ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

წითელი ბარათი დელ პიეროსთვის

“უკეთესია წითელი ბარათი არასოდეს მიიღო, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება” – ასე იწყებს ალესანდრო დელ პიერო მის ოფიცილურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ამბავს.“ასეთი რამე მოედანზე არასდროს მომსვლია.ინგლისში ვიმყოფებოდით, სიტისთან მატჩი 1-1 დასრულდა, მოედანზე ნამდვილად პატივისცემისა და fair play – ს ატმოსფერო მეფობდა.ჩვენ საკუთარ ტიფოზებთან მივედით და გვერდით დგომისთვის მადლობა გადავუხადეთ, იგივე გააკეთეს ქალაქელებმა.”

“თანაგუნდელებთან ერთად ტუნელში შევედი და გეზი გასახდელისკენ ავიღე.სწორედ ამ დროს გამაჩერა მატჩის მთავარმა არბიტრმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ უკვე ჩამოვართვი ხელი და მადლობაც გადავუხადე კარგი მსაჯობისთვის.მან გამიღიმა და მითხრა : “გილოცავთ სამართლიანო ადამიანო, თქვენ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეთ და საოცრად შეასრულეთ საჯარიმო დარტყმა, გილოცავთ.ამ დროს მან ჯიბიდან წითელი ბარათი ამოიღო და მიჩვენა, თითქოს მოედნიდან გამაძევა და ბარათი მისაჩუქრა.გაკვირვებული დავრჩი, თუმცა მისი ჟესტი ძალიან მესიამოვნა.მადლობა თქვენ, ძალიან გთხოვთ ხელი მომიწერეთ.მსაჯმა ჩემი თხოვნა შეასრულა და ბარათზე დამიწერა : “უდიდეს ალექსს”

“გმადლობთ, მისტერ გონსალეს

წყარო : Corriere Dello Sport


9 thoughts on “წითელი ბარათი დელ პიეროსთვის

  1. დელპიერო არამარტო უდიდესი ფეხბურთელი არამედ უდიდესი პიროვნებაა… ამიტომაც არის რომ ყველა პატივს სცემს და აფასებენ..

  2. ფენომენოოოოო!!!! ჩვენი კაპიტანია ეს კაცი და ვამაყობ ამით! დელ პიერო არა მარტო გენიალური ფეხბურთელი დიდი ადამიანი და სამაგალითო სპორტსმენიც არის! ყველას უყვარს ალექსი!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.