ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინტერი – იუვენტუსი ( ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ ბიანკონერის ტაქტიკური წყობის  განხილვას ,  მილანის ინტერთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ …

ლუიჯი დელ ნერიმ ფეხბურთის მოყვარულები ამ საღამოს ფრიად გააკვირვა . ერთი შეხედვით ყველაფერი ისე გამოიყურებოდა რომ დელ ნერის ნახევარდაცვაში მოუწევდა მარკიზიოსა და აკუილანის შორის არჩევანის გაკეთება , ანალოგიური უპირატესობა უნდა გაკეთებული წინა ხაზშიც სადაც თითქოს კონკურენტები ამაური და დელ პიერო იყვნენ . მაგრამ გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა პირველ შემთხვევაში პეპე დასვა სკამზე რითაც მარკიზიოც და აკუილანიც ძირითადში გაამწესა , ხოლო მეორე შემთხვევაში არც დელ პიერო და არც ამაური მოედანზე არ გამოუყვანია .

მოედანზე სამი ცენტრალური ნახევარმცველის გამოჩენისთანავე , შეიქმნა შთაბეჭდილება რომ დელ ნერიმ 4-3-3 სათამაშო მოდული აირჩია , მაგრამ რამდენიმე წუთში მშვენირად გამოჩნდა მისი ჩანაფიქრი – იუვენტუსი ჩვეულ 4-4-2 სქემას იყენებდა სადაც მარცხენა ფლანგზე , გარემარბის პოზიციაზე კლაუდიო მარკიზიო ასპარეზობდა . თუმცა ამ მოდულ კუალიარელას სხვა კუთხით იყენებდნენ . მეტოქის შეტევის დროს ფაბიო ინაცვლებდა მარცხენა ფლანგზე სადაც უკეტავდა ზონას მაიკონს რომელიც ვერ შესძლებდა სიჩქარის აკრეფვას და სოლო რეიდების განხორციელებას . ეს კარგად ჩანს ქვედა სურათში .

ასე რომ მარცხენა ფლანგზე კუალიარელა მიმართავს პრესინგს მაიკონის მიმართ , ხოლო მარჯვნივ კრასიჩი კივუს წინააღმდეგ .

თუმცა კუალიარელა ბოლომდე არ მისდევს მაიკონს რადგან როდესაც ბრაზილიელი შეტევაში იწყებს წასვლას მას გზაზე მარკიზიო ეღობება . ასეთ ვითარებაში კი კლაუდიოს არ უწევს მაიკონთან სპრინტერული დუელი , ხოლო როდესაც ბურთი ინაცვლებს იუვენტუსის მხარეს , კუალიარელა სრულიად მარტო რჩება მარცხენა ფლანგზე , საიდანაც ინტერის ბრაზილიელი მცველი შეტევაში იქნა წასული .

ანალოგიური სქემით იასპარეზა შარშან დელ ნერიმ ინტერის წინააღმდეგ  . უბრალოდ მაშინ კუალიარელას ნაცვლად კასანო იყო ხოლო მარკიზიოს მაგივრად ბელუჩი . სხვათაშორის გენულებმა ის მატჩი გამარჯვებით დაასრულეს ანგარიშით 1-0 . ამ მატჩში კი ნამდვილად საწყენია რომ მაქსიმალურად არ ტვირთავდნენ კუალიარელას რომელიც მარცხენა ფლანგზე ხშირ შემთხვევაში მეურვის გარეშე იყო დარჩენილი .

მილანელთა შემტევითი იდეა კი დაფუძნებული იყო ორ აქტიურ ვინგერზე , რომლებიც სიღმიდან იწყებდნენ შეტევებს და ეძებდნენ თავისუფალ სივრცეებს მეტოქის ფლანგებზე . აღსანიშნავია რომ ნახევარმცველებს ვერაფრით ვერ ეხმარებოდა მაიკონი რომელიც ერთბაშად ორი ფეხბურთელით იყო ჩაკეტილი , ხოლო კივუ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ შეეჩერებინა კრასიჩი . შედეგად ინტერი საკმაოდ ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობდა და უტევდა მხოლოდ ოთხი ფეხბურთელით . ეტო’ო ნამდვილად გამონაკლისი იყო , საკუთარი მაღალი სპრინტერული სიჩქარით ის რეალურად ქმნიდა ხიფათს მეტოქის კარს  , მაგრამ იუვეს დაცვა არ აძლევდა იერიშის ლოგიკურ შედეგამდე დასრულების საშუალებას . სწორედ ამიტომ გრიგერას არ უჭირდა კოუტინიოს ამოკეტვა , ხოლო საპირისპირო ფლანგზე დე ჩელიეს ბიაბიანის . სნეიდერი კი რასაც ჰქვია  ” გაიჭედა ” ნახევარდაცვისა და დაცვის ზონებს შორის , ჰოლანდიელი ფაქტიურად უბურთოთ ასპარეზობდა . ბენიტესმა ამის გამო პირველივე ტაიმში მილიტო გამოუშვა მოედანზე , რითაც ეტო’ო ფლანგზე გადაწია .

თავის მხრივ იუვეს დაცვის ხაზი საკმაოდ მაღლა იკავებს ადგილს რითაც ყოველგვარი ზედმეტი დაძაბვების გარეშე იგერიებს მეტოქის იერიშებს . განვიხილოთ კიდევ ერთი ეპოზოდი . სანტონი აკეთებს ვერტიკალურ გადაცემას სნეიდერზე . თუმცა სნეიდერს კეტავს კორპუსით სრულად მცველი , ამჯერად ბონუჩი . ამჯერად ლეო არ შეცდა როდესაც მეტოქის დასაკეტად წავიდა , როგორც მაგალითად წინა შეხვედრებში .

მიუხედვად პრესინგისა სნედიერი ახერხებს ქუსლით მილიტოზე პასის გადაცემას , ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ცდილობს კედლის გათამაშებას კამბიასოსთან . ჯორჯო ვერ ასწრებს მეტოქეზე წასვლას და ამიტომ ჭკვიანურად კეტავს ზონას , ხოლო ამ დროს მოტა რომელმაც როგორც იქნა აჩვენა ის ფეხბურთი რომელსაც ელოდნენ , წინ უდგება მილიტოს რომელსაც უკეტავს კარისკენ გზას . მოკლედ ამ შეტევას აჩერებენ კიელინი რომელმაც ზონა გადაკეტა და მოტა რომელიც წინ აღუდგა მილიტოს .

კიდევ ერთი დიდი პრობლემა იუვესი მიმდინარე სეზონში არის მეტოქის აყვანა უშუალოდ საჯარიმოში . შემდეგ მომენტში , ეტო’ო ცდება ბონუჩის რომელიც აკეთებს გადაცემას მილიტოზე , მაგრამ დე ჩელიე ( რომელმაც ასევე მშვენივრად იასპარეზა ) ჭრის ამ გადაცემას . წინა მატჩებში მაგალითად უკლებლივ მთელი დაცვის ხაზი მიდიოდა ფეხბურთელზე რომელსაც ბურთი ჰქონდა . პროგრესი კი სახეზეა …

იუვეს დაცვის ხაზი ყველაზე დიდ პრობლემას მაშინ აწყდებოდა როდესაც მეტოქე კონტრ შეტევაზე იჭერდა გუნდს და ნახევარდაცვის ხაზს წამებში კვეთდა .  მაგალითად როდესაც ბონუჩი იღებს გაფრთხილებას კოუტინიოსთან უხეშობის დროს .

ლუსიო იჭერს ბურთს , გვერდს უვლის აკუილანის და გონივრული პასით კოუტნიოზე საქმის გარეშე ტოვებს იუვეს ნახევარდაცვის ხაზს  . ბონუჩი ცდება როდესაც მეტოქეზე მიდის და იძულებულია წესების დარღვევით შეაჩეროს იგი .

ბურთის ფლობის კუთხით იუვეს რიგებში გამოსარჩევია აკუილანი რომელმაც საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა ამ შეხვედრაში . ალბერტო იუვეს ნამდვილად პლეიმეიკერად მოევლინა რომელიც წამის მეასედში იღებდა გადაწყვეტილებებს შეტევის განვითარების შესახებ .  მელო კი მთელი მატჩის განმავლობაში იყო მზად აქტიურად ჩართულიყო შეტევაში .  მაგალითად როგორც ამ სიტუაციაში …

კუალიარელა ამ მომენტში როგორც ხედავთ იღებს ბურთს მეტოქის ზურგს უკან , შემდეგ აკეთებს პასს კრასიჩზე და უკვე მეტოქის საჯარიმოში გადაცემას ელოდებიან მელო , იაკინტა და იგივე კუალიარელა .

ფაქტიურად ანალოგიური შეტევა განვითარდა მატჩის 39 წუთზე . მილოში აწოდებს აკუილანის რომელიც ერთი შეხებით აგზავნის ბურთს კუალიარელას მიმართულებით , რომელიც ცდება ლუსიოს თუმცა სამწუხაროდ აკეთებს არა ზუსტ გადაცემას იაკინტაზე .

იუვეს შემტევითი ტაქტიკა ხშირად იყენებს იაკინტას , რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ასპარეზობდა კორდობას ზონაში , ვინჩენცო იყენებდა საკუთარ ფიზიკურ სიძლიერეს სამხრეთ ამერიკელის წინააღმდეგ  . ის ამას მიზან მიმართულად აკეთებდა რადგან თავიდან აეცილებინა ლუსიოსთან შეტაკება , რომელიც ფიზიკურად გაცილებით ძლიერია ვიდრე კორდობა . როდესაც იაკინტა ბურთს იღებდა , ის უმალ აკეთებდა გაცადემას პარტნიორებზე რომლებიც შეტევაში ერთვებოდნენ . მაგალითად 21 წუთი …

შეტევას იწყებს ბონუჩი რომელიც ვერტიკალური გადაცემით პოულობს იაკინტას . ეს უკანასკნელი იგებს საჰაერო ორთაბრძოლას და აძლევს ბურთს აკუილანის , რომელიც აგრძელებს შეტევას კრასიჩის მიმართულებით . მილოში ცდება კივუს და ცდილობს გადაცემის გაკეთებას იაკინტაზე რომელიც კორდობაზე უკეთეს სიტუაციაში იმყოფება .

კიდევ ერთი შეტევა იაკინტას დახმარებით . შეტევა იწყება გრიგერას ვერტიკალური გადაცემით . ვინჩენცო იჭერს დისტანციაზე კორდობას , სცდება მას და აკეთებს პასს კუალიარელას მიმართულებით .

არ შეიძლება ასევე კრასიჩის დავიწყებაც გუნდის შემტევით მოქმედებებში . სერბი სისტემატიურად ცდება კივუს და აწოდებს საჯარიმოში . ერთ ასეთ შეტევას გოლიც კი მოჰყვა , თუმცა დასანანია რომ ის თამაშგარე მდგომარეობიდან იყო გატანილი . იაკინტა თავის თავზე იღებს კორდობას რითაც კრასიჩს აძლევს საშუალებას ის გაუკეთოს კივუს რაც მას მოესურვება , დამზღვევიც კორდობას სახით მას უკვე აღარ ჰყავს .

პირველსა და მეორე ტაიმებს შორის დიდი სხვაობა ტაქტიკურ მონახაზში არ შეცვლილა. თუმცა მეორე ნახევარში ასე აქტიურად წინ აღარ წასულა იუვე ( იაკინტას , კუალიარელას , მელოს და აკუილანის ძალები ეცლებოდათ ) . სწორედ ამიტომ თანდათანობით მოედნის ბატონ პატრონი ინტერი ხდებოდა . მიუხედავად ამისა ბიანკონერი სრულ მზადყოფნაშია მომაკვდინებელი კონტ შეტევის განსავითარებლად . ( გაიხსენეთ მარკიზიოს გადაცემა კუალიარელაზე )

იუვეს კართან ერთადერთი სახიფათო მომენტი დგება მატჩის მეორე ნახევრის 33 წუთზე , როდესაც მაიკონი კამბიასოს აძლევს ბურთს . დააკვირდით სურათზე თუ როგორი სივრცეა დარჩენილი აკუილანისა და მელოს შორის . არგენტინელის სწორედ ამის გამო ეძლევა საშუალება თავი მაღლა აწიოს და გააკეთოს გადაცემა მილიტოზე რომელიც არ არის დაფარული კრასიჩის მიერ .

ასეთ სიტუაციაში იუვე უნდა აკეთებდეს პრესინგს ფეხბურთელზე რომელსაც ბურთი აქვს. ტურინელი ფეხბურთელები კი ინტერთან შეხვედრის დროს აძლევდნენ ფლანგელ ფეხბურთელებს ბურთი ცენტრში გადაეწოდებინათ რის შემდეგაც დაცვის ხაზი იწევდა ზევით და აკეთებდა პრესინგს .

მაგალითად როგორც ამ ეპიზოდშია : ეტო’ო აკეთებს გადაცემას სტანკოვიჩზე , რომელსაც ფაქტიურად ფეხზე ჰყავს უკვე სისოკო . დეიანი ვერ ახერხებს თავის აწევას მაღლა და იძულებულია დაარღვიოს თამაშის წესები .

ბოლო 10 წუთი აშკარა გახდა რომ გუნდები გადაიღალნენ და მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს .

შედეგად :

იუვემ საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა და განსაკუთრებით დაცვაში . შეტევაში კი უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი აგრესია და კარში დარტყმები გვენახა იაკინტა – კუალიარელას დუეტის შესრულებით . რეალურად შორეული დარტყმა ყველაზე სახიფათო განახორიცელა კრასიჩმა 20 მეტრიდან . ასე რომ ფორვარდებს ცოტა უკეთ რომ ეთამაშათ შესაძლოა იუვე ტურინში 3 ქულით დაბრუნებულიყო .

მეორეს მხრივ არ შეიძლება მაინც და მაინც ფორვარდებზე ჯოხის გადატეხვა რადგან მთელი მატჩის განმავლობაში ისე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ნახევარდაცვის ხაზთან რის ხარჯზეც იყენებდნენ თავისაფაულ ზონებს . კუალიარელამ პირველად იასპარეზა თავის ჩვეულ პოზიციაზე – მეორე ფორვარდათ და უნდა ითქვას რომ საკმაოდ წარმატებულადაც .

აკუილანი კარგად დირიჟორობდა შეტევებს , მელო კი ბრწყინვალედ ერთვებოდა იერიშებში . კრასიჩი როგორც ყოველთვის რეაქტიული და სახიფათო იყო .

დამაჯერებელი იყო სტორარი . განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გრიგერას , დე ჩელიეს და მოტას ასპარეზობა . შესანიშნავი იყო კიელინი . წინა შეხვედრებთან შედარებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა ბონუჩიც .

დელ ნერი აშენებს უშიშარ და შემტევ გუნდს . სადაც უკლებლივ ყველა ზონა ერთმანეთან იქნება მჭიდრო კავშირში . ამასთან ერთად მწვრთნელმა დაგვანახა საკუთარი ხედვა და არაერთი ნიუანსი რომელიც ტაქტიკურ სქემა 4-4-2 ს შეუძლია .

თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის რომ ყოველთვის ადვილია ასპარეზობა გრანდებთან ვიდრე გაცილებით დაბალი დონის გუნდებთან . ასე რომ დაველოდოთ შემდეგ მატჩებს .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

27 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BIANCO
12 years ago

:forza:

tsotne tsertsvadze
13 years ago

ძალიან საინტერესოა, საღო ჯერ ავტორს მერე დელ ნერის.

BESO BARAMIA
13 years ago

დიდი მადობა დათკას ასეთი ანალიზის მოწოდებისთვის-უაღრესად საინტერესო იყო, ბრავო დელ ნერია!!!!

Vaxooo
13 years ago

pavel nedved11
კი ბრატ მაგარი ტაქტიკოსია

13 years ago
Reply to  Vaxooo

კი მაგარი ყოფია მართლა

saba tsertsvadze
13 years ago

მომწონს მაინც ეს დელნერი. ჭკვიანი კაცია.

საბა შიოშვილი

მეც ომწონს მაგარი კაციაააა

საბა შიოშვილი

ვა ჯიჯი არ ხუმრობსს !

13 years ago

კარგი ანალიზია და უფრო კარგი იქნება ყველათამაშის რომ იდებოდეს :)

Gio Darja
13 years ago
Reply to 

ახალი საიტის შემდეგ პირველი თამაშია ეს :))

შემდეგ თამაშებზე ალბათ დაიდება..

საბა შიოშვილი
Reply to  Gio Darja

იმედია

13 years ago
Reply to  Gio Darja

ხო,მაგრამ არამგონია ნებისმიერ თამაშზე ხდებოდეს ასეთი დაკვირვება. ეს იუვე ინტერი რო იყო მიტო გააკეთესო თორე სიენასთან ვინ მოიცლის ერთი :lol:

Gio Darja
13 years ago
Reply to 

აარა ყველა თამაშზე იდება..რუსულ საიტებზე

საბა შიოშვილი
Reply to  Gio Darja

გადმოთარგმნა ეზარებათ :D

13 years ago
Reply to  Gio Darja

Darja
აა მაშინ ხო კარგია

საბა შიოშვილი
Reply to  Gio Darja

რა არი კაი გადმოტარგმნონ და მერე ნაღდად იქნება კარგი :D

George Khubulava
13 years ago

ისე ეს მინუს პლიუსები რო გააუქმეთ კაი ქენით :-) თორე თავი ოდნოებში მეგონა :-D

საბა შიოშვილი

:D:D

13 years ago

საღოლ დავით საღოლ მაგარია ძაან

giorgi tsotsoria
13 years ago

აკუილანი რო იდეალურად თამაშობს მაგას რათ უნდა ლაპარაკი

დასაკვირვებელია კიდე მელოს პოზიცია რომელიც აკუილანისგან განსხვავებით გრძელ პასებით შლის თამაშს (ძირითადად კრასიჩზე სამწუხაროდ) ან მარცხნივ ქუალიარელაზე ხოლმე, ეს უკვე მერამდენე თამაშია ასე რომ ფელიპეც პოულობს თავის თავს

ერთი ფორვარდი ჰაერივიტაა საჭირო

და უკვე მეორე თამაშია ბოლო 15 წუთ შემოდის სისოკო ანუ ეს უკვე ტამაში მოკვლის მიზნით ხდება მელო მომო უკვე უფანტაზიო ყრუ კედლის ფუინქციას ასრულებენ

McCa1N
13 years ago

საღოლ დათკა ბევრი გიწვალია, რაც შეეხება სტატიას – ეს ყოველივე კარგი იმითაა, რომ ზოგ-ზოგიერთი ძალით ფეხბურთის მცოდნე რო წაიკითხავს უფრო ნაკლებ უაზრო კომენტარს დაწერს :D ( და უაზროდ აღარ გააკრიტიკებს ზოგიერთ ფეხბურთელს ) მე მაგალითად აკუილანი მაგრად მომეწონა და მგონი დელ ნერიმ ოქროს ცენტრი იპოვა მელო-აკუილანის სახით … ;)

Vaxooo
13 years ago

ხო მართლა საღოლ დავით, ბევრი გიწვალია ;)

George Khubulava
13 years ago

საღოლ რა იმენა დათკა… მაგარი საინტერესო სტატიაა… ყველა მატჩის მერე თუ დადებ ანალოგიურ სტატიებს კაი იქნება…

Gio Darja
13 years ago

საღოლ დათკა ნაღდად მაგარია :) ჩემი რუსული არ ეყო თორე ვაპირებდი დადებას :roll:

დელ ნერის ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიუღია და მარკიზიო სწორად დაუყენებია, შეტევის დროს მაქსიმალურად რომ დაეტვირთათ კუალიარელა შეიძლება შედეგიც სხვა ყოფილიყო..

Vaxooo
13 years ago

რა მაგარი ჩანაფიქრი ჰქონდა ჯიჯის :smile:

| Newsphere by AF themes.
27
0
Would love your thoughts, please comment.x