ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოპოლი : დანაშაული , დასჯა !!! (2) By Ladddya

კალჩიოპოლი : დანაშაული , დასჯა !!!

სტატია მოამზადა : Ladddya – მ

მოდით ეხლავე ჩავეშვათ სიღრმეში. რაში დაადანაშაულეს იუვენტუსი და მისი დირექტორები? კლუბი იუვენტუსი და საკუთრივ მოჯი დადანაშაულებულნი იქნენ მსაჯთა ზეწოლაში და ამგვარად სხვა კლუბების მატჩების შედეგების წინასწარ თავის სასარგებლოდ გადაწყვეტაში (წითელი და ყვითელი ბარათების დარიგებით წამყვანი ფეხბურთელებისათვის, რომლებიც თამაშობდნენ იმ კლუბებში რომელთაც უწევდათ იუვენტუსთან შეხვედრა), აგრეთვე მსაჯთა არჩევაში მონაწილეობის მიღებაში და სხვა დანაშაულებებში ადამიანობის წინააღმდეგ.

ეხლა მოდით გავეცნოთ რამოდენიმე ტერმინს იტალიურ ფეხბურთში:

  • Federazione Italiana Giuoco Calcio (FIGC) – იტალიის ფეხბურთის ფედერაცია (იფფ)
  • Commissione d’Appello Federale (CAF) – ფედერალური სააპელაციო კომისია (ფსკ)
  • Corte Federale (CF) – ფედერალური სასამართლო  (ფს)
  • Tribunale amministrativo regionale (TAR) – რეგიონალური ადმინისტრაციული სასამართლო (რას)
  • Articolo 1 – პირველი სტატია. მისი დარღვევა (არასპორტული ქმედება, მაგალითად: პროფანაცია მსაჯთა მიმართებაში) ისჯება მაქსიმუმ, ქულების დაკლებით.
  • Articolo 6 – მეექვსე სტატია. არაკანონიერი ქმედება (მაგალითად: მატჩების ფიქსაცია), მისი დარღვევა ისჯება დაბალ ლიგაში დაქვეითებით.

კიდევ რამოდენიმე ტერმინს გავეცნობით მოგვიანებით. ჯერ ჯერობით განვიხილოთ, რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. აზრი არ აქვს აქ მთლიანი ტექსტის მოყვანას (მარტო ფსკ-ს გადაწყვეტილება 150 გვერდზე მეტია), მოვიყვანთ მხოლოდ მნიშვნელოვან მომენტებს:

  • გვ.74-75 ფსკ ამტკიცებს, რომ ადგილი არ ქონია ე.წ. „კუპოლას“ ანუ „მოჯის სისტემას“, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწერა რამოდენიმე ვარდისფერ გაზეთში.
  • გვ.76 ფსკ ამტკიცებს, რომ იუვენტუსის მხრიდან არ ყოფილა მეექვსე სტატიის დარღვევის ფაქტი და ამიტომაც წარმოადგენს „სტრუქტურულ დარღვევას სტატიისა“ (რომელმაც შემდგომ განიცადა მკაცრი კრიტიკა და აპელაცია მრავალი იურიდიული პირის მხრიდან). დაიმახსოვრეთ ეს გამოთქმა, ჩვენ მას კიდევ შევხვდებით. ამ სისტემის სკანდალურობის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ის ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი იმაში, რომ გუნდ იუვენტუსს შესწევდა  ძალა მიეღწია სასურველი ადგილისათვის სატურნირო ცხრილში შედეგების ფიქსაციის გარეშე თუნდაც ერთ მატჩში! შეკითხვა – როგორ? ერთადერთი საშუალება ქულის მოპოვებისა არის მატჩის მოგება ან ფრედ დასრულება. და რადგან იუვენტუსს არ დაურღვევია მეექვსე სტატია (ანუ მას არ მოუხდენია ორგანიზება მატჩების შედეგებისა თავის სასარგებლოდ) – ესეიგი ცხრილი სამართლიანია. არა?
  • გვ 83 ფსკ ამტკიცებს, რომ მსაჯთა დანიშვნა ხდებოდა იფფ-ს წესების შესაბამისად და აქედან გამომდინარე ყველა სატელეფონო საუბარი მოჯისა და მსაჯთა გამანაწილებელს ბერგამოს შორის იყო კანონიერი და არ ცვლიდა მსაჯთა დანიშვნას მატჩზე.
  • გვ 101. ფსკ ადასტურებს, რომ ყვითელი და წითელი ბარათების დარიგება არ იყო ორგანიზებული.
  • გვ.61 ფს ამბობს, რომ იუვენტუსი არ აგებს პასუხს ფიროენტინას გადარჩენაზე, მას შემდეგ რაც დე სანტისმა მოახდინა ზეგავლენა ლეჩესა და პარმას მატჩის შედეგზე, რომელიც დასრულდა ფრედ და ამით იისფერები დარჩნენ უმაღლეს ლიგაში.
  • გვ.65. ფს ამტკიცებს, რომ მოჯი და ჯირაუდო მოქმედებდნენ დამოუკიდებლად იუვენტუსისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ იუვენტუსი საერთოდ არ უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მხოლოდ ორ დირექტორს უნდა ეგო პასუხი კანონის წინაშე (ჯერ კიდევ არ არის ფაქტი რომ ისინი დამნაშავეები არიან). და ეს არის სწორედ ის პატარა რამ რითაც მილანმა შეინარჩუნა ადგილი ჩემპიონთა ლიგაში. მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით…
  • გვ 66. ფს ამბობს, რომ მოჯის არ მოუხდენია გავლენა მატჩების შედეგებზე,  მაგრამ მას ქონდა ამის შესაძლებლობა. ანუ ადამიანს თუ აქვს ტყვიები და პისტოლეტი, ის უნდა გაასამართლონ მკვლელობის შესაძლებობისათვის?
  • გვ.74  ფს აღიარებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება მატჩების ფიქსაციისა (სტატია 6)
  • გვ.77 ფს აცხადებს მტკიცებულებას რომელიც გამოყენებულ იქნა იუვენტუსის წინააღმდეგ: „… მტკიცებულება იუვენტუსის წინააღმდეგ არის მისი მდგომარეობა სატურნირო ცხრილში სეზონის ბოლოს“. რა თქმა უნდა… იუვენტუსი დამნაშავეა იმიტომ რომ  მან დაასრულა სეზონი პირველ ადგილზე! ანუ თუ თქვენ მართავთ მანქანას, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ თქვენ ხართ მანქანების გამტაცებელი. უკვე გეცინებათ? თუ უკვე აღარ არის სასაცილო ეს ყველაფერი?

საინტერესოდ გამოდის: იუვენტუსი მთლიანობაში არ არის დამნაშავე მის მაინკრიმინებელ ქმედებებში, სასამართლო ამას აღიარებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იუვეს ართმევენ 2 სკუდეტოს, აკისრებენ ჯარიმას, გუნდს აქვეითებენ დაბალ დივიზიონში და აწყებინებენ სეზონს მინუს 30 ქულით! ეს როგორ? რისთვის დაისაჯა იუვენტუსი?

ეხლა კი დროა გავიხსენოთ სტრუქტურული დარღვევა სტატიისა.  რამეთუ საჭიროა მეექვსე სტატიის დარღვევა, რომ კლუბი დაქვეითებულ იქნას დაბალ დივიზიონში, ხოლო იუვენტუსს ასეთი დარღვევა არ ქონია, იფფ-სა და ფსკ-ს გადაწყვეტილებით.  მათ მოიგონეს სისტემა სტრუქტურული დარღვევისა (იტალიურად Illecito Strutturato ) ,რომელიც გამოყენებულ იქნა მხოლოდ იუვენტუსის წინააღმდეგ (ის უკვე აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც დაიმსახურა ძალიან მკაცრი კრიტიკა). სტრუქტურული დარღვევა ამბობს იმას, რომ მოსამართლეს შეუძლია შეკრიბოს ერთად რამოდენიმე დარღვევა პრველი სტატიისა (გახსოვთ? არასპორტული საქციელი, რომელიც ისჯება ძირითადად ჯარიმით, მაქსიმუმ რამოდენიმე ქულის დაკლებით), და შექმნას მისგან დარღვევა მეექვსე სტატიისა და ვუალია – დაქვეითება დაბალ ლიგაში მზადაა! ანუ ეს იგივეა რაც ვთქვათ რომ: 3 მანაქანის გატაცება = 1 მკვლელობას და ადამიანი რომელმაც გაიტაცა 3 მანქანა გავასამართლოთ მკვლელობისათვის.

ფს-ს მოსამართლე პიერო სანდული, ინტერვიუში გაზეთ “Il Giornale”  27/07/2006-ის ნომერში, პასუხობს შეკითხვას, თუ რა არგუმენტები დგას იმ განაჩენის უკან, რომელიც მან გამოიტანა. „არ ყოფილა აცერთი არალეგალური ქმედება; 2004-2005 წლების სეზონი არ ყოფილა ფიქსირებული (შეთანხმებული, არაკანონიერი)“, – თქვა მოსამართლემ. – „ერთადერთი ჩვენი ეჭვი ეხებოდა ლეჩე-პარმა-ს მატჩს (რომელიც საერთოდ არ ეხებოდა იუვენტუსსა და მოჯის), რომელსაც ჩვენ ვიხილავდით ხელახლა და ხელახლა (ჰმ… საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ დაუშვა ვიდეო მტკიცებულებების გამოყენება). ნებისმიერ შემთხვევაში სეზონი იყო ლეგალური“, აღსანიშნავია, რომ მოსამართლე სანდულის უკან დგას მრავალი აფერა, მისი რომის მუნიციპალიტეტში მუშაობის დროინდელი, ამას გარდა ის არის ლაციოს დიდი გულშემატკივარი.

მოსამართლე მარიო სერიო აცხადებს ინტერვიუში გაზეთ  “La Republica”-ის 27/07/2006 ნომერში, რომ „მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა მატჩების ფიქსაციისათვის, იუვენტუსი დაქვეითებულ იქნა დაბალ დივიზიონში და ჩამოერთვა ორი სკუდეტო მას შემდეგ რაც მხედველობაში მიღებულ იქნა კოლექტიური ინტერესი მხარეებისა, რომლებიც აგრეთვე გარეულნი იყვნენ ამ გამოძიებაში“. რომელი მხარეები? ამის შესახებ მომავალში.

მიაქციეთ ყურადღება, რომ სასამართლოში არ გამოიყენეს სატელეფონო საუბრები მტკიცებულებებად. მხოლოდ ამონაჭრები ტრანსკრიფციებისა, რომლებიც ამოჭრილ იქნა მათ მიერ, ვინც ის მიაწოდა სასამართლოს იქნა გამოყენებული (დაწვრილებით ამის შესახებ შემდეგ თავში). სასამართლომ აგრეთვე არ მისცა დაცვის მხარეს უფლება წარმოედგინა ვიდეო მტკიცებულებები. არანაირი მოწმე არ დაუშვეს სასამართლოში. დაცვას ქონდა მხოლოდ 3 დღე რომ შეეკრიბა არგუმენტები, რომლებიც მათ ვერ წარადგინეს მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოს დაწყებამდე, პირდაპირ საპირისპიროდ იმისა, რასაც ითხოვს კანონი. ამის მაგივრად პირველმა,  პრესამ მოპიოვა დოკუმენტები ბრალდებისა. როგორ? ამის შესახებაც შემდეგ ნაწილში.

პირველი ნაწილიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იუვენტუსი არ იყო დამნაშავე მისთვის წაყენებულ ბრალდებებში. ხოლო იმისათვის, რაშიც დამნაშავე იყო არ ეკუთვნოდა ასეთი სასწაული დასჯა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იუვენტუსი დაისაჯა. რატომ? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ვიღაცას ეს სჭირდებოდა. ვის? პასუხი აქვეა, ცხადია და ნათელი ასე თუ ისე, მაგრამ მაინც მივყვეთ და ავხსნათ, ვის სჭირდებოდა ეს, რისთვის და როგორ იყო ეს ორგანიზებული.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha chachava
13 years ago

მიზეზი მორატია ბერლუსკონი რაგაცას იგებდა მაინც და მორატი ვერც ვერაფერს ეგ ყველაფერი მორატის გაკეთებულია და 1 დასაჭერი მორატია

baqari miqadze
13 years ago

ნეტავ ეგ მოხდეს :-D

13 years ago

რისი დამბრუნებლები არან ესენი :evil:

gio jishkariani
13 years ago

პასუხი მარტივია მორატი და ბერლუსკონი, სხვა გზა აგარ ქონდათ იმ დროინდელ იუვეს მინიმუმ 4 -5 წელი ვერაფერს მოუხერხებდენ,აი სასამართლო კი მაგართ შეუკერიათ თავისი ჭკუით,და გმერთმა ქნას რო დაგვიბრუნონ რაც მოედანზე მოიგეს ბიჭებმა!

საბა შიოშვილი

ანუ გვიბრუნებენ ? ?

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x