ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “საჭირო ქულა და პოზიტიური თამაში”

პირველი ურთულესი გასვლითი მატჩიდან ბიანკონერები თავაწეულნი გამოვიდნენ.მილანში “ბებერი ქალბატონის” ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ გუნდს, რომელმაც წინა სეზონში ყველა ტურნირზე გაიმარჯვა, ტურინელებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ.

ჩატარებული სამუშაოები შედეგს გვაჩვენებენ, ამავე აზრზე ჯუზეპე მაროტაც : “ჯერ მხოლოდ ახლად შექმნილი გუნდი ვართ.გვყავს 12 ახალი ფეხბურთელი და ახალი მწვრთნელი, ასეთ დროს დიდი მწვერვალების დაპყრობა ცოტათი რთულია.იუვენტუსი ეს იტალიური ფეხბურთის მაგალითია, ეს გუნდი ყოველთვის მოსაგებად იბრძვის, სწორედ ამ გეგმით ვმუშაობთ, ძალიან გვინდა ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.გუშინდელ მატჩში ვიბრძოლეთ უკანასკნელ წამამდე და მიღწეული შედეგით კმაყოფილნი ვართ.”

წყარო : Juventus.com

5 thoughts on “მაროტა : “საჭირო ქულა და პოზიტიური თამაში”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.