ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი : “ახლა აქ ვარ და ბავშვობის ოცნებებს რეალობად ვაქცევ”

ბავშვობაში იგი უფრო მოცეკვავეს ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელს.მისი პირველი საფეხბურთო გამოწვევა “ცვერნა ზვეზდა” იყო, რომელშიც მილოში დაბრაკეს და არ მიიღეს.ამის შემდეგ იგი გაიზარდა რუსეთში, 6 წელი გაატარა მოსკოვის “ცსკაში” და აწ უკვე გასულ ზაფხულს ტურინის გზად დაადგა…

– მილოშ კრასიჩ, როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ თქვენი პირველი თვე იტალიაში ?

“შესანიშნავად.სიყვარულით შემხვდნენ კლუბში, ქალაქში.თითქმის ვიშოვე სახლი, 1 კვირის შემდეგ სწორედ იქ ვაპირებ ახალი ცხოვრების დაწყებას.”

– ალბათ ძალიან გენატრებათ ბავშვი, რომელიც სულ რაღაც 2 კვირის წინ დაიბადა…

“დიახ, მის ნახვას მოუთმენლად ველი.სერბეთში სულ რამოდენიმე დღეში, სანაკრებო გამოძახებების დროს მოვხვდები და ოჯახს ვინახულებ.შეუსრულდება თუ არა მილას რამოდენიმე თვე, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად ტურინში გადმოვა.”

– იუვენტუსის სანაცვლოდ თქვენ უარი თქვით მაღალ ხელფასზე…

“როცა კონკრეტული წინადადება მივიღე, უკვე ვიცოდი რა ისტორიის მქონე კლუბში შემეძლო მეთამაშა, წუთიც კი არ მიყოყმანია.”

– რა გითხრათ დეიან სტანკოვიჩმა, სერბეთის ნაკრების კაპიტანმა და თქვენმა მეგობარმა ?

“რომ გადავსულიყავი იტალიაში, მათ ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ და აქ პრობლემები არ შეგექმნება.”

– როცა არჩევანის წინ დადექით, მას სურდა თქვენ “ინტერში” მისულიყავით…

(იცინის) – “ვიცი რომ ისინი ჩემით დაინტერესებულ იყვნენ და დეიანიც მეუბნებოდა – წამოდი ჩვენთან.იუვენტუსისგან წინადადება მივიღე თუ არა, ამ გუნდში თამაში გადავწყვიტე.”

ბოლო დღეების აჟიოტაჟი.ინტერი – იუვე, იცით რას ნიშნავს ?

“უკვე ვიცი, რომ ეს დერბი უბრალო მატჩი არ არის, ეს სეზონის საუკეთესო შეხვედრაა.მიხარია მონაწილეობას რომ ვიღებ.”

– ასეთ მატჩებში ოდესმე გითამაშიათ ?

“ეს მატჩი ცსკას შემადგენლობაში ჩატარებულ უეფას თასის ფინალს შემიძლია შევადარო.”

– ისინი ფავორიტები არიან.რა შეგიძლიათ დაუპირისპიროთ მათ ?

“გუნდურობა.ჩვენ ერთ დიდ გუნდად ვყალიბდებით და ერთმანეთის ძალებში დარწმუნებულნი ვართ.”

– გული დაგწყვიტათ მანჩესტერში ნათამაშევმა ფრემ ?

“არა, ეს მატჩი ბევრ რამეში დაგვეხმარა.ასეთი დონის მატჩები საკუთარ თავში რწმენას აღრმავებენ.”

– ინტერიდან ვინმეს გამოჰყობდით ?

“სამუელ ეტო’ოს, ის საოცარ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.”

– რას ფიქრობთ იმაზე, როცა ნედვედს გადარებენ ?

“ვფიქრობ, რომ ჩვენში საერთო ჯერ მხოლოდ თმის ფერია.ნედვედის დონემდე ჯერ კიდევ შორს ვარ.ბევრი შრომაა საჭირო – ნედვედის მსგავს კარიერაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს.”

– გილაპარაკიათ მასთან ?

“არა, ბედნიერი ვიქნები თუ მისი გაცნობის საშუალება მომეცემა.”

– ის ტიფოზების იდეალი იყო – ახლა მათ თქვენ მიგიღეს…

“მიხარია რომ გულშემატკივრების გვერდით დგომას აქედანვე ვგრძნობ.მათ უნდა მივუძღვნათ ის ლამაზი მატჩები, რომლებსაც ჩავატარებთ.”

– თქვენ ჯეკსონს გიწოდებდნენ, რატომ ?

“ჯეკსონი როგორც მაიკლი.ეს ზედმეტსახელი 7-8 წლის ასაკში მივიღე, უფროსები ჩემი თამაშის სტილს მისი ცეკვის სტილს ადარებდნენ.”

– თქვენი კუმირი ?

“პრედრაგ მიატოვიჩი.ასევე მომწონდა დელ პიეროსა და ზიდანის თამაში.”

– ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდათ კარიერისა, “ცვერნა ზვეზდაში” არ მიგიღეს…

“დიახ, მაგრამ 19 წლის ასაკში ცსკაში გადასვლით დიდი ნაბიჯი გადავდგი.ახლა კი აქ ვარ და ბავშვობის ოცნებებს რეალობად ვაქცევ.”

– თქვენი სამშობლო, მიტროვიცა კოსოვოში…

“მის შესახებ ყოველთვის მემახსოვრება.თითოეულ ჩემს გოლს მას ვუძღვნი, ჩემს ხალხს, ჩემს მშობლებს, რომლებმაც იქ დარჩება გადაწყვიტეს.”

– ახლა, როცა გაიზარდეთ, რა მიზნები გაქვთ მომავალ სეზონში ?

“მოვიგო სკუდეტო და დავბრუნდე ჩემპიონთა ლიგაში.”

წყარო : La Stampa.it

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

45 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
levan beglarishvili
13 years ago

ამ კაცს მართლა ეტყობა რომ უნდოდა იუვენტუსში თამაში, მაგალითად ქუარიალერას სულ ცალ ფეზე ჰკიდია, მემგონი ჯერ ვერც მიხვდა იუვენტუსშია თუ ისევ ნაპოლიში, ცოტა დარჩა ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ონებობენ იუვეში თამაშზე:( სამწუხაროდ ეს მწარე რეალობაა:( არადა იყო დრო როცა ოცნებობდნენ აქ მოხვედრაზე:( არა უშავს ის დრო აუცილებლად დაბრუნდება!

საბა შიოშვილი

ძაან ბევრის ოცნებაა იუვეში თამაში ; ) კაკამ გამოთქვა სურვილი იუვეში მინდაოო ადებაიორი გვეხვეწება , სუარესმაც თქვა ნეტა ტურინში მათამაშაო და კიდე სხვა გუნდები რაა : )

საბა შიოშვილი

ძაან ბევრის ოცნებაა იუვეში თამაში ; ) კაკამ გამოთქვა სურვილი იუვეში მინდაოო ადებაიორი გვეხვეწება , სუარესმაც თქვა ნეტა ტურინში მათამაშაო და კიდე სხვა ფეხბურთელები რაა : )

13 years ago

კაკამ სად წაიკითხე?

13 years ago

კაი გავედი თორე დამეძინა :mrgreen:

საბა შიოშვილი
Reply to 

ე მაგარია ტოო დავით ეს დააყენე მოუხდებააააა

13 years ago

აა ხო არაუშავს http://www.flash-screen.com/free-wallpaper/free,wallpapers,39429.html ეს საიტი გადაათვალიერე კარგი რაღაცეებია

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

არა ეს თუ კარგია ?

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ეს ?

13 years ago
Reply to  Dutch

თეთრი რო იყო ეგა

13 years ago

მაგრამ ზევითა სურათთან არ გადის

13 years ago

ეს კაია მემგონი

13 years ago

ეს პატარაა მაგრამ შეიძლება წავიდეს http://www.flagline.com/images/mls-b/juventus-banner.jpg :lol:

13 years ago
Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

თუ რამე კარგი ვარიანტი გაქვს მომეცი

ნედვედი რა კაცია :D

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

სხვადასხვას ვადარებ :D

13 years ago
Reply to  Dutch

ხო უბრალოდ კარგი იქნება მუქ ფერებში თუ იქნება .უფრო მოუხდება რა :smile:

13 years ago

ვაა ყოჩაღ კაია ახალი ბეგრაუნდი :smile:

13 years ago

ისე შიშის გრძონა არც მე მქონია :smile: რა ძაან მაგარი ყოფილა :mrgreen:

ninia-juve
13 years ago

თამაშს რო ვუყურებდი შიშის გრძნობა არ მქონია:) და რა ბედნიერი ვიყავიიიი:)

საბა შიოშვილი
Reply to  ninia-juve

შიში ისეთი მქონდა :D რო ოოო თამაშო რო იწყებოდა ვალერიანკას ვსვავდი :D

ninia-juve
13 years ago

და მერე? დაწყებამდე ჰო მაგრამ მერე უვე აღარ:)

საბა შიოშვილი
Reply to  ninia-juve

როგორ არაა ეტოო რო გარბოდა მე ვაჩერებდი ტელევიზორიდან :D

13 years ago
Reply to  ninia-juve

ნინია კონკურენტი გამოგიჩნდა მგონი :smile:

ninia-juve
13 years ago

გუშინ ყველა,მთელი გუნდი შემართებით თამაშობდა მაგრამ სტორარიმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა:) ყოჩაღ:)

საბა შიოშვილი
Reply to  ninia-juve

ხო ძაან მაგრა იდგა მაგას ნაკრებშიც გამოიძახებენ !

ana kveladze
13 years ago

ისე კრასიჩი მაგარი კაცია და მჯერა რომ ისე ითამაშებს რომ მასაც ვუწოდებთ 5-6 წელიწადში იუვეს ლეგენდას:smile:

ana kveladze
13 years ago
Reply to  Gio Darja

მე თუ მეკითხები კი სახელსაც ეტყობა

საბა შიოშვილი
Reply to  ana kveladze

ვა თუ გოგოა მეორე გოგო იქნება ჩვენ საიტზე :D

საბა შიოშვილი

ძაან მაგარი ტრანსფერი განახორციელა მაროტამ საღოლ მაგარი კაცია :*

Neymar
13 years ago

მაგრად მევასება კაი ბიჭია :* ღმერთმა ქნას ნედვედზე მაგარი აღმოჩნდეს ჩვენც ეგ არ გვინდა :*:*:*:*:*:*

saba tsertsvadze
13 years ago

ფორცა მილოოშ!!

Vaxooo
13 years ago

უყვარს იუვე და რა ქნას კაცმა :smile:

gio gio
13 years ago

რა შეჭამეს ეს კაცი რა გაუხუდეს საქმე, მართალია პაველა ჩვენი ლეგენდაა მაგრამ ნუ გავიწყდებათ მაგის გარეშე ლიგის ფინალი ვითამაშეთ და საკმაოდ მაგრადაც, მილოშას გარეშე კიდე დღევანდელმა იუვემ ფინალი კი არა უბრალო თამაში რომ მოიგოს გასაკვირი იქნება. ერთია კიდევ რატო მაინცდამაინც ნედვედის დონეზე უნდა ითამაშოს იქნებადა უფრო მაგრად გაქაჩოს რა არ შეიზლება? ნეტა ალექსას შემცვლელი გამოჩნდეს ვინმე და გაქაჩოს იუვეში სულ არ შევადარებ დელპოს ისე დავტკბიბი მისი თამაშით, ( ესე ალექსას შემცვლილი ოდესმე ტუ გამოჩნდება არ მგონია ეგ ნაღდად ერთადერთი და განუმეორებელია)

13 years ago
Reply to  gio gio

დელ პიეროზე რო თქი ერთადერთი და განუმეორებელიო გეთანხმები,მაგრამ მასე ვფიქრობ მე ნედვედზეც

ana kveladze
13 years ago
Reply to  gio gio

კრასიჩის შედარება ნედვედთან არის სისულელე ნედვედი სხვა ეპოქის ფეხბურთელია და კრასიჩი სხვის ნედვედის დროს ისეტი ხალხი თამაშობდა ფეხბურთს იუვენტუსშიც და მსოფლიოშიც რომ თითქმის შეუძლებელი იყო მაგალი დონის ფეხბურთელი ეწოდებინათ შენთვის და ეხლა დამისახელეთ აბა მაშინდელი ზიზუსნაირი ან ფიგუსი ან ტუნდაც ტრეზეგეს ნაირის სახელი, ფეხბურთში უკვე ერთი სეზონის ხალხია მაგალითად თუნდაც მილიტო. ასე რომ ნედვედის და კრასიჩის შედარება სისულელეა რადგან ნედვედი იყო მსოფლიო კლასის ფეღბურთელი რომელსაც მარტო იუვე კი არა მსოფლიო არ დაივიწყებს და კრასიჩს კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. jorg80 არ გეთანხმები ლიგის ფინალი ნედვედი რომ არ გვყავდა სწორედ იმიტომ წავაგეთ.

lexo doreuli
13 years ago

მაგარია კრასიჩი ! ფორცა იუვე!

13 years ago

აუ მაგარი იგროკი და მაგარი ადამიანია რა კრასიჩი :oops:

| Newsphere by AF themes.
45
0
Would love your thoughts, please comment.x