“ინტერი” – “იუვენტუსი” ( სავარაუდო შემადგენლობები )
გთავაზობთ დღევანდელ მატჩში მონაწილე გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს…
“ინტერი”
იყო საშიშროება იმისა, რომ ბიანკონერების წინააღმდეგ მატჩი ჟულიო სეზარს გამოეტოვებინა მიღებული ტრავმის გამო, მაგრამ სელესაოს მეკარე მზად არის და მას დღეს პირველ თერთმეტეულში უნდა ველოდოთ.რაც შეეხება დაცვის ხაზს, მილანელები აქაც დანაკლისს განიცდიან.დამტვრეულნი არიან არგენტინელები, ვალტერ სამუელი და გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი.მარჯვნივ ითამაშებს მაიკონი, ცენტრში ლუსიო კორდობას წყვილი, მარცხნივ კი კრისტიან კივუ.ნახევარდაცვაში ესტებან კამბიასოს, დეიან სტანკოვიჩისა და უესლი სნეიდერის სამეულს უნდა ველოდოთ.იტალიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება წინა სეზონის მთავარი გმირი დიეგო ალბერტო მილიტო, მის ადგილს ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე სამუელ ეტო’ო დაიკავებს, ფლანგიდან კი კამერუნელს ახალგაზრდები, ფელიპე კოუტინიო და ჯონათან ბიაბიანი დაეხმარებიან.
“იუვენტუსი”
მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ დასვენებული მარკო სტორარი ძირითად შემადგენლობას სავარაუდოდ დღეს დაუბრუნდება, მის წინ კი ტრადიციულად 4 მცველი ითამაშებს.ლეანრდო რინაუდოს ტრავმის გათვალისწინებით, მარჯვენა ფლანგზე ზდენეკ გრიგერა ან მარკო მოტა ითამაშებენ, ცენტრში ლეონარდო ბონუჩი ჯორჯო კიელინის დუეტი, მარცხნივ სავარაუდოდ პაოლო დე ჩელიე.4 ნახევარმცველიდან ორი იტალიელი, სიმონე პეპე მარცხნივ, კლაუდიო მარკიზიო ცენტრში, ალბათ ფელიპე მელოსთან ერთად, მარჯვნივ კი ტურინელთა მთავარი დამრტყმელი ძალა მილოშ კრასიჩი, მის შეჩერებას რუმინელი კივუ შეეცდება.
ბიანკონერებში ყველაზე ამოუცნობი პოზიცია წინახაზია.უეჭველი პირველ თერთმეტეულს უმიზნებენ ვინჩენცო იაკინტას, რომელმაც ბრიტანელების წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა და გოლიც გაიტანა.მის მეწყვილეობაში უპირველეს კანდიდატად ალესანდრო დელ პიერო სახელდება, თუმცა განიხილება ფაბიო კუალიარელასა და კარვალიო ამაურის კანდიდატურებიც.ძირითადში მოთამაშე ორი ფორვარდის ვინაობა სავარაუდოდ მატჩის დაწყებიდან ბოლო წუთებში გადაწყდება.
“ინტერი” ( 4-3-3 ) – ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, კორდობა, კივუ, კამბიასო, სტანკოვიჩი, სნეიდერი, კოუტინიო, ეტო’ო, მილიტო
სათადარიგოთა სკამზე : კასტელაცი, ორლანდონი, მატერაცი, სანტონი, მუნტარი, მარიგა, ბიაბიანი, მანსინი
“იუვენტუსი” ( 4-4-2 ) – სტორარი, მოტა, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე, მელო, მარკიზიო, კრასიჩი, პეპე, დელ პიერო, იაკინტა
სათადარიგოთა სკამზე : მანინგერი, გრიგერა, ლეგროტალიე, სისოკო, აკუილანი, კუალიარელა, ამაური
კარგი გუნდი გვყავს
მილიტო ? ეგ დამტვრეული არაა?
lanzafame sad daikarga?arada magari bichia
ჩვენი კაპიტანი ბრწყინვალე ფორმაშია და ძირითადში უნდა იყოს!!!! ასეთ პრინციპულ თამაშში დელ პიეროს კოლოსალური გამოცდილება დიდად წაგვადგება
zura
ვერდერთან ტრავმა მიიღო მაგრამ განაცხადში არის, ჯერ არავინ იცის იქნება თუ არა
კვალიარელა მინდა ძირიტადში
ალექსა მინდა გაიტანოს ტავის სტილში რა . აი შტურმს რო ჭედა ისეთი :-P
dges 1-2 igebs juve …. neta aleqsa ziritadshi iqneba…ragac zalian momenatra del pieros shedevri goli iqneb inters mainc gautanos
ლუსიო არ ეყოლებათ დღეს ტრამვა აქვს კვდება. და მეორე კიდე უკეთესი იქნება აკუილანის დაყენება მარკიზიოს მაგივრად
სწორედ ამ შემადგენლობას ველოდი :shock: