ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

1897 წელს ტურინის ლიცეუმის “დე აზელიოს” რამდენიმე ფეხბურთზე შეყვარებულმა სტუდენტმა,დროის მოკვლისა და გართობის მიზნით,თავიანთი გუნდის შექმნა გადაწყვიტა. ახალაგაზრდებმა საწადელი 1897 წლის 1 ნოემბერს აისრულეს.ისინი დე უმბერტოს ქუჩაზე შეიკრიბნენ და ოფიციალურად დაარსეს საფეხბურთო კლუბი ტურინის “იუვენტუსი”.
კლუბის სახელი მისი დამაარსებლების ასაკიდან მომდინარეობს-ლათინურად იუვენტუსი ახალგაზრდობას ნიშნავს.საინტერესოა,რომ ტურინელებს აბსოლუტურად საპირისპი=რო მნიშვნელობის მქონე მეტსახელი,სწორედ აქედან გამომდინარე აქვთ. საქმე ის არის,რომ შემდგომში სტაბილურად მოთამაშე და არაერთი ტიტულის მომგებ “იუვენტუსს” რამდენიმე პიროვნებამ ხუმრობით უწოდა არა ახალგაზრდა გუნდი,არამედ უკ-ვე დაბერებული ქლაბატონი ანუ “ბებერი ქალბატონი” და…
“იუვენტუსის” პირველი პრეზიდენტი ეუჟენიო კანფარი იყო,ხოლო კლუბი “არმის” მოედანზე მდებარე სტადიონზე ბურთაობდა.”იუვეს” თავდაპირველი ფორმა კი ვარდისფერი გახ-ლდათ(ამ ფორმით კლუბი 2003-04 წლების სეზონიდან გასვლით მატჩებს ატარებს),მაგრამ იგი მალევე,სხვათა შორის შემთხვევითობის გამო შავ-თერთრ მაისურაზე შეიცვალა. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც არსებობს.მის თანახმად 1903 წელს ტურინელებმა გახუნებული და დასვრილი ფორმების გამოცვლა გადაწყვიტეს და რამდენიმე მაისურა ინგლი-სის ქალაქ ნოტინგემში ნიმუშად გაგზავნეს.იქაურმა კლერკმა ჭუჭყიანი და გაცრეცი=ლი მაისურები კარგად ვერ გაარჩია და ისინი შავ-თეთრ კომბინეზონს მიამსგავსა. კლერკმა გადაწყვიტა,რომ “იუვენტუსის” ფორმები ნოტინგემის “ნოთს ქაუნთის” იდენტური იყო და იტალიაში შავ-თეთრი მაისურები გაგზავნა,რამაც რა თქმა უნდა ძალიან გააკ-ვირვა ტურინელები,მაგრამ მათ სხვა გზა აღარ რჩებოდათ და იძულებულნი იყვნენ ბედს შეგ-უებოდნენ.ამ ისტორიის შემდეგ კი ეს,მართლაც ლეგენდარული კლუბი დღემდე შეცდომით გამოგზავნილი ფორმით თამაშობს.
1898 წელს “იუვეს” პრეზიდენტი უკვე ენრიკო კანფარი გახდა.კლუბმა პირველ წარმატებებს სწორედ მის ხელში მიაღწია.თავიდან “იუვენტუსს” ტურინში და ქალაქის ახლომახლო მასზე ადრე დაარსებულ,უფრო გამოცდილ გუნდებთან უწევდა ჭიდილი და მათ დამარცხებას ცდილობდა.ამ ამოცნას კლუბმა მალევე გაართვა თავი.1900 წელს კი “ბებერმა ქალბატონმა” იტალიის ჩემპიონატში პირველად,მაგრამ წარუმატებლად ითამაშა.

1901 წელს გუნდი დატოვა ენრიკო კანფარიმ,რომელიც შემდგომში პირველი მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა.საკმაოდ მოკლე პერიოდში “იუვემ” კიდევ ორი პრეზიდენტი გა-მოიცვალა.ხოლო 1905 წელს კლუბის მართვა ალფრედო დიკს მიანდეს. მართალია პოსტზე დიდ ხანს არც დიკი დარჩენილა(მხოლოდ ერთი წელი),მაგრამ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოიპოვა “იუვენტუსმა” პირველი და ნანატრი ტიტული.1905 წელს ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატი მოიგეს. მიუხედავად სწრაფი განვითრებისა “იუვენტუსი” მაინც საკმაო ხანს იყო სხვა გუნდების ჩრდილში.იმ პერიოდში იტალიურ ფეხბურთში ამინდს “ჯენოა”,”პრო ვერჩელი” და კიდევ რამდენიმე კლუბი ქმნიდა.ტურინელთა მდგომარეობას ისიც ართულებდა,რომ “კასალე” და “პრო ვერჩელი” განსაკუთრებულად მტრულად იყვნენ განწყობილნი “იუვეს” მიმართ. თუმცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.ამ მხრივ,მნიშვნელოვანი იყო 1919-20 წლების სეზონი,როდესაც კლუბი პრეზიდენტი ჩინებული პოეტი კორადინო კო-რადინი გახლდათ.სწორედ ამ უკანასკნელის მიერ შექმნილ ჰიმნს ასრულებდა “იუვენტუსი” 1960 წლამდე.


იმ დროინდელ “იუვენტუსში” თამაშობდნენ გამორჩეული ფეხბურთელებიც.მშვენიერი გოლკიპერი ჯაკონესა,ასევე მცველები-ბრუნო და ნოვო.ეს მოთამაშეები იყვნენ პირველები, რომლებიც “იუვედან” იტალიის ნაკრებში მიიწვიეს.
1923 წელს კლუბში მოვიდა პირველი სერიოზული მწვრთნელი-უნგრელი ჯენო კეროლი. სწორედ ამ უკანასკნელმა მოიყვანა “იუვენტუსში” ლეგენდარული გოლკიპერი ჯანპიერო კომბი.აგრეთვე,ჩინებული მოთამაშეები-მუნარეტი,როზეტა,გრაბი და ბიგატო.კეროლმა გუ-ნდში რამდენიმე საკმაოდ ძლიერ უცხოელსაც უხმო. იქიდან გამომდინარე,რომ კლუბი დღითი დღე იხვეჭდა პოპულარობას და უფრო მეტ გუ-ლშემატკივარს იძენდა,საჭირო გახდა შედარებით დიდ სტადიონზე გადასვლა.”იუვენტუსის” ხელმძღვანელებმაც არ დაახანეს და გუნდი მარსილიას ქუჩაზე მდებარე მოედანზე გადაიყ-ვანეს.
შემდეგ წელს კი კლუბის პრეზიდენტი ცნობილი იტალიური ფირმის “ფიატის” დამაარსე-ბლის შვილი ედუარდო ანიელი გახდა.სწორედ 1924 წლიდან დაიდო სათავე ანიელების ერამ “იუვენტუსის” ისტორიაში,რომელიც დღემდე გრძელდება და ალბათ კიდევ დიდ ხანს გასტა-ნს. 1925-26 წლების სეზონში “იუვენტუსი” მეორედ გახდა იტალიის ჩემპიონი,რასაც ოთხწ-ლიანი პაუზა და დიდი ეპოქის დაწყება მოჰყვა.
1930 წელს იტალიაში პროფესიონალური ლიგა სერია A შეიქმნა,რომლის დაარსებიდანაც დღემდე “იუვენტუსი”(ასევე სერია A-ს პირველი ჩემპიონი მილანის “ინტერი”)ქვედა დივიზიონში არ გავარდნილა.
30-იანი წლების დასაწყისში გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა.გამოცდილ კომბის,ორსი,მონტი,კალიგარისი,ჩეზარინი,ფერარი,ბერტოლინი,ბორელი და კიდევ რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაემატა.მათი უმეტესობა “იუვეში” კლუბის ახალმა მწვრთნელა კარლო კარკანომ მოიყვანა. აღსანიშნავია,რომ 1934 წლის მუნდიალზე იტალია ძირითადად “იუვენტუსის” ფეხბურთე-ლებით იყო დაკომპლექტებული.ხოლო 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე “სკუადრა აძურა-ში” ტურინელთა მხოლოდ ორი წარმომადგენელი გახლდათ.
1931/32/33/34/35 წლებში “იუვენტუსმა” ზედიზედ ხუთჯერ მოიგო სერია A.ამ ტრიუმფებს შორის კი,1933 წელს ტურინში მსოფლიოს ახალგაზრდულ თამაშებთან დაკავშირებით ახალი სტადიონი “სტადიო კომუნალე” ააგეს და “ბებრი ქალბატონიც” მასზე გადაბარგდა და “წითელ ვარსკვლავზე” გადასვლამდე სწო- რედ იქ ბურთაობდა(“ტორინოსთან” ერთად).იმ პერიოდში მიიღო კლუბმა პირველი საერთაშორისო გამოცდილებაც.”იუვე” სხვა ქვეყნების კლუბებს არცთუ ისე წარუმატებლად შეეჭიდა.
ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოგების შემდეგ 1935 წლის 15 ივლისს ყველასათვის სამწუ-ხაროდ ედუარდო ანიელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.ამას იტალიის ჩემპიონატში თხუთმე-ტწლიანი პაუზა მოჰყვა.”იუვენტუსმა” იქამდე ვეღარ შეძლო სერია A-ს მოგება სანამ კლუბის სათავეში ანიელების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი არ მოვიდა. იქამდე კი ტურინელები იტალიის თასის მოგებით დაკმაყოფილდნენ.30-იანი წლების მიწურულს კლუბში ალფრედო ფონი და პიეტრო რავა გამოირჩეოდნენ.1938 წელს ისინი “სკუა-დრა აძურასთან” ერთად მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ.თუმცა მუნდიალამდე ცოტა ხნით ადრე,მათი ძალისხმევით “იუვენტუსმა” პირველად შეძლო ქვეყნის თასის მოპოვება.
1942 წელს “ბებერმა ქალბატონმა” ეს მიღწევა გაიმეორა.აქედან ხუთ წელიწადში კი კლუბის პრეზიდენტად ჯოვანი ანიელი დაინიშნა და როგორც უკვე აღვნიშნეთ მისი მმართ-ველობის პერიოდში “იუვენტუსმა” 15-წლიანი ნავსი გატეხა და კვლავ მოახერხა სკუდეტოს მოგება. მაშინდელი “იუვენტუსის” უდვაო ლიდერი ლეგენდარული ჯანპიერო ბონიპერტი გახლდათ.როგორც იცით ეს უკანასკნელი ჩატარებული მატჩებისა(444)და გატანილი გოლებს (177)მხრივ დღემდე კლუბის რეკორდსმენად რჩება.ასევე გამოირჩეოდა კარლო პაროლა და “იუვეს“ დანიელი ლეგიონერები-კარლ პრაესტი და ჯონ ჰენსენი.
1950 წელს,როგორც უკვე აღვნიშნეთ საკმაოდ გრძელი შესვენების შემდეგ “იუვენტუსი” კვლავ იტალიის ჩემპიონი ხდება.აღსანიშნავია,რომ იქამდე სერია A-ს ზედიზედ ხუთი გათამაშება ტურინის “ტორინოს” ჰქონდა მოგებული.
“იუვენტუსმა” თავისი მეცხრე სკუდეტო 1952 წელს მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუტოლ-და გენუის “ჯენოას”.
1954 წელს გუნდი დატოვა ჯოვანი ანიელიმ.ერთი წლის შემდეგ კი “იუვეს” პრეზიდენ-ტი ამ უკანასკნელის უმცროსი ძმა უმბერტო გახდა.ამას მოჰყვა კლუბის რიგებში ორი ბრწყი-ნვალე ფეხბურთელის-ომარ სივორისა და ჯონ ჩარლზის გამოჩენა. “ბებერმა ქალბატონმა” 1958 წელს მეათედ გაჩემპიონება მოახერხა და შეიძლება ითქვას უკვე ოფიციალურად იქცა იტალიის უძლიერეს კლუბად.ამის შემდეგ “იუვენტუსის” მაისუ-რებზე პირველი ვარსკვლავი გაჩნდა(როგორც იცით სერია A-ს ათჯერ მოგება ერთ ვარსკვ-ლავად ფასობს).
1959 წელს “იუვე” მესამედ დაეუფლა ქვეყნის თასს.შემდეგ წელს კი ტურინელებმა პირვე- ლი დუბლიც გაახერხეს(ანუ მოიგეს იტალიის თასიც და ჩემპიონატიც).
1961 წელს “იუვენტუსმა” მეთორმეტე სკუდეტო მოიპოვა.ხოლო შემდეგ წელს პრეზიდენ-ტის პოსტიდან გააცილა კიდევ ერთი ანიელი.
მორიგი ტიტული ტურინელებმა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოიპოვეს.1965 წელს “იუვე-ნტუსმა” მეხუთედ მოიგო იტალიის თასი და პირველ მეტ-ნაკლებად სერიოზულ წარმატებას მიაღწია ევროსარბიელზე.
“ბებერი ქალბატონი” უეფას(მაშინ ბაზრობათა)თასის ფინალში გავიდა.სპეციალისტები ფავორიტად სწორედ “იუვეს” მიიჩნევდნენ და მათ აზრს მნიშვნელოვნად ამყარებდა ისიც, რომ ფინალი ტურინში “სტადიო კომუნალეზე” გახლდათ.
თუმცა პროგნოზები არ გამართლდა.ფლორიან ალბერტის თამადობით,ბრწყინვალედ მოთა- მაშე “ფერენცვაროშმა” მინიმალური სხვაობით 1:0 მოუგო“ბებერ ქალბატონს”.შეიძლება ითქ- ვას,რომ სწორედ ამ მატჩში შეეყარათ ტურინელებს დღემდე “უკურნებელი სენი” ფინალებში ძალიან მძიმე და ხშირად წარუმატებელი თამაში(განსაკუთრებით მაშინ,როდესაც “იუვეს” ფავორიტად ასახელებენ).
1967 წელს “იუვენტუსმა” მორიგი სკუდეტო მოიპოვა.აქედან ოთხ წელიწადში კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მოხდა-გულშემატკივრების თხოვნით და რასაკვირ-ველია თავად კლუბის მმართველთა გადაწყვეტილებით “ბებერი ქალბატონის” სათავეში ჯან-პიერო ბონიპერტი მოვიდა.ამ უკანაკნელს “იუვესთვის” ისედაც მთელი კარიერა ჰქონდა მიძღ-ვნილი და კლუბის ისტორიაში უკვე ლეგენდად იყო შესული,მაგრამ პრეზიდენტის პოსტზე გატარებულმა ცხრამეტმა წელმა კლუბისადმი მისი ამაგი გააასმაგა. მაშინდელ “იუვეში” ბეტეგა(კლუბის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი),კაპელო,ჰალერი, კაუზიო,ფურინო და ანასტაზი უნდა გამოვარჩიოთ.შემდგომში მათ კაბრინი,შირეა,ჯენტილე,ტარდელი,როსი,ძოფი,პლატინი,ბონეკი,ლაუდროპი,რაში და კიდევ არაერთი ჩინებული ფეხბუ-რთელი დაემატა.იმ 15-წლიან “ოქროს ხანაში”,როდესაც “იუვენტუსმა” თავისი სიძლიერე იტა- ლიის ფარგლებს გარეთაც გამოაჩინა და მოიგო ყველა ტიტული,რომელიც ევროპული კლუბი- სთვის ხელმისაწვდომი იყო,გუნდს მხოლოდ სამი მწვრთნელი ჰყავდა.თუმცა არაოფიციალურად გარკვული დროის მანძილზე ამ პოსტს მშვენივრად ითავსებდა ჯანპიერო ბონიპერტიც. განსაკუთრებულად ჯოვანი ტრაპატონის მუშაობა უნდა აღვნიშნოთ,მაგრამ არაფრით არ შეიძლება გარჯა არ დავუფასოთ ჩესტმირ ვიჩპალეკსა და კარლო პაროლას.

1971 წელს “იუვენტუსი” მეორედ გავიდა უეფას თასის ფინალში,მაგრამ მისი მოგება ვე- რც მაშინ შეძლო.ამჯერად გადამწყვეტი,მეტოქის ანუ ინგლისური “ლიდსის” მოედანზე გა- ტანილი ნაკლები გოლი გამოდგა.ტურინში მატჩი 2:2 დამთავრდა,ხოლო “ელანდ როუდზე” გუნდებმა თითო ბურთით ნაკლები შეუგდეს ერთმანეთს,რამაც “ლიდსი” გააჩემპიონა.
1972 წელს “ბებერმა ქალბატონმა” მეთოთხმეტედ შეძლო გაჩემპიონება.შემდეგ წელს კი ტურინელებმა კიდევ ერთი სკუდეტოს მოგების გარდა პირველად გააღწიეს ჩემპიონთა თასის ფინალში,სადაც მათ კვლავ იმედგაცრუება ელოდათ.მორიგ გადაულახავ ზღუდედ ამსტერდა- მის “აიაქსი” მოგვევლინა.ჰოლანდიელებმა ჯონი რეპის მე-4 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს.
1975,1977 და 1978 წლებში “იუვე” კიდევ სამ სკუდეტოს იგებს.1979 წელს კი მეექვსედ ეუ- ფლება ქვეყნის თასს. გარდა ამისა,1977 წელს ტურინელები ბოლოს და ბოლოს ახერხებენ ევროსარბიელზე პირველი ტიტულის უეფას თასის მოპოვებას. “იუვე” ორმატჩიან დუელში მეტოქის მინდორზე გა- ტანილი გოლის წყალობით ამარცხებს ბილბაოს “ატლეტიკს”(1:0,1:2).
80-იანი წლები “იუვენტუსისთვის” გაცილებით უფრო წარმატებული გამოდგა.1981 და 1982 წლებში “ბებერი ქალბატონი” კვლავ იტალიის ჩემპიონი ხდება.ამის შემდეგ ტურინელთა მაისურებზე მეორე ვარსკვლავი ჩნდება.1983 წელს კლუბი ქვეყნის თასს,ხოლო 1984 და 1986 წლებში “იუვე” კიდევ ორჯერ იგებს სერია A-ს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ტურინელებმა წარმატებით იასპარეზეს ევროტურნირებზეც. 1983 წელს გუნდი მეორედ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში,მაგრამ გერმანულ “ჰამბურგს” ვერ აჯობა.”იუვე” კვლავ დებიუტში გაშვებული ერთადერთი გოლით დამარცხდა.
1984 წელს “იუვენტუსმა” თასების თასი მოიპოვა.ფინალში ტურინელებმა 2:1 მოუგეს “პორტუს”.ამის შემდეგ კი “ბებერმა ქალბატონმა” ბონეკის დუბლით “ლივერპული” დაამარ-ცხა და ევროპის სუპერთასსაც დაეპატრონა(ეს მატჩი 1985 წელს გაიმართა).
1985 წელს “იუვენტუსი” იმავე “ლივერპულს” უკვე ჩემპიონთა თასის ფინალში დაუპირისპირდა და მატჩის 56-ე წუთზე პლატინის ერთადერთი გოლით სანუკვარი გამარჯვებაც მოიპოვა.თუმცა ამ შეხვედრას წინ უსწრებდა ყველასათვის ცნობილ ტრაგედია.თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ინგლისელმა გულშემატკივრებმა მაინც ვერ მოთოკეს თავი და ხასია- თი გამოავლინეს.მათ მიერ პროვოცირებულ უწესრიგობას “ეიზელის” სტადიონის ერთ-ერთმა იარუსმა ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.

ამის შედეგად 39 გულშემატკივარი დაიღუპა,ხოლო 400-ზე მეტმა ქომაგმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მიუხედავად ამისა მატჩი მაინც ჩატარდა და როგორც უკვე აღინიშნა “ბებერი ქალბატო-ნის” გამარჯვებით დასრულდა.ამ წარატებას “იუვენტუსმა” საკონტინენტთაშორისო თასიც დაურთო.ტურინელებმა “არგენტინოს ხუნიორსს” თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიშით 4:2 სძლიეს(ძირითად დროში გუნდებმა 2:2 ითამაშეს).ამის შემდეგ “იუვე” იქცა პირველ კლუ- ბად ევროპაში,რომელმაც მოიგო ყველა დიდი საკლუბო ტიტული,რომლის მოპოვებაც შესაძლებელი გახლდათ იმ დროისთვის.
აღსანიშნავია,რომ 1987 წელს “იუვენტუსში” გატარებული ხუთი სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა მიშელ პლატინიმ,რაც აშკარად მცირე ჩავარდნით აისახა კლუბზე.


1990 წლის თებერვალში პოსტი დატოვა ჯანპიერო ბონიპერტიმ,რომელიც დღემდე კლუბის საპატიო პრეზიდენტია.მის ნაცვლად კი კლუბის სათავეში ვიტორიო კიუზანო მოვიდა და შეი- ძლება ითქვას ღირსეულად გააგრძელა მისი წინამორბედის საქმიანობა. იმავე წელს დინო ძოფის გაწვრთნილმა ტურინელებმა მერვედ მოიპოვეს იტალიის თასი,პრველად სუპერთასი და მეორედ უეფას თასი.რომლის ორმატჩიან ფინალშიც “იუვემ” უპრობ-ლემოდ სძლია ფლორენციის “ფიორენტინას” 3:1,0:0.
იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი,“იუვენტუსმა” სპეციალურად მუნდიალისთვის აგებულ “დელე ალპიზე” დაიდო ბინა.თუმცა შემდგომში ეს ლამის სანანებე-ლი გაუხდა.ყველაფერი იქამდეც კი მივიდა,რომ ერთი პირობა ალაპარაკდნენ-იქნებ ჯობდეს “ბებერი ქალბატონი” რომელიმე სხვა ქალაქში გადაბარგდესო.
საქმე ის არის,რომ როგორც შემდგომში გაირკვა “დელ ალპის” ტრიბუნები სტადიონიდან ზედმეტად მოშორებით არის და თან მოედანი ქალაქის ბოლოშია,სადაც მისვლა საკმაოდ ძნელია.ყველაფერს ბურუსიც ემატება,რომელიც ტურინის და განსაკუთრებით იმ უბნის,სადაც მოედანი მდებარეობს,ხშირი სტუმარია.ზედა იარუსებზე მსხდომი ქომაგები წესიერად ვერ ადევნე-ბენ თამაშს თვალყურს.ამიტომ მათი დიდი ნაწილი ძალიან ხშირად სახლში დარჩენას და მატ-ჩის ტელევიზორით ყურებას ამჯობინებს.ეს განსაკუთრებით ევროტურნირზე ხდება, როდესაც ტურინს ასე თუ ისე საშუალო დონის კლუბი სტუმრობს ხოლმე(ამის ერთ-ერთი მიზეზი გულ- შემატკივრების მიერ სერია A-სთვის უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭებაც გახლავთ).
ასეა თუ ისე “ბებერი ქლბატონი” საშინაო მატჩებში თითქმის ყოველთვის განიცდის გულ-შემატკივრების ნაკლებობას,რაც საკმაოდ ცუდი ჩვეულებაა.ამას კიდევ ერთი და ალბათ თქ- ვენთვის კარგად ცნობილი მიზეზი აქვს.სხვადასხვა გამოკითხვებში “იუვე” ხშირად მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ კლუბად სახელდება ხოლმე და თითქმის ყოველთვის სამეულს მაინც არ სცილდება.მართალია კლუბს მთელი იტალიის მასშტაბით გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს,ვიდრე ვთქვათ “მილანსა” და “ინტერს” ერთად,მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს უშუალოდ ტურინში “ტორინოს” უფრო ბევრი ადამიანი ქომაგობს. აღსანიშნავია,რომ ამჟამდ “იუვეს” ხელმძღვანელები ახალი სტადიონის აშენებაზე ფიქრო-ბენ და ამისთვის გარკვეული თანხებიც არის გამოყოფილი.იგეგმება “დელე ალპის” რეკონსტ-რუქციაც.
1991 წელს გუნდში კიდევ სამი სეზონით დაბრუნდა ჯოვანი ტრაპატონი,მაგრამ მისი “მეორედ მოსვლა” განსაკუთრებულად წარმატებული არ გამოდგა-მხოლოდ უეფას თასი.1993 წელს “იუვენტუსმა” ძალიან იოლად დაამარცხა დორტმუნდის “ბორუსია” 3:0,3:1 და მესამედ (ჯერჯერობით უკანასკნელად)მოიპოვა ეს ტიტული. იმ დროს გუნდში ბრწყინვალე ფეხბურთელების მორიგი ტალღა თამაშობდა.ანდრეას მოილერი,დინო ბაჯო,რობერტო ბაჯო,ჯანლუკა ვიალი,ანჯელო პერუცი,პაოლო დი კანიო,ფაბრიციო რავანელი,იურგენ კოლერი და ა.შ.

90-იანი წლების შუაწელს კლუბი სერიოზულად გადახალისდა.მის სათავეში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ახალი სახეები ბეტეგა,ჯირაუდო და მოჯი დანიშნეს.1994 წე- ლს გუნდში ახალი მწვრთნელი მარჩელო ლიპი მოვიდა და საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ “ოქროს ეპოქას”. გუნდში თანდათანობით ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნე.დელ პიერო,იუგოვიჩი,კონტე,ფერარა,პაულო სოუზა,დი ლივიო,დეშანი,ვიერი,ზიდანი,ბოკშიჩი,ტაკინარდი,დავიდსი,ძამბროტა,ინძაგი და ა.შ.

ლიპიმ პირველივე სეზონში მიაღწია წარმატებას.მისმა დამოძღვრილმა “იუვენტუსმა” 1995 წელს ცხრაწლიანი პაუზა შეწყვიტა და კიდევ ერთხელ,ოცდამესაედ მოიპოვა სკუდეტო.”იუვემ” მეცხრედ(და ჯერჯერობით უკანასკნელად)მოიგო ქვეყნის თასიც და ისტორიაში მეორედ შეძლო დუბლის შესრულება.იმავე წელს ტურინელებმა მესამედ წააგეს უეფას თასის ფინალი.ორმატჩიან დუელში “პარმამ” მინიმალური სხვაობით 1:0,1:1 იმარჯვა.
1996 წელს “იუვენტუსმა” ყველაზე მეტი ოთხი ტიტული მოიპოვა.იტალიის მასშტაბით ტურინელები ქვეყნის სუპერთასის(პირველად)მოგებით შემოიფარგლნენ სამაგიეროდ კლუბმა ტრიუმფალურად იასპარეზა ევროსარბიელზე.
“ბებერმა ქალბატონმა” რომში სტადიო ოლიმპიკოზე პენალტების სერიაში სძლია(ძირითა-დი დრო 1:1)ამსტერდამის “აიაქსს” და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.”იუვემ” ამას საკონტინენტთაშორისო თასიც მიაყოლა.ტურინელებმა “რივერ პლეიტს” დელ პიეროს მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მოუგეს. ბოლოს კი ევროპის სუპერთასისთვის ორმატჩიან ბრძოლაში “იუვენტუსმა” “პსჟ” გაანად-გურა.მართალია შეხვედრები 1997 წლის დასაწყისში გაიმართა,მაგრამ ეს ტიტული ტურინე-ლებს ოფიციალურად 1996 წელს მოგებულად ეთვლებათ.”პარკ დე პრენსზე” “ბებრმა ქალბა-ტონმა” დამამცირებელი ანგარიშით 1:6 დაამარცხა ფრანგები.შინ კი “იუვემ” შედარებით მოკრძალებულად 3:1 იმარჯვა.

1997 წელს ტურინელებმა ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგეს.1998 წელს “ბებერი ქალბატონი” კვლავ იტალიის ჩემპიონია.იმავე წლებში გუნდი გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალ- ში,ორივე მატჩში ითვლება ფავორიტად,მაგრამ ვერც ერთში ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას.პირველ შემთხვევაში “იუვენტუსი” დორტმუნდის “ბორუსიასთან” მარცხდება 1:3,ხო- ლო მეორეში მადრიდის “რეალთან” 0:1. 1999 წელს ალესანდრო დელ პიერო “უდინეზესთან” მატჩში მძიმე ტრავმას იღებს და დაახლოებით ერთი წლით შორდება ფეხბურთს,ხოლო მინდორზე დაბრუნებულს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ფორმის თუნდაც სანახევროდ აღსადგენად.ამან გამოაჩინა,რომ გუნდი ძირითადად ერთ მოთამაშეზე იყო აწყობილი და “იუვენტუსი” ორწლიან კრიზისში ჩავარდა.

მარჩელო ლიპიმ პოსტი იმავე 1999 წელს დატოვა.მის ნაცვლად კი გუნდში სამი სეზონით მოვიდა კარლო ანჩელოტი.მისი თავკაცობით 2000 და 2001 წლებში “იუვენტუსმა” ბოლო ტუ-რებში ძალიან მოულოდნელად და უაზროდ დაკარგა იტალიის ჩემპიონობა.გარდა ამისა ტუ-რინელები სამარცხვინოდ გამოდიოდნენ ჩემპიონთა ლიგაში,რამაც ანჩელოტის დათხოვნა გამოიწვია.
2001 წელს გუნდი კვლავ მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა და დაბრუნება 2002 წელს სკუდეტოსა და ქვეყნის სუპერთასის მოპოვებით აღნიშნა.შედეგიანი გამოდგა 2003 წელიც,”იუვენტუსმა” იგივე ტურნირები-იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.გარდა ამისა ტურინელებმა ჩინებულად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაში,მაგრამ ფინალი მათთვის კვლავ გადაულახავ ბარიერად იქცა.

ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ(3:1,1:2),კარლო ანჩელოტის დამოძღვრილ “მილანთან” მატჩში “იუვენტუსი” ისევ ფავორიტად ითვლებოდა,მაგრამ ფორტუნამ ჩემპიონობა მილანელებს არგუნა.რომლებმაც თანაბარი და უგოლო შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგეს.
იმ პერიოდის წარმატებები,კლუბის ძველ ლიდერებთან ერთად შედარებით ახალ სახეებს-ნედვედს,კამორანეზის,ბუფონს,ტურამს,ტრეზეგეს და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს უკავშირდება.

2003-04 წლების სეზონი “იუვენტუსმა” ნამდვილად ჩააგდო და ალბათ კლუბს მორიგი რთული პერიოდის გადატანა მოუწევს.ტურინელებს ქომაგების დამშვიდება იტალიის თასის მეათედ მოგებით შეეძლოთ,მაგრამ რომის “ლაციოსთან” ვერაფერი გააწყვეს 2:2,0:2.
ამ სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა მარჩელო ლიპიმ,მაგრამ მასთან არ შეიძლება რაიმე პრეტენზია არსებობდეს.ლიპის დამსახურება “იუვენტუსისადმი” ძალიან დიდია და იგი კლუბის ისტორიაში ჯოვანი ტრაპატონისან ერთად ტურინელთა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელის სახელით არის შესული.

2002-03 წლის სეზონი

2002 წლის მუნდიალზე კორეასა და იაპონიაში ტრაპატონის განკარგულებაში გამოძახებული 23 ფეხბურთელიდან, უჩვეულოდ ცოტა, მხოლოდ ოთხი „იუვენტუსის“ წევრი იყო იტალიის ეროვნულ ნაკრებში. ძირითადში შეუცვლელად მხოლოდ ბუფონი და ძამბროტა თამაშობდნენ. მარკ იულიანო ნესტას და კანავაროს დანაკლისის გამო დააყენა ტრაპმა მერვედფინალში, ხოლო რაც შეეხება დელ პიეროს, „იუვეს“ კაპიტანი, რომელიც უკვე იტალიის ნაკრებში 7 ნომრიანი მაისურით აპარეზობდა უმაღლეს საფეხბურთო ფორუმებზე, კვლავ ტოტისთან ერთროულად ვერ დაყენების პრობლემის გამო სათადაროგოზე იჯდა ჯგუფში. ბოლო შეხვედრაში დელ პიერო მექსიკასთან 0-1 ზე ტოტის ნაცვლად შევიდა მოედანზე, 7 წუთში ალესანდრომ თავით შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ნაკრებმა ტრადიციულად მძიმედ, მაგრამ მაინც დაძლია ჯგუფური ეტაპი. მერვედფინალში კორეასთან ტრაპატონიმ ძირითად შემადგენლობაში დაყენა ტოტიც და დელ პიეროც. სკანდალურ შეხვედრაში, სადაც მსაჯმა ბაირონ მორენომ აშკარა გოლი არ ჩაუთვალა აძურის, იუნ ხვან ანის დამატებით დროში 119-ე წუთზე გატანილი გოლით კორეამ იმარჯვა. ანი „პერუჯას“ ფეხბურთელი იყო. მას მეორე დღესვე აცნობა კლუბის ხელმძძღვანელობამ, რომ ადგილსამყოფელის გამოცვლაზე ეფიქრა. „არ ვაპირებ ხელფასი ვუხადო ფეხბურთელს, რომელმაც დაანგრია იტალიური ფეხბურთი” – განაცხადა პერუჯას პრეზიდენტმა ლუჩიანო გაუჩიმ და კორეელს კონტრაქტი გაუუქმა.

სატრანსფერო ბაზარზე „იუვენტუსს“ წინა წლის მსგავსი გრანდიოზული გარიგებები არ განუხორციელებია. „ვერონადან“ €4 მილიონად იტალო-არგენტინელი მაურო კამორანეზის სატრანსფერო უფლებების ნახევარი შეიძინა კლუბმა. დაცვას დაემატა სალვატორე ფრეზი და ემილიანო მორეტი, ნახევარდაცვაში ნაპრალების ამოსავსებად დავიდე ბაიოკო ჩაირიცხა და 31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე „პარმადან“ €30 მილიონად მარკო დი ვაიო გადმოვიდა. სუპერთასზე მოქმედმა ჩემპიონმა „იუვემ“, თასის მფლობელ „პარმას“ მოუგო ალჟირში 2-1. კლუბების სატელეტრანსლაციო საკითხებთან წამოჭრილი პრობლემების გამო სეზონი კალენდარული მეორე ტურით დაიწყო, 14 სექტემბერს. ლიპის გუნდმა კარგი სტარტი აიღო ორი გამარჯვებით, თუმცა მესამე ტურში საკუთარ კედლებში „პარმასთან“ დაკარგა ქულები საკმაოდ მძიმე შეხვედრაში, სადაც ასევე იყო გარკვეული საფუძვლიანი შენიშვნები ტენდენციურ მსაჯობასთან დაკავშირებით დელ პიეროს გოლზე. პირველი წრე მთლიანობაში დამაჯერებლად ჩაატარა გუნდმა. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა სატურნირო ცხრილში. ზაფხულში საგრძნობლად გაძლიერებულმა კარლო ანჩელოტის „მილანმა“ შთამბეჭდავი სტარტი აიღო, მძლავრად გამოიყურებოდა კუპერის „ინტერიც“, რომელმაც რონალდო „რეალში“ გაყიდა და მის ნაცვლად „პარმადან“ მოყვანილი კრესპო შეუწყვილა მრისხანე ვიერის თავდასხმაში. საკმაოდ ანგარიშასაწევ ძალას წარმოადგენდა რობერტო მანჩინის „ლაციო“. „ბიანკოჩელესტემ“ სეზონში პირველი საშინაო მარცხი აგემა „იუვენტუსს“ დეკემბერში, საშინელ ნისლში.

მეორე წრეში მდგომარეობა შეიცვალა. „მილანს“ სრიოზული პრობლემები ჰქონდა სან სიროზე სუსტი მეტოქეების წინააღმდეგ და მნიშნელოვან ქულებს კარგავდა გუნდი. ჩემპიონობის რეალურ კანდიდატებად „იუვენტუსი“ და „ინტერი“ დარჩნენ. ტრადიციულად საგრძნობლად მოუმატა ლიპის კრებულმა გაზაფხულზე. მწვრთნელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკვანძო გადაადგილება მოახდინა სეზონის მანძილზე. ამპლუით ნახევარმცველი ჯანლუკა ძამბროტა პრობლემურ, დაცვის მარცხენა ფრთაზე გადაიყვანა, ხოლო მის ადგილზე სრული ნდობა გამოუცხადა ახალწვეულ კამორანეზის, რომლის კონტრაქტის დარჩენილი ნახევარი სეზონის დასრულებამდე გამოისყიდა „ვერონასგან“ ხელმძღვანელობამ. გარდა ამისა ლიპიმ ნედვედს მიანიჭა სრული თავისუფლება თავდამსხმელების უკან, ამ გადაწყვეტილებამ აბსოლუტურად გაამართლა. ნედვედი გუნდის ჭეშმარიტ ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩეხი მალე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად იქცა და შეიძლება ითქვას, რომ სრულად შეავსო ზიდანის წასვლით დარჩენილი სიცარიელე. დაუვიწყარი იყო ნედვედის შორი მანძილიდან გატანილი გოლები, მათ შორის თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში. დერბიში „ტორინოსთან“, სანსიროზე „მილანთან“, დელე ალპიზე „ინტერთან“, ყოფილი გუნდის, „ლაციოს“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოსთან“, „მანჩესტერთან“, „ბარსელონასთან“ და ყველაზე დასამახსოვრებელი ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“. ბლანკოსის კარში გატანილი ბურთის შემდეგ რამდენიმე წუთში მან ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მიუხედავად ამისა „იუვეს“ ლიდერს ხელი არ შეშლია დეკემბერში ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის მოპოვებაში.

ფორმის პიკზე მარტში, „იუვენტუსი“ აშკარა ფავორიტად გამოიკვეთა სერია A-ში. 23-ე ტურში, 2 მარტს, დელე ალპიზე ლიპის გუნდმა მდევარ „ინტერნაციონალეს“ უმასპინძლა და სასტიკად დაამარცხა 3-0. დარჩენილ ტურებში მოპოვებული უპირატესობა არ გაუფლანგავს „ბებერ ქალბატონს“ და 10 მაისს, „პერუჯასთან“ 2-2 ნათამაშები თამაშის შემდეგ ოცდამეშვიდედ მოიპოვა სკუდეტო.

ჩემპიონთა ლიგაში რამდენიმე სეზონის ჩაგდების შემდეგ „იუვემ“ შეძლო შესაფერისი შედეგების ჩვენება, თუმცა სერიოზული ხარვეზებით. პირველ ჯგუფურ ეტაპზე „ნიუკასლთან“, კიევის „დინამოსთან“ და „ფეინოორდთან“ პირველი ადგილი მოიპოვა ლიპის კოლექტივმა. მომდევნო ჯგუფურ საფეხურზე საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოუწია თამაში ბიანკონერის „მანჩესტერთან“, უხერხულ მეტოქე „დეპორტივოსთან“ და სეზონის აღმოჩენა „ბაზელთან“ „იუვეს“ მარტო საკუთარი ძალისხმევა არ ეყო, იღბალიც დასჭირდა ჯგუფიდან გასასვლელად. კლუბს მდგომარეობა „მანჩესტერთან“ წაგებულმა ორმა თამაშმა გაურთულა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ტურინში 0-3 დამარცხება. გადამწყვეტი „დეპორტივოსთან“ ჩასატარებელი თამაში იყო. ურთულეს მატჩში ბოლო წუთზე იგორ ტუდორის გამარჯვების მომტანმა ბურთმა გაიყვანა „იუვენტუსი“ პლეიოფში. მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში კატალონიის „ბარსელონა“ გააგდო „იუვემ“ 1-1,2-1. ნახევარფინალში დაუვიწყარი თამაში აჩვენეს ნედვედმა, დელ პიერომ, ტრეზეგემ და ლიგის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს 1-2, 3-1. ხოლო ფინალში, ოლდ ტრაფორდზე „მილანის“ წინააღმდეგ, ნედვედის გარეშე დარჩენილმა „იუვემ“ პენალტების სერიით დათმო ლიგის ტიტული. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, სახიფათო მომენტების ნაკლებობით. ეს იყო ორი დიდი სპეციალისტის მარჩელო ლიპის და კარლო ანჩელოტის დაპირისპირება. „იუვენტუსმა“ ბოლო ორი სეზონის მანძილზე 27 ქულით მეტი აიღო სერია A-ში ვიდრე „მილანმა“, მაგრამ ფინალში „როსონერიმ“ იმარჯვა. გადამწყვეტი პენალტები ტრეზეგემ და მონტერომ ააცილეს. „მილანიდან“ წერტილი ანდრეი შევჩენკომ დასვა.

2003-04 წლის სეზონი

ზედიზედ ორჯერ მოგებული სკუდეტოს შემდეგ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება სწყუროდა. 2003 წლის ზაფხულში მეტად საინტერესო ტრანსფერები განხორციელა გუნდმა. იჯარით განათხოვრებული ფაბრიციო მიკოლი და ენცო მარესკა, რომლებმაც ბრწყინვალე სეზონები ჩაატარეს შესაბამისად „პერუჯასა“ და „პიაჩენცაში“, უკან იყვნენ მოწვეულნი. „ბრეშაში“ რობერტო ბაჯოს მხარდამხარ გაბრწყინებული უნივერსალური აფრიკელი ნახევარმცველი სტეფან აპია კლუბს €8 მილიონი დაუჯდა, ხოლო დაცვის გასაძლიერებლად €7.5 მილიონად ნიკოლა ლეგროტალიე დაიმატა „კიევოდან“.

სეზონი ლიპიმ ა.შ.შ-ში „მილანთან“ მოგებული სუპერთასით დაიწყო. ეს იყო „მილანთან“ პირველი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში. „ბიანკონერიმ“ „როსონერი“ პენალტების სერიაში დაჯაბნა. ჩემპიონატში, სტარტზე ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა „ბებერი ქალბატონი“. გაცილებით ადვილად ახერხებდა მეტოქის კარის დაშამათებას, გაცილებით შედეგიანი იყო თავდასხმა. ლიპი მესამე სეზონს ატარებდა დაბრუნების შემდეგ და ბევრის აზრით მისი მუშაობის მაძილზე უძლიერესი შემადგენლობის „იუვენტუსი“ ყავდა. დაცვას კარგად შეეწყო ლეგროტალიე, ახალწვეულს მონტეროს გვერდით აყენებდა ლიპი. კვლავინდებურად შეუდარებელი იყო პაველ ნედვედი. საკმაოდ კარგ შედეგიანობას აჩვენებდნენ შეტევის ლიდერები – ალესანდრო დელ პიერო და დავიდ ტრეზეგე. ძამბროტა მყარად დამკვიდრდა დაცვაში მარცხნივ, კამორანეზის რიგ თამაშებში მიკოლი ენაცვლებოდა შეტევის მარჯვენა ფრთაზე. მეორე ნახევრებში ლიპის მოედანზე მარესკა შეყავდა. ედგარ დავიდსის რთული ხასიათების გამო ნახევარდაცვა გადაახალისა მწვრთნელმა. ტაკინარდის აპია შეუწყვილდა, ხოლო ჰოლანდიელი ნელ ნელა მიეჩვია სათადარიგოზე ჯდომას. მოგვიანებით, იანვარში, დაძაბული ურთიერთობა დავიდსის „ბარსელონაში“ გაშვებით დარეგულირდა. საწყის ტურებში „იუვენტუსი“ მცირე უპირატესობით მაგრამ მაინც ლიდერობდა სერია A-ს. პრობლემები ნოემბრის ბოლოს დაიწყო, როდესაც ზედიზედ ორჯერ, „ინტერთან“ სახლში და „ლაციოსთან“ სტუმრად უშანსოდ წააგო გუნდმა. ლეგროტალიეს ძალიან ბევრი შეცდომა მოსდიოდა, გარდა ამისა მობერებული დაცვის ბირთვის ფონზე „იუვეს“ აშკარად აკლდა ექსტრა კლასის მცველი, განსაკუთრებით ცენტრში, ტიურამი ძირითადად მარჯვნივ თამაშობდა. ნახევარდაცვაში იგრძნობოდა კრეატივის ნაკლებობა. ბოლომდე ვერ გაამართლა იმედები აპიამ. დავიდსის უხასიათობამ გუნდი თავის წილი ზარალი მიაყენა. ახალგაზრდა მარესკას ბოლომდე ვერ ენდობოდა ლიპი. მითუმეტეს, რომ მის ადგილს მწვრთნელი ვერ პოულობდა, ამ ტალანტს „იუვე“ ჯეროვნად ვერ იყენებდა. არასტაბილური იყო კამორანეზი და მთლიანობაში გუნდს აშკარა ძირეული გაძლიერება სჭირდებოდა რიგ პოზიციებზე. განსაკუთრებით მრისხანე ფორვარდის საჭიროება იგრძნობოდა, დი ვაიო და სალაიეტა ვერ ბრწყინავდნენ.

კონკურენტმა „რომამ“ და „მილანმა“ ისარგებლეს ამ ექვს ქულიანი გეპით და უპირატესობა აღარ დათმეს ფაქტიურად სეზონის ბოლომდე. წინა წლის უმძიმესი კრიზისის შემდეგ კაპელომ „რომა“ მალე გამოიყვანა მძიმე მდგომარეობიდან. ბრაზილიელი მანსისნი და რუმინელი კრისტიან კივუს მოსვლით გუნდი საჩემპიონოდ დაირაზმა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ „მილანს“ სკუდეტოს მოგება სურდა. ანჩელოტიმ ბევრისთვის უცნობი ბრაზილიელი კაკა და მცველები კაფუ და პანკარო დაიმატა ზაფხულში. სეზონი ერთი ამოსუნთქვით გაირბინა „როსონერიმ“, ჩავარდნების გარეშე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ოლიმპიკოზე ლიდერი „რომას“ ბეჭებზე გაკვრა და მეორე წრეში იმავე „რომასთან“ სახლში ანდრეი შევჩენკოს დებიუტში გატანილი გოლით გაფორმებული ჩემპიონობა იყო, საგოლე პასი უკრაინელს „მილანის“ ახლად ჩამოყალიბებულმა ლიდერმა კაკამ გაუკეთა. „იუვენტუსმა“ კიდევ ორი ძალზედ მძიმე მარცხი იგემა კონკურენტებისაგან, 8 თებერვალს, მე-20 ტურში რომში „რომასთან“ 0-4 და 14 მარტს, 25-ე ტურში სახლში „მილანთან“ 1-3. „რომასთან“ განადგურება ლიპის „იუვენტუსში“ მუშაობის მანძილზე გუნდის ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული თამაში იყო. აშკარა იყო, რომ მწვრთნელის რესურსი იწურებოდა. ახალი იდეები იყო საჭირო. განსაკუთრებით თვალნათლივ გამოჩნდა გუნდის ძირეული ხარვეზები ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც „რეალ სოსიედადთან“, „ოლიმპიაკოსთან“ და „გალათასარაისთან“ ჯგუფის ადვილად მოგების შემდეგ, ფლეი ოფში უშანსოდ გამოეთიშა გუნდი ასპარეზობას ისევ და ისევ „დეპორტივოსთან“ 0-1, 0-1.

მთლიანობაში გუნდმა თითქმის იმდენივე ქულა აიღო რამდენიც ორი წლის წინ საჩემპიონო სეზონში, მაგრამ ამჯერად „იუვემ“ მესამე პოზიციაზე დაასრულა სეზონი, რაც დიდი იმედგაცრუება იყო რადგან წინა წელს ჩემპიონ გუნდს ხელმძღვანელობამ მეტად ძლიერი მოთამაშეები დაამატა და საბოლოო ჯამში კლუბმა 13 ქულით ნაკლები აიღო „მილანთან“ შედარებით. წარმოუდგენელი მაგრამ ჯიუტი ფაქტი იყო, მარჩელო ლიპიში აღარ ჩანდა ის რესურსი რაც გუნდს წინსვლას მოუტანდა. „სამპდორიასთან“ ვიარეჯოელი გენია უკანასკნელად გაუძღვა საკუთარი პუბლიკის წინ „ბებერ ქალბატონს“, მაყურებელს დაემშვიდობა და სკუადრა აძურას თავკაცის პოსტზე სანაკრებო ფეხბურთში მსოფლიოს დაჩოქების იდეებში ჩაიძირა.

2004 წლის 19 მაისს იტალია შეძრა სკანდალურმა და შოკის მომგვრელმა ინფორმაციამ. ბებერი ქალბატონი“ ფაბიო კაპელოს ჩააბარეს.

 

ამ პერიოდში გარდაიცვალა გუნდის საპატიო პრეზიდენტი – უმბერტო ანიელი. (27.05.2004).

ფაბიო კაპელო

2004-05 წლის სეზონი

2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიაში ჯოვანი ტრაპატონის „იუვენტუსის“ ხუთი ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული იტალიის ნაკრებში. კარში ბუფონის კანდიდატურა განხილვას არ ექვემდებარებოდა, ასევე ძირითადში იყო ჯანლუკა ძამბროტა, მაურო კამორანეზი ტრაპის გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ალესანდრო დელ პიეროს რაც შეეხება, მიუხედავად კონკურენციისა მას სამივე შეხვედრაში სასტარტო თერთმეტში ანდო ადგილი მთავარმა მწვრთნელმა ადგილი. სკუადრა აძურამ გამოსვლა კრახით დაასრულა, დანიასთან და შვედეთთან ნათამაშები ფრეების შემდეგ ბულგარეთის დამარცხება საკმარისი არ აღმოჩნდა ჯგუფიდან გასასვლელად, რამდენადაც სკანდინავიელებმა მეტად საეჭვო შეხვედრა შედეგიანი, მეგობრული ყაიმით 2-2 დაასრულეს და იტალია ჯგუფში ჩატოვეს.

ფაბიო კაპელოს მოსვლას ბუნებრივად მოჰყვებოდა რევოლუციური ცვლილებები. საჭირო იყო ახლი იდებით, ახალი სისხლით, ახალი შემართებით ჩაბმა ახალ გამოწვევებში. ევროპაში უკვე არაერთი ძალიან ძლიერი გუნდი იყო და „იუვენტუსს“ ახალ სტანდარტებზე ესაჭიროებოდა გასვლა ლიგაში ტრიუმფისათვის.

სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარიგებები განახორციელა ხელმძღვანელობამ. ჯონათან ძებინა თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა. კაპელოს გეგმებში საკვანძო მოთამაშე, ბრაზილიელი ემერსონი კლუბს €12 მილიონის და მატეო ბრიგის დათმობის ფასად დაუჯდა. იჯარით გაშვებული მანუელ ბლაზი უკან იქნა მოწვეული და 31 აგვისტოს, ბოლო დღეს „იუვენტუსმა“ ორი უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი განახორციელა, „ინტერიდან“ ფაბიო კანავარო გადმოიყვანა და „აიაქსიდან“ ახალგაზრდა შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი €19 მილიონად.

სერია A-ში, რომლის ფორმატიც შეიცვალა და მონაწილე კლუბების რაოდენობა 18 დან 20 გუნდამდე გაიზარდა, „იუვენტუსმა“ შთამბეჭდავი სტარტი აიღო. უპრობლემოდ შეეწყო გუნდს ახალწვეული იბრაჰიმოვიჩი. შვედმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი. ემერსონს და ძებინას ადპტაციისთვის არავითარი დრო არ დასჭირვებიათ, კაპელოს ხელწერა იგივე იყო და თავი სახლში იგრძნეს. განსაკუთრებით გაძლიერდა „იუვენტუსის“ დაცვის ცენტრი კანავაროს მოსვლით. კაპელომ ტიურამი ცენტრში შეწია და როგორც ერთ დროს „პარმაში“ იყო ტიურამისა და კანავაროს რკინაბეტონის ტანდემი აღადგინა ბუფონის წინ. პირველი წრე შედარებით იოლად და ერთი ამოსუნთქვით განვლო „ბებერმა სინიორამ“. მდევარი მხოლოდ ანჩელოტის „მილანი“ იყო. რობერტო მანჩინის „ინტერი“ სარეკორდო რაოდენობის ფრეებს თამაშობდა და საჩემპიონო ბრძოლაში თეორიულად იღბდა მხოლოდ მონაწილოებას, ხოლო სპალეტის „რომას“ პრობლემები ჰქონდა.

ახალი წლიდან „მილანმა“ შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა. თებრვალში რამდენიმე ტური კლუბებმა თანაბარი ქულათა რაოდენობით განვლეს ცხრილის სათავეში. მდგომარეობა უკიდურესდ დაიძაბა 20 აპრილს, 32-ე ტურში, როდესაც „იუვენტუსმა“ დელე ალპიზე დათმო დაპირისპირება „ინტერთან“. სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა სან სიროზე 8 მაისს გაიმართა. დავიდ ტრეზეგეს გოლით „იუვემ“ „მილანი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა დარჩენილ ტურებში უპირატესობა აღარ გაუშვია ხელიდან. ჩემპიონობა „იუვენტუსმა“ ოფიციალურად ტელე ეკრანებთან იზეიმა. „მილანს“ გადატანილი თამაში ჰქონდა „პალერმოსთან“ სანსიროზე. შეხვედრა 3-3 დასრულდა და „ბებერი ქალბატონი“ ოცდამერვედ გახდა იტალიის ჩემპიონი. მოგვიანებით 2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალის (კალჩიოპოლის) გამო ეს ტიტული „იუვეს“ ჩამოერთვა და საერთოდ გაუქმდა.

ჩემპიონთა ლიგაზე ამჯერადაც ვერ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს „იუვემ“. ჯგუფში მიუნჰენის „ბაიერნი” იქნა ორჯერ დამარცხებული. განსაკუთრებით სტუმრად გატანილი გოლი იყო დასამახსოვრებელი. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გერმანელთა ორ მცველს კუთხურის ალამთან თავგზა აუბნია ფინტებით, საჯარიმოში შეიჭრა და ალესანდრო დელ პიერო პირისპირ დატოვა ოლივერ კანთან. კაპიტანს ახლო მაძილიდან კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. „იუვენტუსმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში კლუბს კენჭისყრამ მადრიდის „რეალი“ არგუნა. პირველ შეხვედრაში ელგერას თავურით ესპანელებმა იმარჯვეს, ხოლო განმეორებით თამაშში, ტრეზეგემ შეძლო დაპიროსპირების ოვერტაიმში გადაყვანა. დამატებით დროში კი მადრიდელთა ლიგაზე გამოსვლას ესპანელთა მესაფლავემ, ურუგვაელმა მარსელო სალაიეტამ დაუსვა. მეოთხედფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ იუვე ფავორიტად ითვლებოდა. მერსისაიდლებს არასტაბილური სეზონი ჰქონდათ. ენფილდზე ჰიიპიას და ლუის გარსიას ჯადო გოლებით მიღებული შოკიდან „იუვე“ კანავარომ გამოიყვანა 1-2. განმეორებით თამაშში ჯერარდის გარეშე დარჩენილი „ლივერპული“ დაცვაზე ორიენტირებულად ათამაშა რაფა ბენიტესმა და „იუვემ“ ხეირიანი მომენტიც ვერ შექმნა 0-0. თუმცა ფაბიო კაპელოს გუნდს მეტი მართებდა. მორიგი სეზონი და მორიგი მიუღებელი შედეგი აჩვენა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე. დამდეგ ზაფხულს კლუბის პრიორიტეტები აშკარა ხდებოდა. საჭირო იყო ჩემპიონთა ლიგაში გამოცდილი ფეხბურთელის დამატება, სასურველი იყო იტალიის საზღვრებს გარედან, რომელიმე წამყვანი ჩემპიონატიდან.

2005-06 წლის სეზონი

2004-05 სკუდეტოს მოგების შემდეგ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგის მოგება დაისახა მიზნად. ზაფხულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა. £13 მილიონად ლონდონის „არსენალის“ ლიდერი პატრიკ ვიეირა გადმოიყვანა მოჯიმ. რამდენიმე წლის მანძილზე დასდევედნენ ფრანგს ევროპული გრანდები. ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენდა. საბოლოოდ ტრანსფერების დიდოსტატმა – ლუჩანო მოჯიმ კაპელოს სურვილი აასრულა და „იუვენტუსის“ ნახევარდაცვის ცენტრში ემერსონისა და ვიეირას ტანდემი შექმნა. ამას გარდა, „იუვენტუსმა“ „ლაციოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჯულიანო ჯანიკედა და „ბაიერნიდან“ რობერტ კოვაჩი დაიმატა. იჯარით განათხოვრებული ჯორჯო კიელინი უკან დააბრუნეს. გუნდი დატოვეს მარესკამ და აპიამ. პირველმა „სევილიას“ მიაშურა ხოლო აფრიკელი „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა. იანვარში ჩარიცხული „ჩელსიდან“ კოკაინის მოხმარებისათვის გაგდებული ადრიან მუტუ სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და მასზედაც დიდ იმედებს ამყარებდა მწვრთნელი.

სუპერთასის შეხვედრა „ინტერთან“ დელე ალპიზე გაიმართა. ძირითადი დრო 0-0 დასრულდა. დამატებით ექსტრა ტაიმში ხუან სებასტიან ვერონის გოლით სტუმრებმა გაიმარჯვეს. ბერლუსკონის თასზე, რომელიც „მილანის“ გამარჯვებით 2-1 დასრულდა, მძიმე ტრავმა მიიღო ბუფონმა და გუნდს რამდენიმე თვით გამოაკლდა. მის შემცვლელად კლუბმა იჯარით კრისტიან აბიატი გადმოიყვანა „მილანიდან“.

სერია A-ში სეზონის სტარტი ფანტასტიკური ჰქონდა „იუვეს“. გუნდმა ზედიზედ ცხრა შეხვდრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკუთარ კედლებში სუპერთასზე მარცხისათვის მილანის „ინტერთან“ რევანშის აღება 2-0. წარმატებული სერია 30 ოქტომბერს მე-10 ტურში „მილანთან“ დასრულდა, „როსონერიმ“ 3-1 შეძლო გამარჯვების მოპოვება და ჩემპიონატში ინტრიგა დააბრუნა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გარიკვა დროებით. „იუვენტუსმა“ წარმატებული სვლა განგრძო და პირველ წრეში მხოლოდ „ლაციოსთან“ სტუმრად დაკარგა ქულები, დანარჩენ შეხვედრაში ყველა მეტოქე დასცა ძირს კაპელოს მფრინავმა კრებულმა.

შესანიშნავად ჩაჯდა ნახევარდაცვის ცენტრში პატრიკ ვიეირა, მისი და ემერსონი ტანდემი, ფლანგებიდან ნედვედის და კამორანეზის მეშვეობით იყო გაძლიერებული, რუმინელ ადრიან მუტუსაც ხშირად მარცხენა ფრთაზე, ნედვედის ადგილას ათამაშებდა მწვრთნელი. შეტევაში უკონკურენტო იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც გაცილებით დამაჯერებელ სეზონს ატარენდა და გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა, მიუხედავად გატანილი არც ისე ბევრი გოლისა. ასევე კარგი სეზონი ჰქონდა დავიდ ტრეზეგესაც, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 23 გოლით. ჩემპიონატში ფრანგი მხოლოდ ლუკა ტონის ჩამორჩა.

მეორე წრეში „იუვენტუსმა“ თამაშს შედარებით უკლო, მაგრამ სოლიდური უპირატესობა და მდევრების არასათანადო კონკურირება სერია A-ში ინტრიგას ვერ აღვივებდა. კულმინაცია მარტში დადგა, როდესაც ზედიზედ ხუთი ტურის მანძილზე კაპელოს გუნდს მცირე ჩავარდნა ჰქონდა. „რომასთან“, „ტრევისზოსთან“, „ლაციოსთან“, „ფიორენტინასთან“ და „კალიარისთან“ გუნდმა ზედიზედ ხუთი ფრე ითამაშა. მილანელმა მდევრება სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს. ამის შემდეგ გარდამტეხი „სიენასთან“ გასვლითი თამაში იყო. „იუვენტუსმა“ ტოსკანელები 3-0 დაამარცხა და ბოლო ტურში „რეჯინას“ ძლევით ისტორიის მაძილზე ოცდამეცხრედ გახდა იტალიის ჩემპიონი. თუმცა 2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალის (კალჩიოპოლის) შემდეგ იტალიის საფეხბურთო ფედერაციამ რამდენიმე სასამართლო პროცესის და აპელაციის შედეგად ეს სკუდეტო მესამე ადგილოსან „ინტერს“ გადასცა, გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ „იუვენტუსს“ ჩამოერთვა 2004-05 წლის სეზონის ჩემპიონის ტიტული, რომელიც საერთოდ გაუქმდა, ხოლო „ბებერი ქალბატონი“ კი დაქვეითებულ იქნა სერია B-ში.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე ამჯერადაც „ბაიერნთან“ ერთად მოხვდა „ბებერი ქალბატონი“. მიუნჰენში აბიატის შეცდომა დაისლერის გოლად დაუჯდა გუნდს და შეხვედრა დათმო 1-2, თუმცა ჯგუფის გამარჯვებული კვლავ კაპელოს სამწყსო გამოვიდა. „ბაიერნი“ საკუთარ კედლებში ამავე ანგარიშით დაამარცხეს. ვენის „რაპიდი“ და ბელგიური „ბრიუგე“ კონკურენციას ვერ უწევდნენ იტალიურ და გერმანულს გრანდებს. აღსანიშნავი იყო ასევე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ზღაპრული ტრაექტროიის გოლი „რაპიდის“ კარში. მერვედფინალში კენჭისყრის შედეგად „იუვენტუსს“ მეტოქედ ბრემენის „ვერდერი“ ერგო. პირველ შეხვედრაში მატჩის მიწურულს სადავეების დაკარგვის გამო კაპელო დაისაჯა, „ვერდერმა“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით 3-2 იმარჯვა. განმეორებით შეხვედრაში„ იუვენტუსმა“ ცუდად ითამაშა და სტუმართა მეკარის ტიმ ვიზეს ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომის ხარჯზე გააღწია მომდევნო ეტაპზე, გამარჯვების გოლი ემერსონმა გაიტანა 2-1. მეოთხედფინალში „ბებერ ქალაბტონს“ პატრიკ ვიეირას ყოფილი გუნდი ლონდონის „არსენალი“ დაუპირისპირდა. ლონდონელები საუკეთესო პერიოდს ნამდვილად არ განიცდიდნენ, თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი დაწყებული ჰქონდა არსენ ვენგერს და ფავორიტად „იუვენტუსი“ ითვლებოდა, მითუმეტეს, რომ პირველი შეხვედრა ინგლისში ტარდებოდა. დისკვლიფიცირებული ნედვედის არ ყოფნაში „იუვენტუსმა“ უსუსტესი მატჩი ჩაატარა სეზონში და სესკ ფაბრეგასის და სხვა ახალგაზრდა „არსენალელების” გააზრებული თამაშის შედეგად 0-2 უშანსოდ დამარცხდნენ, ძალიან ცუდად ითამაშა პატრიკ ვიეირამ. მარცხით გაღიზიანებულმა სტუმრებმა ემოციები ვერ მოთოკეს და რამდენიმე მათგანმა უხეში თამაშისათვის მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო. განმეორებით შეხვედრაში „არსენალმა“ სოლიდური უპირატესობა შეინარჩუნა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. კაპელოს გუნდმა ამჯერადაც აბსოლუტურად ვერაფერი ვერ დაუპირისპირა მეტოქეს, რომელიც იმ დროისათვის „ჩელსის“ მიერ დაშტორმილ პრემიერლიგაში მეოთხე პოზიციაზე ვერ ახერხებდა აღზევებას.

მორიგი სეზონი, მორიგი წარუმეტებელი გამოსვლით აღინიშნა ჩემპიონთა ლიგაში. „იუვენტუსი“ წლიდან წლამდე თმობდა პოზიციებს ევროპაში და უკვე არაერთი კლუბის ჩრდილში იყო მოქცეული. კალჩოპოლის სკანდალის შედეგად სერია B-ში დაქვეითებამ გუნდს უდიდესი დარტყმა მიაყენა. „იუვენტუსში“ მოჯი-ბეტეგა-ჯირაუდოს ტრიადის მმართველობა დასრულდა. გუნდს ისტორიის მაძილზე უმძიმესი პერიოდი დაუდგა. ბებერმა ქალბატონმა პირველად დატოვა იტალიის უძლიერესთა რიგები.

გამარჯვება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში სკუადრა აძურას შემადგენლობაში მარჩელო ლიპის ხუთი „იუვენტუსელი“ ჰყავდა გამოძახებული. ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ჯანლუკა ძამბროტა, მაურო კამორანეზი და ალესანდრო დელ პიერო. სტაბილურად ძირითადში იყვნენ ბუფონი და კანავარო, როტაციაში ხვდებოდნენ ძამბროტა და კამორანეზი, ხოლო დელ პიერო მეორე ტაიმებში შემოდიოდა, ისიც ყველა თამაშში არა რადგან თავდასხმაში ლიპის არჩევანი ლუკა ტონისა და ალბერტო ჯილარდინოს სასარგებლოდ გაკეთდა და ხშირად ერთ ფორვადრიან ტაქტიკას ირჩევდა მწვრთნელი. მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ჯანლუკა ძამბროტამ მეოთხედფინალში უკრაინელთა წინააღმდეგ. ნახევარფინალში მასპინძელ გერმანიასთან ექსტრა ტაიმში 104-ე წუთზე ლიპიმ დელ პიერო შემოუშვა თამაშში. პინტურიკიომ მეორე გოლის გატანა შეძლო და იტალია ფინალში გავიდა. „იუვეს“ კაპიტანმა ფინალშიც შეძლო თერთმეტმეტრიანების სერიაში თავისი სიტყვის თქმა, მეორე ტაიმის მიწურულს შესულმა პენალტების სერიაში მეოთხე პენალტი გარდასახა გოლად. გროსოს გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანით იტალია ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მიუხედავად იტალიურ ფეხბურთში აგორებული სკანდალისა სკუადრა აძურამ ერთ მუშტად შეკვრა მოახერხა და გმირულად მოიპოვა მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების ტიტული, რაშიც უდიდესი დამსახურება „იუვენტუსის“ ყოფილ თავკაც მარჩელო ლიპის მიუძღვოდა.

კალჩიოპოლის შემდეგ

სკანდალის აგორებიდან რამდენიმე დღეში მოჯიმ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა თანამდებობდა დატოვეს. საპატიო პრეზიდენტის ფრანც გრანდე სტევენსის ნაცვლად „იუვენტუსის“ პრეზიდენტად 2006 წლის ზაფხულში ჯოვანი კობოლი ჯილი იქნა დანიშნული, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ჟან კლოდ ბლანი დაინიშნა. ფაბიო კაპელო არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და მადრიდის „რეალის“ შეთავაზება მიიღო. 10 ივლისს „იუვენტუსის“ მწვრთნელად ახლო წარსულში წამყვანი ნახევარმცველი, დიდიე დეშამი მოვიდა. ფრანგი პირველი არაიტალიელი მწვრთნელი იყო უკანასკნელი 33 წლის მანძილზე ბებერი ქალბატონის ისტორიაში, ვიცპალეკის შემდეგ.

სერია B ში დაქვეითებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შემადგენლობაზე. მთელმა რიგმა წამყვანმა ფეხბურთელებმა, მათ შორის პირველ რიგში ბოლო წლებში მოსულებმა არ ისურვეს კლუბში დარჩენა და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვეს. €24.8 მილიონად იბრაჰიმოვიჩი „ინტერმა“ იყიდა, ასევე „ინტერში“ გადავიდა პატრიკ ვიეირა €10 მილიონად. დაახლოებით €20 მილონი გადაიხადა მადრიდის „რეალმა“ ემერსონისა და კანავაროს სანაცვლოდ. თითქმის ამდენივე დაუჯდა„ ბარსელონას“ ტიურამის და ძამბროტას შეძენა. მიუხედავად ამისა კლუბში დარჩნენ ბუფონი, ტრეზეგე, კამორანეზი, ნედვედი, ბირინდელი, ძებინა, ლეგროტალიე და რა თქმა უნდა გუნდის ლიდერი და თილისმა ალესანდრო დელ პიერო. მათ შეუერთდნენ კრისტიან ძანეტი, ვალერი ბოჟინოვი, ჟან ალენ ბუმსონგი, რაფაელ პალადინო, მარკო მარკიონი.

თავდაპირველად გუდმა ჩამოჭრილი 30 ქულით დაიწყო სეზონი. მოგვიანებით აპელაციის შედეგად სასჯელის ნორმა ჯერ 17-მდე ხოლო საბოლოოდ 9 ქულამდე დავიდა. დეშამის გუნდს სერიოზული დაბრკოლებები არ ჰქონია სერია B-ში. დასანანი მარცხი განიცადა გუნდმა იტალიის თასზე „ნაპოლისთან“. თასის მოგება მომდევნო წელს „იუვენტუსს“ უეფას თასზე გამოსვლის საშუალებას მისცემდა, მაგრამ გუნდი სერია A-ს საშუალო გუნდების დონეზე გამოიყურებოდა და გაუჭირდა ბრძოლა. უკანასკნელ წლებში, შესაძლოა დეკადების მანძილზეც „იუვენტუსი“ ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა.

2006 წლის 15 დეკემბერს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე არსებულ გაყინულ ტბაზე ტრაგიკულად დაიხრჩვნენ „იუვენტუსის“ ახალგაზრდილი გუნდის წევრები 17 წლის ფეხბურთელები ალესიო ფერამოსკა და რიკარდო ნერი. კალენდარული შეხვედრა „ჩეზენასთან“ ამ ტრაგედიის გამო გადაიდო.

„ბებერმა ქალბატონმა“ სერია A-ს საგზური 19 მაისს „არეცოს“ 5-1 განადგურებით მოიპოვა, გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე. „იუვენტუსს“ როგორც მოსალოდნელი იყოს ჩამოჭრილი ქულების მიუხედავად არ გასჭირვებია სერია B-ს მოგება. ვეტერანების გვერდით ღირსეულად იბრძოდნენ ახალგზრდა იუვენტინოები მატეო პარო, სებასტიან ჯოვინკო, კლაუდიო მარკიზიო და რაფაელ პალადინო.

ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოულოდნელად კლუბმა ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი შეუწყვიტა მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს. მიზეზად დასახელდა მომავალი წლის სატრანსფერო პოლიტიკა. მის ნაცვლად დარჩენილ ტურებში „იუვენტუსს“ მოძღვრავდა ჯანკარლო კორადინი. 4 ივნისს „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დაასახელა. რანიერი მოვალეობის შესრულებას 2007 წლის 1 ივლისს შეუდგა.

კლაუდიო რანიერი

2007-08წლის სეზონი

2007 წლის ზაფხულში „იუვენტუსმა“ შეძლო რიგი საჭირო ტრანსფერების განხორციელება. თუმცა გასაგები მიზეზების გამო შემადგენლობა ისევ უკეთესის სურვილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბუნებრივია, რომ სერია B დან ახლად აღზევებული გუნდი მყისიერად ვერ დაბრუნდებოდა იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე და მითუმეტეს ევროპის მასშტაბებით ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდა, დრო იყო საჭირო იმისათვის რომ მძიმე შედების მომტანი სკანდალური პერიოდის შემდეგ ჭრილობები მოეშუშებინა გუნდს.

„აიაქსიდან“ იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩეხი ზდენეკ გრიგერა გადმოვიდა. ასევე უფასოდ ჩაირიცხა ბოსნიელი ჰასან სალიჰამიჯიჩი. €10 მილიონი დაუჯდა კლუბს „დეპორტივოს“ პორტუგალიელი მცველი ჟორჟე ანდრადე. €9 მილიონად არგენტინელი სერხიო ბერნარდო ალმირონი შეიძინა გუნდმა. „ლიონის“ უნივერსალური ცენტრალური ნახევარმცველის ტიაგოს გადაბირება €13 მილიონი დაჯდა, ხოლო იტალიის ნაკრების ფორვარდის ვინჩენცო იაკინტას სანაცვლოდ „უდინეზემ“ €11 მილიონი მიიღო. გუნდი დატოვეს რობერტ კოვაჩმა, იგორ ტუდორმა, ფედერიკო ბალცარეტიმ, მარსელო სალაიეტამ, ვალერი ბოჟინოვმა, მატეო პარომ. მნიშვნელოვნად გააძლიერა გუნდის ნახევარდაცვა 2008 წლის იანვარში „ლივერპულიდან“ €11 მილიონად დამატებულმა მალელმა მომო სისოკომ.

შემადგენლობა შედარებით დაბალანსდა. ჩემპიონობის მოლოდინი მცირე იყო, პროგრამა მინიმუმად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იქნა დასახული.

დაბრუნებულმა და სერია A-ს მონატრებულმა „ბებერმა ქალბატონმა“ შთამბეჭდავი სტარტი აიღო „ლივორნოს“ 5-1 განადგურებით. გუნდი დღითიდღე ძლიერდებოდა და უბრუნდებოდა ჩვეულ ცხოვრებას, თუმცა ჩამორჩენა მილანის „ინტერთან“ მაინც საგრძნობი იყო და ეს სატურნირო ცხრილზეც მალევე აისახა. „იუვეს“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ სეზონში მათ მიუხედავად შემადგენლობაში არსებული სისუსტეებისა მაინც მოახერხეს ისეთი ბრწყინვალე გამარჯვებების მოპოვება როგორებიც იყო 17 თებერვალს „რომასთან“ 1-0, 22 მარტს სან სიროზე „ინტერთან“ და 23 აპრილს „მილანთან“ 3-2. საბოლოო ჯამში გუნდმა მესამე პოზიციაზე დაასრულა გათამაშება „ინტერის“ და „რომას“ შემდეგ 72 ქულით და ჩემპიონს 13 ქულით ჩამორჩა. აღსანიშნავი იყო აგრეთვე დელ პიეროს და ტრეზეგეს შედეგიანი თამაში. „იუვეს“ შემტევი ლიდერები საუკეთესოები გახდნენ ჩემპიონატში შესაბამისად 21 და 20 გოლით. იტალიის თასზე რანიერის გუნდი მეოთხედფინალამდე გავიდა სადაც ისევ და ისევ „ინტერთან“ დათმო ორ რაუნდიანი დაპირისპირება 2-2, 2-3.

მიუხედავად არასტაბილურობისა რანიერის მიერ მოპოვებული მესამე ადგილი მაინც დამაკმაყოფილებლად შეფასდა. „იუვენტუსი“ ევროპის უპრესტიჟულეს გათამაშებაში – ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის უფლებას იბრუნებდა და ეს უმთავრესი იყო. მორიგი მძიმე სეზონი მოიტოვა უკან კლუბმა და მომავალს ოპტიმიზმით ხვდებოდა.

2008-09 წლის სეზონი

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ავსტრია-შვეიცარიაში სკუადრა აძურას შემადგენლობაში ოთხი იუვენტინო ჰყავდა რობერტო დონადონის. ჯანლუიჯი ბუფონი როგორც ყოველთვის აძურის განუყრელი ნაწილი იყო. დაშავებულმა კანავარომ ადგილი გაუხსნა ნაკრებში ახალგაზრდა ჯორჯო კიელინის. მაურო კამორანეზის აქტიურად იყენებდა მწვრთნელი ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე, ხოლო ალესანდრო დელ პიერო ამჯერადაც სათადარიგოთა შორის იყო და მხოლოდ ერთ ორჯერ შეუშვა დონადონიმ „იუვეს“ კაპიტანი.

2008 წლის ზაფხულში „იუვენტუსმა“ მორიგი შენაძენებით გააძლიერა შემადგენლობა. €22.8 მილიონად პალერმოდან კარვალიო ამაური გადმოვიდა. დანიელი კრისტიან პოულსენის სანაცვლოდ ხელმძღვანელობამ €9 მილიონი გადაიხადა. ასევე ჩაირიცხნენ ალბინ ეკდალი, ალექს მანინგერი, ოლაფ მელბერგი, დარიო კნეზევიჩი. გუნდი დატოვა ალმირონმა და 11 წლიანი ურთიერთობა დაასრულა ალესანდრო ბირინდელიმ.

კლუბი ახალ სეზონში პინცოლოში შეიკრიბა 5 ივლისს. 13 აგვისტოს უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ბრატისლავის „არტმედია“ გაანადგურა რანიერის გუნდმა 4-0. განმეეორებითი შეხვედრა 1-1 დასრულდა და იუვემ ორ წლიანი პაუზის შემდეგ ლიგის კარი შეაღო. 28 აგვისტოს მონტეკარლოში ჩატარებული კენჭისყრით „ბებერ ქალბატონს“ მეტოქეებად მადრიდის „რეალი“, სანქტ პეტერბურგის „ზენიტი“ და ბელორუსიის „ბატე“ ერგო. მესამე კალათაში განთესილი კლუბისათვის კენჭისყრა აშკარად უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. 17 სექტემბერს ურთულეს დაპირისპირებაში „იუვემ“ დელ პიეროს ზღაპრული ჯარიმით შეძლო დიკ ადვოკაატის „ზენიტის“ წინააღმდეგობის გატეხვა. მეორე ტურში მოულოდნელად „იუვე“ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ბელორუსიაში და იაკინტას დუბლით მხოლოდ ქულის გადარჩენა შეძლო. ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრებში მადრიდის „რეალთან“ დელ პიერომ, როგორც ჭეშმარიტ ლიდერს შეეფერებოდა თავისი სიტყვა თქვა. ჯერ კაპიტნის და ამაურის გოლებით საკუთარ კედლებში დაამარცხა „იუვემ“ „რეალი“, ხოლო განმეორებით თამაშში პინტურიკიოს დუბლით ტურინელებმა „რეალის“ ბერნაბეუზე დაძლევა და ჯგუფის მოგება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ კაპიტანს ფეხზე წამოუდგა მადრიდელი გულშემატკივარი და ტაშით გააცილა სანტიაგო ბერნაბეუმ შეცვლის გამო მოედნიდან გასული ალესანდრო დელპიერო.

მერვედფინალში ლონდონის „ჩელსი“ შეახვედრა „იუვენტუსს“ კენჭისყრამ. ლუის ფილიპე სკოლარის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, „ჩელსის“ მცირე კრიზისი დაეწყო ზამთარში და თებერვლისთვის „იუვენტუსი“, როცა ფორმას აკრეფდა დიდი შანსი იყო, რომ ინგლისური წინააღმდეგობა დაძლეულიყო. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებამდე ორი კვირით ადრე რომან აბრამოვიჩმა ბრაზილიელი მწვრთნელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად რუსეთის ნაკრების მოქმედი თავკაცი გუუს ჰიდინკი დანიშნა. ჰოლანდიელის ხელში ჩელსი მყისიერად გარდაიქმნა ევროპის წამყვან ძალად და რანიერის გუნდს ძალისმიერ ინგლისელებთან მეტისმეტად გაუჭირდა. 25 თებერვალს „იუვენტუსმა“ დათმო პირველი შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე (ლონდონის „ჩელსის“ სტადიონი) დიდიე დროგბას გოლით 1-0. განმეორებით შეხვედრაში 10 მარტს გულშემატკივარმა ლამაზი, უხვგოლიანი თამაში იხილა. ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა, იაკინტამ ლამაზი კომბინაცია გაათამაშა დავიდ ტრეზეგესთან და პეტერ ჩეხის კარი აიღო. ტაიმის მიწურლს ახლად ტრავმა მოშუშებულმა მაიკლ ესიენმა წონასწორობა აღადგინა. „იუვეს“ ორი ბურთი ესაჭიროებოდა მეოთხედფინალში გასასვლელად. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. 74-ე წუთზე დელ პიერომ თერთმეტმეტრიანით წინ აგიყვანა „ბებერი ქალბატონი“. „იუვენტუსს“ სულ მცირდი აშორებდა საბოლოო გამარჯვებასთან, მაგრამ იმ დღეს ჰიდინკის „ჩელსის“ დაძლევა გუნდის ძალებს აშკარად აღემატებოდა. 83-ე წუთხე დროგბამ ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ ეტაპზე „ჩელსი“ გავიდა.

2008-09 წლის სეზონის სერია A 30 აგვისტოს დაიწყო. სეზონი „იუვენტუსმა“ ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ბოლო წუთებზე გაშვებული მოგებით დაიწყო. სტარტზე რამდენიმე მოგებას ფრეები ენაცვლებოდა. ფავორიტი მილანის „ინტერი“ იყო კვლავ, რომელმაც მითვისებული 2006 წლის ტიტულის შემდეგ დასუსტებული ჩემპიონატის ორი ტიტულის მოგება მოახერხა 2006-07 წლის სეზონში (კალჩიოპოლის შედეგად „იუვე“ სერია ბ-შია, ხოლო „მილანი“ მინუს ქულებით იწყებს სერია-ა-ს და სკანდალში „ლაციო“ და „ფიორენტინაც“ იყო გარეული, რამაც ფაქტიურად უკონკურენტო გახადა მილანის „ინტერი“) და 2007-08 წლის სეზონში. გარდა ამისა, მასიმო მორატიმ ჩემპიონობის მოპოვების მიუხედავად რობერტო მანჩინი პოსტიდან დაითხოვა და მის ნაცვლად ჟოზე მაურინიო მიიწვია. „ინტერს“ ამჯერად უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გადაჰქონდა აქცენტი თუმცა კლუბი სერია A-ში მაინც მთავარ ფავორიტად რჩებოდა, რამდენადაც კარლო ანჩელოტის „მილანს“ კვლავინდებურად არადამაჯერებელი გამოსვლა ჰქონდა. სეზონის მანძილზე „იუვენტუსი“ საოცარ არასტაბილურობას ამჟღავნებდა. კლაუდიო რანიერის კვალიფიკაცია უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა მოღონიერებული კლუბის მოთხოვნებს. ერთმანეთს ენაცვლებოდა ისეთი თამაშები სადაც „იუვენტუსი“ ქვას ქვაზე არ ტოვებდა მრისხანე მეტოქეებისაგან და ისეთი თამაშებით სადაც გუნდი გაუგებრად აგებდა ბევრ სუსტ გუნდთან.

პირველი წრის ბოლოს „ბებერი ქალბატონის“ აქტივში ორმოცი ქულა იყო, სამით ნაკლები ვიდრე „ინტერს“ ჰქონდა. მეორე წრეში კლუბმა იგივე ტემპით გააგრძელა და ნელ-ნელა „ინტერი“ ზრდიდა უპირატესობას. 21 მარტს 29-ე ტურში, რომში „რომას“ 4-1 დამარცხების შემდეგ „იუვენტუსი“ შვიდი თამაშის მანძილზე ვერ ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას. აშკარა კრიზისი იყო, რომელსაც რანიერი უკვე ვეღარ გაუმკლავდებოდა. ამ ჩავარდნის შედეგად სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია „მილანმა“ დაიკავა. ხელმძღვანელობამ რანიერი გაუშვა და მის ნაცვლად ახლო წარსულში გუნდის წამყვანი მცველი ჩირო ფერარა დანიშნა. ფერარას მეცადინეობით „იუვენტუსმა“ დარჩენილი ორი შეხვედრის მშრალი ანგარიშით მოგება შეძლო და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ჩამორჩა რა „ინტერს“ ათი ქულით.

ჩირო ფერარა

2009-10 წლის სეზონი

„იუვენტუსში“ დანიშვნამდე ჩირო ფერარა მარჩელო ლიპის თანაშემწედ მუშაობდა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფერარა დროებით უხელმძღვანელებდა გუნდს და მის ნაცვლად „ბარის“ სერია A-ში გადმომყვანი, ასევე წარსულში „იუვეს” ერთ-ერთი ლიდერი ანტონიო კონტე გაწვრთნიდა კლუბს ახალ სეზონში. საბოლოოდ 5 ივნისს „იუვენტუსმა“ ფერარას ორ წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და კლუბში დატოვა. ლიპიმ მისი მოწაფე სიამოვნებით გამოუშვა კონფედერაციის თასიდან.

2009 წლის ზაფხულში „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ფაბიო კანავარო დაბრუნდა. £21 მილიონად ბრემენის „ვერდერის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო შეიძინა კლუბმა. „ფიორენტინადან“ ასევე ბრაზილიელი ფილიპე მელო გადმოიბირეს €25 მილიონად. დაცვის გაძლიერების მიზნით „ბარსელონას“ ურუგვაელი მცველი მარტინ კასერესი ჩაირიცხა იჯარით. კლუბი დატოვეს დარიო კნეზევიჩმა, ოლოფ მელბერგმა, მარკო მარკიონიმ, კრისტიანო ძანეტიმ. რვა დაუვიწყარი სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა ჩეხმა პაველ ნედვედმა.

ფერარას გუნდმა საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა სეზონის მეორე წრეში ჩირო ფერარამაც დატოვა „იუვე“ წარუმატებელი თამაშების გამო, როგორც სერია A-ში, ასევე ევრო ტურნირებზე. გუნდი სეზონის ბოლომდე ალბერტო ძაკერონიმ ჩაიბარა. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით „იუვემ“ მხოლოდ ევროპის ლიგაზე კვალიფიკაცია მოახერხა, რომლის საბოლო შედეგი მომდევნო წელს ფრედ ნათამაშები შეხვდრების შედეგად ევროპის ლიგის ჯგუფში ჩარჩენა აღმოჩნდა.

ნათელი გახდა, რომ საჭირო იყო ახალი ხედვა, ახალი ინვესტიციები და პროექტები, რომელიც გუნდსა და მის მილიონობით გულშემატკივარს სამომავლო იმედს ჩაუსახავდა ძველი დიდების დაბრუნებისათვის. კლუბის მფლობელმა, ჯანი ანიელის მიერ ქონების მემკვიდრედ აღიარებულმა შვილიშვილმა – ჯონ ელკანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და „იუვენტუსის“ პრეზიდენტად კლუბის ისტორიული მფლობელი გვარის მემკვიდრე – ანდრეა ანიელი დანიშნა. (ჯანი ანიელის ძმის – უმბერტო ანიელის – ვაჟიშვილი). ამ ყველაფერს მოჰყვა გუნდში ჯუზეპე მაროტას და ლუიჯი დელნერის მოსვლა.

ლუიჯი დელნერი

2010-11 წლის სეზონი

ჯერ-ჯერობით „იუვეს“ მილიონობით გულშემატკივარი ისევ ელოდება ძველი დიდების დაბრუნებას.

 

2011-12 წლის სეზონი  

ანტონიო კონტე და ” იუვენტუსის ” დაბრუნება

კლუბის გენერალური დირექტორი , ჯუზეპე მაროტა იღებს გადაწყვეტილებას სამწვრთნელო პოსტზე მყოფი ლუიჯი დელ ნერი გაანთავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან , ხოლო მის ნაცვლად ბიანკონერის , ექს კაპიტანი ანტონიო კონტე გაუძღვება . ნამდვილი ” იუვენტინო ” , რომელიც სულ მალე დაუბრუნებს კლუბს ძირძველ მრისხანე სახეს .  38 ჩატარებული მატჩიდან სერია ა-ში , ბებერმა ქალბატონმა არცერთი მარცხი არ განიცადა და დამსახურებულად მოიპოვა ისტორიაში 30 -ე სკუდეტო .  ამასთან ერთად კონტემ ” იუვენტუსი ” ორ წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დააბრუნა .

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს

სხვა ინფორმაციები

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lexo doreuli
14 years ago

მიდით ბიჭებო დაღვარეთ ოფლი :D

საბა შიოშვილი

თამაში მომეწონა :* სგ დელ ნერიიი

| Newsphere by AF themes.