიდან, მაგრამ მან ტურინი აირჩია.

“დიახ, ინტერი ჩემით დაინტერესებული იყო.მსოფლიო ჩემპიონატზე დეიან სტანკოვიჩმა სან სიროზე თამაში მირჩია მასთან ერთად.იუვენტუსიდან კონკრეტული წინადადება მივიღე თუ არა, დიდხანს არ დავფიქრებულვარ.იუვენტუსი – ეს რაღაც საოცარი და უნიკალურია.როცა ტურინელთა დირექტორი ჩემთან მოვიდა, მაშინ მივხვდი, რომ ოცნება ამიხდა.არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ მაღალ მიზნებს მივაღწევდი.

კრასიჩმა უკვე შეაყვარა თავი ბიანკონერების ტიფოზებს და ჰეტ-ტრიკის შესრულებას ახლა უკვე “ინტერის” წინააღმდეგ შეეცდება : “მოუთმენლად ველი იტალიის დერბის დაწყებას.ეს უდიდესი გამოწვევაა, რაც კი იტალიურ ფეხბურთში თამაშისას შეიძლება შეგემთხვეს.ჩემს კარიერაში დღევანდელი თამაში შემიძლია უეფას თასის ფინალს შევადარო, მაშინ ჯერ კიდევ ცსკას რიგებში გამოვდიოდი.2005 წელს სწორედ მოსკოვურ გუნდთან ერთად მოვიგე ჩემი პირველი ევროტურნირი.

წყარო : Football – Italia.net


13 thoughts on “კრასიჩი : “იუვენტუსი – ეს პრესტიჟია”

  1. დღეს კვინტა უტანს ინტერს! მაგარ ფორმაში ჩადგა ჩვენი კვინტა 2 წლის უკანდელ იაკინტას მაგონებს რომელიც ტანკივით იყო მეტოქის საჯარიმოში და ნებისმიერ მცველთან ნებისმიერ ორთაბრძოლას იგებდა! ფორმას იბრუნებს და დღეს რო გაიტანოს თავის თავში დარწმუნდება და წაგვადგება გუნდს. კრასიჩმაც რო გაიტანოს ვაფშე აიკრეფს! ალექსა კიდე თუ ფორმაშია მაგას თვითრწმენა არასოდეს აკლდა და გასატანს ვეჩნად იტანს ჩვენი კაპიტანი

  2. ავტორიზაციაზე რამდენი ვიწვალე რას გვერჩოდი ადმინ? იმედია ინტერს მაიც მოვუგებთ და ამდაენი ტყუილა არ ვიწვალე:lol:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.