ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი

ბავშვობის წლები პაველ ნედვედი ჩეხეთის პატარა ქალაქ ხებში შავი მუშის ღარიბ ოჯახში დაიბადა. იმ დროისთვის ჩეხოსლოვაკაიში ჰოკეი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იყო, პაშკამაც პირველად ჰოკეის თამაში გადაწყვიტა, თუმცა 1976 წელს ჩეხოსლოვაკებმა ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლეს და ამ ქვეყანაში ფეხბურთის ნამდვილი ბუმი დაიწყო. როგორც ყველა პატარა ბიჭი, პაველიც სწორედ ამიტომ შეიყვანეს ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში. მომავალი ვარსკვალავი თავიდან დაიწუნეს, რადგან მწვრთნელებს საკმაოდ ზანტი და მოუხეშავი ეჩვენეთ. მაგრამ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ნედვედმა მათი გაოცება შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ პაშკა აქტიური სპორტით იყო დაკავებული, სკოლაში კარგად სწალობდა, განსაკუთრებით მათემამტიკას და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ბუღალტერი გამოვიდოდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთით მილიონების შოვნას შეძლებდა, ამიტომ სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად პეშკას ბუღალტრობა ეჩვენებოდათ, თუმცა მალე გადაწყვეტილება შეცვალა და საფეხბურთო სკოლის დასრულების შემდეგ პაველი ქალაქ პლზენის საფეხბურთო კლუბ ვიქტორიაში აღმოჩნდა. პატარა ფეხბურთელი აქ სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა, მას არც ძირითად შემადგენლობაში უთამაშია და არაც არაფერი მოუგია, ოცნებებით სავსე ბიჭს რეალობა სულ სხვანაირი დახვდა, როგორც შემდეგ თვითონ იხსენებდა, ამ კლუბში თამაშისას მიხვდა, რომ ნიჭი არაფერია თუ შრომისმოყვარეობაც თან არ ახლავს.


მამამისი ჩვულებრივი შავი მუშა გახლდათ და არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ კარგი სახლი ექირავებინათ, ამიტომაც პატარა ნედვედი ერთ ოთახში ცხოვრობდა, სადაც წვიმის დროს ისევე წვიმდა, როგორც ქუჩაში. მამა ყოველ კვირას ჩამოდიოდა და საჭმელი ჩამოქონდა. სწორედ მაშინ მარტოხელა ნედვედი თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა მწვრთნელმა იოჟეფ ჟალუდეკმა, რომელსაც პეშკა მეორე მამას ეძახდა.
ბევრი მცდელობის მიუხედავად ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერაფრით მოახერხა, დიდი გაბარიტების მქონე თანატოლები თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომაც ზუსტ დარტყმებში დაიწყო ვარჯიში, იმისათვის რომ სხვებთან შედარებით ამ კომპონენტში მაინც ჰქონოდა უპირატესობა. სწორედ დაყენებული, ზუსტი დარტყმებით გამოირჩეოდა პაველ ნედვედი მთელი კარიერის განმავლობაში.
ამასობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოუწია. ნედვედი პრაღის დუკლამ გადაიყვანა თავისთან. ეს კლუბი არმიული გახლდათ და მათ იზრუნეს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი თავისთან ჩაერიცხათ.

სპარტა მალე ქვეყანაში უსისხლო რევოლუცია მოხდა, დაიწყო ეკონომიკური რეფორმები და ფეხბურთმა მეორე პლანზე გადაიწია. ამიტომაც დუკლამ ნედვედი დიდი სიამოვნებით გაყიდა სპარტაში, რომელმაც სხვა კლუბებისაგან განსხვავებით ყველაზე მალე მოახერხა ადაპტაცია არასოციალურ ჩეხოსლოვაკიაში.

პაველ ნედვედმა სპარტაში პირველი სეზონი ისე ჩაამთავრა ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა, თუმცა, მალე ლიდერი გახდა და ქვეყნის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. გარდა ამისა, ბომბარდირული ნიჭიც გამოავლინა და 1995-1996 წლების სეზონში ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

ლაციო მალე სპარტამ ჰოლანდიურ პსვ -სთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა ნედვედის გაყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ნედვედის ფასმა აიწია, ამიტომაც სპარტამ პსვ-სთან გარიგება ჩაშალა და მოლაპარაკებები, რომის ლაციოსთან დაიწყო. გარიგებებში იტალიურ კლუბს ლეგენდარული დინო ძოფი წარმოადგენდა, რომელსაც ერთდროულად ორი ფეხბურთელი ჰყავდა შერჩეული – სპარტაკელი ილია ციმბალარი და ანალოგიური ამპლუის პაველ ნედვედი, თუმცა რუსებმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს, ამიტომ რომაელებმა საბოლოოდ ჩეხი ირჩიეს, რაც 4,5 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ახალი შენაძენით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანი.

პაველ ნედვედმა ახალ კლუბში ადაპტირება მალე მოახერხა. ლაციოს იმდენი ტიტული ერთ სეზონში არასდროს მოეგო. იტალიის თასს ქვეყნის სუპერთასიც მიაყოლეს და თასების თასის უკანასკნელ გათამაშებაშიც იმარჯვეს.

1999-2000 წლებში ლაციომ ოქროს დუბლი მოხერხა, სკუდეტო 28 წლიანი შესვენების შედეგ მოიგო. მაშინ პაველ ნედვედის გვერდით ხუან სებასტიან ვერონი, ალესანდრო ნესტა და სხვა ვარსკვლავები ბრწყინავდნენ.

ჩეხმა ნახევარმცველმა 5 სეზონი გაატარა რომის ლაციოში, 2001 წელს კი კლუბის დატოვება მოუწია, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ერიქსონმა, მის ნაცვლად კი ძაკერონი მოვიდა, რომელმაც რატომღაც აითვალწუნა ნედვედი, გარდა ამისა, კლუბში ფინანსური კრიზისი დაიწყო, გუნდის ხელმძღვენელობამ კი გამოსავალი ფეხბურთელების გაყოდვაში ნახა. პაველ ნედვედიც იუვენტუსში აღმოჩნდა.

იუვენტუსი
ტურინული კლუბი იმ პერიოდში ძველი დიდების დაბრუნებას აპირებდა, მთავარ მწვრთნელად მარჩელო ლიპი დაინიშნა, მაგრამ გუნდიდან წავიდა ზინედინ ზიდანი და იუვენტუსის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს აქტიურად ეძებდა. მაშინ ლიპის განცხადებამ ბევრი გააოცა, მან პაველ ნედვედს სწორედ დიდებული ფრანგის მემკვიდრე უწოდა.

წლების შემდეგ დამტკიცდა იტალიელი მწვრთნელის ნათქვამის ჭშმარიტება. გულშემატკივრები და კლუბის ხელმძღვანელობაც დარწმუნდნენ, რომ ჩეხში გადახდილი 35 მილინი სწორი ინვესტიცია იყო.
2001-2002 წლების სეზონში ნედვედმა მეორე სკუდეტო მოიგო, ამჯერად ”ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში. მომდევნო წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება პაველ ნედვედს, იმ მატჩში მან ჯერ გამარჯვების გოლი გაიტანა, შემდეგ კი სრულიად უწყონარ სიტუაციაში თამაშის წესი დაარღვია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ეს მეორე იყო იმ გათამაშებაში, რაც ავტომატურად ფინალის გამოტოვებას ნიშნავდა. გადამწყვეტ შეხვედრაში იუვენტუსი მილანს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გამარჯვება მილანს დარჩა.

მიუხედავად ამისა 2003 წელს ნედვედმა ოქროს ბურთი მოიპოვა. მას ხმა იტალიელებმაც მისცეს, რომელთაც წესით მალდინის პირველობა უნდა ეღიარებინათ. დაჯილდოების ცერემონიალზეც თავმდაბალი იყო. ”ოქროს ბურთს ჩემზე მეტად სხვები იმსახურებდნენ ანრი, რაული ან ზინედინ ზიდანი. ისინი ფეხბურთის ვირტუოზები არიან, მე შავი მუშა, ისევე როგორც მამაჩემი, თუმცა მეც თითიქმის იმდენი ტიტული მაქვს მოგებული, რამდენიც მათ,”- განაცხადა ნედვედმა მას შედეგ, რაც იუვენტუსი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, პაველ ნედვედმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

* * *
ამ ადამიანმა შემაყვარა სპორტის N1 სახელობა!!!
რავიცი უზომოდ მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ !!!
და ამან რო კარიერა დაამთავრა არ ვიცოდი ესეთი შეგრძნება თუ მექნებოდა … 1 კვირა ხმას არ ვიღებდი საერთოდ და რავიცი რასაც ქვია ვგლოვობდი : ))
უზომოა ჩემი სიყვარული ამ კაცის მიმართ … 2003 წელი _-_ წელი რომელიც ჩემთვის მანც შეუდარებელია …. პაველმა ათრია ჯუვე ფინალში …მოუგეს რა გალაქტიკოს… გუნდი რომელიც ბრწყინავდა ! პაველმა კი მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და ავტომატურად გამოტოვა ფინალი … მაგ დროს როდესაც ვხედავდი პაველს რომელიც მუხლებზე დაიჩოქა და თვალები აუცრემლიანდა, მაშინ ჩემზე უბედური ადამიანი არავინ იქნებოდა … მაგ დღის მერე მგონი აღარ მიტირია.. პაველს რო ეთამაშა ფინალი ბიანკონერ მოიგებდა ლიგას …. რომელიც მე არ მინახავს და ჩემთვის სანატრელია… პაველმა ათრია ჩეხეთი ნახევარფინალამდე სრულაიდ მარტომ … გუნდი ვერ გავიდა ფინალში მაგრად საუკეთესო ფეხბურთელად პაველი დაასახელეს… ჩემზე ბედნიერი არ იყო კაცი როდესაც 2003 ბოლოს ნედვედს გადასცეს ოქროს ბურთი და აგხდა საუკეთესო ფეხბურთელი … მაგის მერე იუვესთვის ბევრი რამ გააკეთა ,,, ნედვედი ისეთი ფიგურაა და სიმბოლოა იუვესთვის როგორც დელპი, პლატინი და ა.შ …
იგი მოედნიდან ღირსეულად გააცილეს … ნედვედი ნამდვილი ლეგენდაა!!!

ჩეხეთის ეროვნული ნაკრები
პაველ ნედვედი ჩეხეთის ნაკრებში მისი დაარსების დღიდან თამაშობს, უფრო სწორად მისი განახლების დღიდან – 1994 წლიდან. ჩეხეთის მაშინდელმა დამრიგებელმა დუშან უგრინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელზე გაეკეთებინა, თანაც უპირატესობას ისეთ ფეხბურთელებს ანიჭებდა, რომლებიც ჩეხეთის ჩემპიონატში თამაშობდნენ. არც შემცდარა – ჩეხებმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

იმ ჩემპიონატზე ჩეხებს ანგარიშს არავინ უწევდა და დაბალ შეფასებასაც აძლევდნენ. იმ ჯგუფში ჩეხეთთან ერთად გერმანია, იტალია და რუსები ცდილობდნენ წარმატების მიღწევას. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად მეორე ადგილი მოიპოვეს და ჯგუფიდან გააღწიეს, მაგრამ ფინალამდე მისვლას თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ. ევროპის 1996 წლის გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ჩეხებმა ითამაშეს გერმანიის წინააღმდეგ. მაშინ ოლივერ ბირჰოფმა გაუტანა გამარჯვების გოლი და ნედვედი და კომპანია ჩემპიონის ტიტულის გარეშე დატოვა. მას შემდეგ პაველ ნედვედი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. მართალია ჩეხები მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, მაგრამ ევრო 2000-ის შესარჩევი ციკლი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს- არც ერთი მატჩი არ წაუგიათ. რაც შეეხება თვითონ ჩემპიონატს, ოთხი წლის წინანდელი შედეგის განმნეორება ვეღარ მოახერხეს. მიზეზი ისევ სიკვდილის ჯგუფი გახდა. ჯგუფურ ეტაპზე ჩეხები მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთან, მასპინძელ ჰოლანდიასა და დანიასთან ერთად მოხვდნენ. გარდა ამისა, ჩეხები პიერ ლუიჯი კოლინამაც გაწირა, ნედვედის გამო დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა, მათ ასპარეზობას წერტილი დაუსვა.

უიღბლო გამოდგა ევროპის მომდევნო ჩემპიონატიც. 2004 წელს კარელ ბრიუკნერის სიმპატიური გუნდი სპეციალისტების ვარაუდით, ფინალში თამაშს იმსახურებდა. მაგრამ ნახევარფინალში მასპინძელ ბერძნებთან განვითარებული დრამის შემდეგ ჩეხეთის ნაკრები ტიტულის გარეშე დარჩა. ის შეხვედრა განსაკუთრებით მძიმე გამოდგა კაპიტან ნედვედისთვის. პირველი ტაიმის დასრულებამდე, პაველმა თავგანწირულად ითამაშა და მძიმედ დაშავდა. მის ნაცვლად მოედანზე შმიცერი გამოვიდა, რომელსაც ცუდად არ უთამაშია, მაგრამ სრულფასოვნად ვერ შეცვალა კაპიტანი. ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დამატებით დროში კი ტრიანოს დელასმა საბერძნეთი ფინალში გაიყვანა.

2009 წლის 31 მაისი 2009 წლის ზაფხულში,პაველ ნედვედმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა,ანუ მისი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.ეს დიდი დარტყმა იყო მთლიანად “იუვენტუსისთვის”,როცა ასეთი ფებხურთელი მიდის და მისი შემცვლელი მსოფლიოში არ არსებობს,ძალიან ძნელია.ბოლო მატჩი “ლაციოს” წინააღმდეგ ნედვედმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა,აქტივში ორი საგოლე პასიც ჩაიწერა და მეორე ტაიმში მოედანი უდიდესი აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა.მისმა ფებხურთმა და მისმა დამსახურებებმა წარუშლელი კვალი დატოვა თითოეულ ჩვენთაგანზე და არა მარტო “ბებერი ქალბატონის” ფანზე,არამედ მთელ მსოფლიოზე.მას ვერავინ შეედრება,იმიტომ რომ ის პაველ ნედვედია. GraZZiE PaVel !

ტიტულები ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი: 1993
ჩეხეთის ჩემპიონი: 1994,1995
ჩეხეთის თასის მფლობელი: 1996
თასების თასის მფლობელი: 1999
უეფას სუპერთასის მფლობელი: 1999
იტალიის ჩემპიონი 2000, 2002; 2003; 2005; და 2006 წლებში
იტალიის თასის მფლობელი: 1998 2000
იტალიის სუპერთასის მფლობელი: 1998, 2000, 2002, 2003
ევროპის ვიცე ჩემპიონი: 1996
პირადი
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 2003 (ვორლდ სოკერი)
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ოქროს ბურთის მფლოებელი: 2003 (ფრანს ფუტბოლი)
ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელი: 1998, 2000, 2003, 2005
იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი: 2003 (გუერინ სპორტივო. ტოტისთან ერთად)
პრემია ”ოქროს ფეხის” მფლობელი: 2004
შედის ევოპის სიმბოლურ ნაკრებში: 2003, 2004, 2005
შედის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში: 2004 (უეფა)
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევრმცველი: 2003 (უეფა)

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

33 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

საუკეთესო

preacher
11 years ago

ყველაზე მაგარი იყო,, შავი მუშა იუვენტუსის,, ტოლდო რო დაადებილა 2003ში ინტერს რო გოლი გაუტანა, მაშინ მარტო ტოლდომ ათრია ინტერი და ნედვედმა ისეთი გაუტანა… ზიდანი შეცვალა იუვეში და ტურინელებისთვის ზიდანზე მაგარი შედეგი დადო,, მაგარი კაცია,, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი მთელ მსოფლიოში,, :juvee:

აკაკი მეტრეველი

ეჰჰჰჰ როგორ მენატრება….

zuka_11
13 years ago

erti 2 wlit ro etamasha kide kargi iqneboda gunds daexmareboda da uketes shedegs miagwevda juve gasul sezonshi. :roll:

13 years ago

ყველაზე მაგარი კაციიიიი :):):)

13 years ago

sagol gvasa

dato dato
13 years ago

რეალთან რომ გააყვითლეს ერთი კვირა სულ მაგის სახე მედგა თვალწინ,უსუსური და სასოწარკვეტILI!!! ყველაზე ჯიგრიანი ფეხბურთელი რაც მინახავს!!

საბა შიოშვილი
Reply to  dato dato

ფინალში რო ვერ ითამაშა ხო ?

lexo doreuli
13 years ago

ნედვედი…. მსოფლიო ფეხბურთის საგანძური!

Gio Darja
13 years ago

მართლა უდიდესი ადამიანი, ამის კრასიჩთან შედარება არ შეიძლება, რადგან ნედვედი ნედვედია და მას შეიძლება მხოლოდ თმის ფერით დაემსგავსო, ეს სერბმა უკვე მოახერხა..

ნედვედს საკუთარი სტილი, ჭკუა და ტექნიკა ჰქონდა, მას შეეძლო რამოდენიმე კაცი გაებრუებია ან საოცარი პასი გაეკეთებინა, იგი ლეგენდაა და ლეგენდად დარჩება

საბა შიოშვილი
Reply to  Gio Darja

ხო მარა კრასიჩმა რო დაარტყ და გოლი რო გაიტან ხო გახსოვს ნედვედი მედგა თვალ წინ ტოო … დრიბლინგზე რო მიდის ნედვედი მგონიაა იტოკში მაგრა გავს მარა ეს კაცი არი ლეგენდა ვნახოთ რას მიაღწევს კრასიჩი ნეტა ამ კაცზე მაღლა წავიდეს : )

აკაკი მეტრეველი

რაც არ უნდა იყოს თან მითუმეტეს იუვეს ფანი ხარ და ასეთი შედარება სირცხვილია ძალიან დიდი, მეტი რანაირად გითხრა, მაგას ყველა უნდა ტვინავდეს, პაველმა რაც გააკეთა იუვესთვის მაგას ფეხბურთელთა 98% ვერ იზამდა

BESO BARAMIA
13 years ago

გენიალური ფეხბურთელი, კაცმა, რომელმაც თავისი ხელწერა გამოთალა იუვეში, ყოველი ჭეშმარიტი იუვენტინოთა გულებში ის დარჩება ლეგენდად, ისეთი დიდი ფეხბურთელებისა გვერდით, როგორებიცაა სივორი, ბონიპერტი, პლატინი, დელპიერო და ა.შ

საბა შიოშვილი

ვაიმე როგორ მიყვარს ეს კაციიიი ნამდვილი იუვენტინოო

lasha tkeshelashvili
13 years ago

fexburteli romelsac tavis gansakutrebuli stili qonda,verc krasichi da verc veravin miedreba amas

საბა შიოშვილი

100% მართალი ხარ

Gio Darja
13 years ago

ეხლა მოვედი ბიჭებო როგორ ხართ ? – მთელი დღე ბათუმში ვიყავი რაღაც კონკურსი რომ იყო Flex

13 years ago
Reply to  Gio Darja

გაცვლითი პროგრამა როა ისა? რა ქენი მერე. :smile:

Gio Darja
13 years ago
Reply to 

ხო მანდ..დავწერე იმენა არ იყო რთული, წესით უნდა გავიდე :twisted:

13 years ago
Reply to  Gio Darja

და მერე 1 წელი ბოსტონში :D

საბა შიოშვილი
Reply to 

ვა იმედია გახვალ :)

Gio Darja
13 years ago
Reply to 

იმედია

saba tsertsvadze
13 years ago

ეს ეხლაც გაქაჩავს ზოგიერთზე უკეთესად!!

13 years ago

აუ ეს და კრასიჩი ერთად იFFF :smile:

saba tsertsvadze
13 years ago
Reply to 

აბააა.. :D ეს მარცხნიდან კრასიჩი მარჯვნიდან. და მერე ვაიი მეტოქის დაცვა!!

13 years ago

მერე თუ გინდა დაცვა არ გვყავდეს საერთოდ :D

საბა შიოშვილი
Reply to 

11 – 2 ითამაშონ არა 11-3 დელ პიეროცც :D

13 years ago

ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეხ პავეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეელ

ნეტა ეს გვყავდეს ეხლა

saba tsertsvadze
13 years ago

ჩემი პავლიკა!!

saba tsertsvadze
13 years ago

ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი…… ადამიანი ლეგენდაა…. პავეეელ!!!!!!!!!!!!!

13 years ago

პაველი :oops: უდიდესი ფეხბურთელი

| Newsphere by AF themes.
33
0
Would love your thoughts, please comment.x