ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრეზეგე : “იუვენტუსს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია”


გასული10 წლის განმავლობაში ეს პირველი იტალიის დერბი იქნება შეუცვლელი ფიგურის, დევიდ ტრეზეგეს გარეშე.Corriere dello Sport – თან ინტერვიუში ფრანგმა ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატის ყველაზე პრინციპულ მატჩზე ისაუბრა.

“მილანში გამარჯვება 3 წლის წინ ? – ეს საოცარი მატჩი იყო.მიუხედავათ იმისა რომ სკუდეტოს ბრძოლაში ჩაბმულები არ ვიყავით, მოგება გვსურდა.შეიძლება თუ არა განმეორდეს ? – რასაკვირველია, თუ ბიანკონერები საკუთარ თამაშს იპოვიან, ისინი გაიმარჯვებენ.იუვენტუსი ახლად ჩამოყალიბებული გუნდია, მათ დრო სჭირდებათ რომ ახალი თამაში იპოვონ.რისკი აუცილებელია, ბებერი ქალბატონი ძლიერი და გამოცდილი გუნდია.ინტერს, რომელიც ბოლო წლებია სკუდეტოს იგებს, ძალიან გაუჭირდება.”

“მეწყინა თუ არა იუვედან წასვლა ? – კლუბმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა და ჩემი წასვლა მოსალოდნელი იყო.ისტორიას აქვს დასაწყისიც და დასასრული, ჩემს მაგალითზე ციკლი უკვე დასრულდა.ჩემს გადაწყვეტილებას სამართლიანად მივიჩნევ, მე ახალგაზრდებს დავუთმე ადგილი.ტურინში გავატარე ჩემი კარიერის ფანტასტიური წლები და გავიცანი შესანიშნავი ხალხი.ერთ – ერთი მათგანი ანდრეა ანიელია.მას დიდ პატივს ვცემ.მას დრო უნდა მივცეთ.”

“ჰერკულესი ? – აქ თავს კარგად ვგრძნობ.მე ვთამაშობ სხვანაირ, უფრო ტექნიკურ ჩემპიონატში.სამუშოა ძალიან ბევრია.კიდევ მინდა ვითამაშო და გავიტანო.იმედი მაქვს მადრიდში, ხეტაფეს წინააღმდეგ კარგ თამაშს ვაჩვენებ.”

წყარო : Tuttojuve

15 thoughts on “ტრეზეგე : “იუვენტუსს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია”

    1. და ჩვენ როგორ გვინდა დღეს საღამოს ამისი სანსიროზე ყოფნა??…. ეეეეეხ მაროტა ეს იმხელა “ჭამე” ვერ მინელებ კარგა ხანი :evil:

  1. მერე გვიან წასულიყო , რატომ რა ცუდ ფორმაშია და გოლებს ვერ იტანს ? ჰერკულესის თამაშებს რომ ვუყურებ კიდევ უფრო მწყდება გული. ზუსტად ესეთი ცივსისხლიანი ფორვარდი გვჭირდებოდა, ფლანგიდან კრასიჩის ყოველ ჩაწოდებას რომ გოლად აქცევდა. ერთი სეზონი კიდევ უნდა დაეტოვებინათ თუ არავინ მოყავდათ სხვა :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.