ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

4 ბიანკონერო იტალიის ნაკრებში გამოიძახეს

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ სკუადრა აძურას დაუბრუნდნენ მცველები, ჯანლუკა ძამბროტა და დომენიკო კრიშიტო, ასევე ფორვარდი მარკო ბორიელო.ჩეზარე პრანდელიმ ევრო 2012 შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის სტეფანო მაური.იტალიელები ორ მატჩს, ჩრდილო ირლანდიისა და სერბეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ გამართავენ.ამ მომენტისთვის C ჯგუფში ჩეზარე პრანდელის შეგირდები ლიდერობენ, მათ ორი ჩატარებული შეხვედრიდან ქულათა მაქსიმალური რაოდენობა აქვთ.პირველი მატჩი აძურამ ესტონეთში მოიგო 2-1, მეორე კი ფლორენციაში, ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამანადგურებელი ანგარიშით 5-0.პირველი მატჩი პარასკევს, 8 ოქტომბერს გაიმართება ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ, მეორე კი გენუაში, სამშაბათს, 12 ოქტომბერს.ხვალ ფეხბურთელები კოჩერვანოში შეიკრიბებიან და პირველ ვარჯიშს გამართავენ.დაგეგმილია კიდევ ორი ტრეინინგი, რომლის შემდეგაც იტალიელები ბელფასტში გაემგზავრებიან.ეროვნულ ნაკრებში “იუვენტუსს” 4 ბიანკონერო წარადგენს.ესენი არიან ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, სიმონე პეპე და კლაუდიო მარკიზიო.ვინჩენცო იაკინტა და ფაბიო კუალიარელა ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩნენ.სრულიადში გთავაზობთ სრულ სიას…

მეკარეები : ვივიანო (“ბოლონია”) , სირიგუ (“პალერმო”), მირანტე (“პარმა”)

მცველები : კიელინი (“იუვენტუსი”), ბონუჩი (“იუვენტუსი”), კასანი (“პალერმო ), კრიშიტო (“ჯენოა”), ძამბროტა (“მილანი”), გასტალდელო (“სამპდორია”), ბოვო (“პალერმო”), ანტონელი (“პარმა”)

ნახევარმცველები : მარკიზიო (“იუვენტუსი”),  პეპე (“იუვენტუსი”),  პირლო (“მილანი”), დე როსი (“რომა”), პალომბო (“სამპდორია”), ლაცარი (“კალიარი”), მაური (“ლაციო”)

ფორვარდები : პაცინი (“სამპდორია”), კასანო (“სამპდორია”), ჯილარდინო (“ფიორენტინა”), როსი (“ვილიარეალი”), ბორიელო (“რომა”)

წყარო : Tuttosport

10 thoughts on “4 ბიანკონერო იტალიის ნაკრებში გამოიძახეს

    1. ხოო რა დებბეილი მეკარეები არიან ესენი. სტორარია ერტადერთი ვისიაც ცოტათი მაინც შეუძლია ჯიჯის შეცვლა

      1. აბა სირიგუს ადგილი არ არი იტალიაში ტოო მეკარე უნდა გამოიძაღოს გამოცდილი სტორარი გვყავს ერთი ნუ ჯიჯი თქვენც იცით მარა სტორარი რო დააყენოს კაი იქნება რაააა არანაირი მირანტე და ასე შემდეგ !

  1. დააბრუნოს მერე ვინაა წინააღმდეგი მრამ ევროპაზე რო ვეღარ გაქაჩავს, რათ უნდა ახლა მაგას ფარერებთან და ჩრდილოეთ ირლიანდიასთან თამაში :mrgreen:

    1. დაა ბრუნოს მერე ვინაა წინააღმდეგი :D მრამ ევროპაზე რო ვეღარ გაქაჩავს, რათ უნდა ახლა მაგას ფარერებთან და ჩრდილოეთ ირლიანდიასთან თამაში :mrgreen:

  2. იმედია მომავალ თამაშებზე ამ სიას კუალიარელა, აკუილანი, ამაური ან იაკინტა შეუერთდებიან :oops:

    ნუ ჯიჯი თავისთავად იქნება ამ წლის მერე :!:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.