ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 3-1 ჩეზენა ( ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ იუვენტუსი – ჩეზენას შეხვედრის , ტაქტიკურ ანალიზს …

დელ ნერის , იუვენტუსი სტანდარტული 4-4-2 განლაგებით გამოჰყავს მოედანზე . ახალწვეულებიდან გამოსარჩევია , სორენსენის დაყენება ცენტრალური მცველის პოზიციაზე და გროსოს დაბრუნება სასტარტო შემადგენლობაში , მარცხენა მცველის ადგილზე . პეპე უბრუნდება მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციას , ხოლო მარცხნივ მარკიზიო დგება .

ჩეზენა კი მოედანზე 4-5-1 სათამაშო მოდულით იასპარეზებს .

როგორც ხედავთ , სტუმრები ნახევარდაცვაში , რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ცდილობდნენ , ისინი საკმაოდ აგრესიულად ასპარეზობდნენ დაცვით ფაზაში , ხოლო შეტევაში სწრაფი და მოკლე მოკლე პასებით მიიწევდნენ წინ . სწორედ , ასეთ მოკლე გადაცემებს მოჰყვა გოლი იუვენტუსის კარში . ნეგატომო მარჯვენა ფლანგიდან აკეთებს გადაცემას აპიაზე , რომელიც ატარებს ბურთს პაროლოზე , ამ უკანასკნელს  საკმაოდ დიდი თავისუფალი სივრცე აქვს წინ იმ ზონაში , რომელიც ჩვენ ყველაზე სუსტ რგოლად მოვნათლეთ დელ ნერის სქემაში – ეს გახლავთ საყრდენების უკან , შორეულ ფლანგზე . ამასთან ერთად სურათზე კარგად დაინახავთ ჩეზენას განლაგებას შემტევ ფაზაში . სკელოტო უტევს ფლანგიდან , ხიმენესი ინაცვლებს ცენტრში , ხოლო პაროლო აპიას ამაგრებს .

პეპე გადის პაროლოს შესახვედრად , თუმცა აკეთებს ამას დაგვიანებით და ამასთანავე ცდება პოზიციის შერჩევაში , აძლევს რა საშუალებას მეტოქეს გადააწოდოს ბურთი ფლანგზე ლაუროს .

ბურთი საბოლოო ჯამში აღწევს ჯაკერინამდე , რომელიც აწოდებს კიდევაც საჯარიმოში . საჰაერო ჩაწოდების დროს კი იუვეს დაცვითი ხაზი გამოსვლის დროს ცდება , რითაც სკელოტოს ეძლევა საშუალება მშვიდად მიიღოს ბურთი და გადააწოდოს ხიმენეს , რომელიც გახსნის კიდევაც ანგარიშს .

პირველ 15 წუთში , იუვე ვერ ახერხებს ბურთის ხელში ჩაგდებას , რადგან ჩეზენა საკმაოდ კარგად ასპარეზობს მოედნის შუა ხაზში და დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს ბურთს თავისთან . იგი არამარტო აკონტროლებს მას , არამედ ქმნის სახიფათო მომენტებს ხიმენესისა და სკელოტოს გაუთავებელი გადაადგილებებით .

დაცვით ფაზაში კი ჩეზენა , თამაშობს ბოგდანთან ერთად რომელიც იუვეს მცველების წინ მოქმედებს , სკელოტო და პაროლო კი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ სისოკოს და აკუილანის . ხოლო უშუალოდ საკუთარი გუნდის , დაცვის ხაზის წინ ,  აპია მოქმედებდა . აღსანიშნავია რომ სწორედ , ამ ტაქტიკურ წყობას იყენებდა ზალცბურგი , იუვესთან ევროპა ლიგის ბოლო მატჩში .

თუმცა ამ 15 წუთის გასვლის შემდეგ , იუვეს ნახევარდაცვა გაცილებით ხშირად ახორციელებს ჩაჭრებს და ბურთის ფლობაც , თანდათანობით მათ მხარეს გადადის . მიუხედავად იმისა რომ ეს მატჩი , ძალზედ წააგავდა ზალცბურგთან დაპირისპირებას  , იუვე გაცილებით ეფექტურად იყენებდა ბურთის ფლობას , რადგან ევროპა ლიგის მატჩისგან განსხვავებით მოედანზე აკუილანი და კუალიარელა იმყოფებოდნენ და ამასთანავე ავსტრიელებისგან განსხვავებით , ჩეზენას დაცვის ხაზი არ გამოიყურებოდა ბოლომდე საიმედოდ  .

ჩეზენას წინა ხაზელები არ ახდენდნენ პრესინგს იუვეს დაცვის ხაზზე , რაც გადამწყვეტი გამოდგა ბონუჩისთვის , რომელიც გამოირჩევა მოედნის კარგი ხედვით და კარგი პასით  : როგორც დიაგონალურით ისე მოკლეთი .

ბონუჩის საჰაერო გადაცემები ფორვარდებზე , ამ შეხვედრაში გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდა , ვიდრე გასულ მატჩებში . ბიანკონერის ორივე ფორვარდი  , ადვილად შორდება მეურვეს და მოძრაობენ უშუალოდ ბურთის მიმართულებით , ჩეზენას მცველები კი , ზალცბურგის ფეხბურთელებისგან განსხვავებით არ მიყვებიან ფორვარდებს და ამჯობინებენ ხაზში დარჩენას . ასეთ დროს კი კუალიარელა გაცილებით უკეთესია მოედანზე ვიდრე ამაური , რადგან ბრაზილო/იტალიელი უპირატესობას ანიჭებს უშუალოდ საჯარიმოში ყოფნას და მცველთან ” ჯაჯგურს ” .

შემდეგ სურათზე ჩვენ ვხედავთ , რომ ბონუჩის არა აქვს საშუალება გაუკეთოს გადაცემა საყრდენ ნახევარმცველებს , რადგან ისინი ჩენეზას შუა ხაზელების პრესინგის ქვეშ იმყოფებიან , ამიტომ ლეო ,  დელ პიეროსკენ აგზავნის ბურთს , ალე ცილდება მეურვეს და იღებს ბურთს აპიასგან მარჯვენა მხარეს  .

იხილეთ იდენტური მომენტი , დელ პიერო ბურთს კვლავინდებურად აპიასგან მარჯვნივ იღებს .

იუვეს შემტევი ტაქტიკა  კი ითვალისწინებს პეპეს აქტიურ მოქმედებას მარცხენა ფლანგზე ( პირველი 15 წუთის შემდეგ ინაცვლებს მარჯვნიდან – მარცხნივ ) , ის ფაქტიურად მესამე ფორვარდის პოზიციაზე მოქმედებს . მარჯვნივ კი მარკიზიოა , რომელიც პერიოდულად ცენტრში ინაცვლებს . შევხედოთ როგორ იყენებს ამ გადაადგილებებს იუვენტუსი . ბონუჩი , უკეთებს გადაცემას აკუილანის , რომელიც პაროლოს პრესინგის ქვეშ ექცევა და იძულებულია ბურთი სორენსენს დაუბრუნოს .

სორენსენი ვერტიკალურად მარკიზიოს აწოდებს , ეს უკანასკნელი მომენტალურად უკეთებს გადაცემას აკუილანის , რომელიც სახით მეტოქის კარისკენ დგას და შეუძლია პეპეზე , ერთი შეხებით იერიშის გაგრძელება .

აკუილანის როლი იუვეში როგორც ხედავთ საკმაოდ დიდია , მისი მაღალი საშემსრულებლო კლასის გარდა , რომელიც ისახება უნაკლო გადაცემებით და სხვა საფეხბურთო მახასიათებლებით , მას აქვს სათამაშო  რითმის შეგრძნობის არაჩველებრივი უნარი . გაეკთებინა გადაცემა ოდნავ გვიან ან ოდნავ არაზუსტი , შეტევა ჩანასახშივე ჩაიშლებოდა .

როგორც უკვე გითხარით , პეპე ძალიან მაღლა ასპარეზობდა , ფაქტიურად ერთ ზოლზე ფორვარდებთან .

არ შეიძლება მარკიზიოს დავიწყებაც – მისი გადაადგილებებით მოედნის ცენტრში , ის არამარტო აკუილანის აძლევს საშუალებას , იდეალურ პოზიციაზე მიიღოს ბურთი შეტევების გასანავითარებლად , არამედ უქმნის თავისუფალ ზონებს მარჯვენა ფლანგზე მოტას .

როგორც მაგალითად შემდეგ ეპიზოდში , აკუილანი იღებს ბურთს ბონუჩისგან და აძლევს მარკიზიოს . ეს უკანსაკნელი გაიყოლებს ფეხ და ფეხ ლაუროს . კლაუდიო კი ამასობაში უბრუნებს ბურთს აკუილანის , რომელიც ერთი შეხებით გზავნის ბურთს მოტაზე თავისუფალ ზონაში .

აკუილანი შემდეგ ეპიზოდში ცვლის დიაგონალურ გადაცემებს , მოკლე პასებით . შემდეგ ეპიზოდში , ალბერტო აწოდებს დელ პიეროს , რომელიც პირისპირ რჩება ჩეზენას დაცვის ხაზთან .

მოკლედ როგორც ხედავთ იუვე უპრობლემოდ უახლოვდება მეტოქის საჯარიმოს , თუმცა სწორედ აქ იწყება თავსატეხები  . ბიანკონერი ვერანაირად ვერ ახერხებს შექმნილი მომენტების გოლად გარდასახვას . ანგარიშის გათანაბრება მათ , შესძლეს ბონუჩის წაქცევის გამო დანიშნული პენალტით . მეორე გოლი კი არაჩვეულებრივად ჩაწოდებული ბურთის შედეგი იყო და ასევე ჩეზენას საჯარიმოში შავ თეთრი ფეხბურთელების უხვი რაოდენობით . ის რასაც ითხოვს დელ ნერი მთელი სეზონის მანძილზე გუნდისგან .

როგორც ჩვენ შემდეგ სურათზე ვხედავთ  , მოტას ჩაწოდებულს , მზადაა ერთბაშად სამი იუვენტინო გამოეხმაუროს : დელ პიერო , კუალიარელა და პეპე . ამასთანავე სიმონე საერთოდ უმეთვალყურეოდ არის დარჩენილი.

ასე რომ პეპესთვის არ წარმოადგენს სირთულეს , მშვიდად მიიღოს ბურთი და ახლიდან განავითაროს შეტევა , რომელშიც უკვე ოთხი იუვენტინო მოქმედებს . დელ პიერო ახლო ძელთან არის  , კუალიარელა ცენტრშია , აკუილანი ამ დროს საჯარიმოს მისადგომებთან ელოდება ბურთს , ხოლო მარკიზიო დამხმარე ფეხბურთელის როლშია ამ ეპიზოდში .

მეორე ნახევარში ჩეზენა  , რომელსაც პელეგრინო გაუგდეს , აყენებს 4-2-3 -ს სადაც აპია და პაროლო მოედნის ცენტრში , ხიმენესთან და ჯაკერინისთან ერთად ბოგდანის ეხმარებიან  .  სტორარი ამ დროს საერთოდ უსაქმოდ იყო . იუვე კი ყოველგვარი პრობლემის გარეშე აკონტროლებდა ბურთს . წერტილი კი ამ შეხვედრაში სალიჰამიჯიჩის გადაცემის შემდეგ იაკინტამ დასვა .

შედეგი :

საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი იყო ზალცბურგის შემდეგ და ასევე ტრავმირებულთა უხვი რაოდენობის მომატებასთან ერთად . ეს მატჩიც იუვემ დამსახურებულად მოიგო . მიმდინარე სეზონში დებიუტი ჰქონდათ სორენსენს და გროსოს . სორენსენი თამაშობდა ფრთხილად და ყურადღებით . გროსო თავიდან არ იყო აქტიური , თუმცა შემდეგ შევიდა სათამაშო ტონუსში . ამასთან ერთად იუვემ ისარგებლა , მეტოქის უაზრო ტაქტიკური ჩანაფიქრით – მართალია ჩეზენა ახდენდა მოედნის ცენტრში პრესინგს , მაგრამ დაცვით ზოლში საკმაოდ პასიური იყო . კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბონუჩის , აკუილანის და მარკიზიოს როლი შეტევების დაწყების  ფაზაში . გუნდთან რომელიც ფაქტიურად მთელი შემადგენლობით იცავდა თავს , ბიანკონერის არ შექმნია პრობლემა ბურთის მიტანასთან მათ საჯარიმომდე . თუმცა მოედნის ბოლო მეტრებში პრობლემები კვლავინდებურად არის . აუცილებელია საგოლე მომენტების მაქსიმალურად გამოყენება .

ყველაზე სასიხარულო კი გახლავთ ის ფაქტი , რომ მიუხედავად ტრავმების დიდი რაოდენობისა გუნდი რჩება ” გუნდად  ” მოედანზე და ერთ მუშტად შეკრულად ასპარეზობს . გუნდს გააჩნია საკუთარი ხელ წერა , რომელიც დელ ნერიმ უმოკლეს პერიოდში დაატყო .

წყარო : uccellinodidelpiero.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vako tokhadze
13 years ago

აკვილანი მართლა მაგრად მოუხდა იუვეს მარა ჯერ ბევრი აქ დელნერის სამუშაო გუნდის თამაშის ხარისხი არ ვარგა განსაკუთრებით სუსტ გუნდებთან და ოლიმპიკოზე რაგაც არ გამოდით თამაში

13 years ago

ძალიან საინტერესოა დათკა შენი ნამუშევრებიი… დელ ნერი ძალიან კაი მწვრთნელია.. და როგორც აღმოჩნდა კარგი ფსიქოლოგიც.. ჩემი აზრით აკვილანი არ არის მოედანზე შეზღუდული უბრალოდ ის ფანტასტიურად გრძნობს თამაშს. ძალიან სწორი და დროულია მისი გადაწყვეტილებები

sandro ivaneishvili
13 years ago

სიმართლე გითხრათ დელ ნერი თუ იუვეს ასე წაადგებოდა არ მეგონა მე ვთქვი მაქსიმუმ ნახევარი სეზონი გაძლოს და მერე გაუშვებენთქვა მაგრამ ეს კაცი მართლა მაგარია იცის ვინ სად უნდა ათამაშოს

tsotne tsertsvadze
13 years ago

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს ტაქტიკა ყველგან გაჭრის,მაგრამ უფრო მაინტერესებს როცა გაგვიჭირდება დელ ნერი რა ტაქტიკურ სვლებს გააკეთებს. მახსოვს ჯიჯიმ თქვა სეზონის წინ ჩვენი ტაქტიკა მეტოქეების მიხედვით შეიცვლებაო. მართალია ჯერ ამართლებს მაგრამ რა იცი რა ხდება :D:D:D

jjj jjj
13 years ago

del neri kargi mwvrtnelia…! karga xania waugebeli seria gvaqvs…!:-):-) magari naxevardacva gvyavs…! aquilani rom ar gamoisyidon gavgijdebi eg magari igrokia…! pirlo 2-a! imena rac moviget naxevardacvis xarjze titqmis yvela…! vfiqrob aquilani da quagliarela unda darchnen da ai pepeze da motaze ra gitxrat…! martiness, rom vakritikebdit magis tamashi dz momewona milantanac da boloniastanac magram etyoba tramvatulia! magis goli tu naxet arvi inters magari sheusrula ra…!:-D

alessandro del piero
13 years ago

9 ნოემბერს დელ პიეროს დაბ:|ადების დGეა : ((( დაგვიბერდა :((((((((

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x