ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი : “იუვენტუსს შორს წასვლა შეუძლია”

“იუვენტუსის” ლეგენდა, პაველ ნედვედი თვლის, რომ ლუიჯი დელ ნერის თავკაცობით ბებერ ქალბატონს ძალიან შორს წასვლა შეუძლია. 38 წლის ჩეხი გარემარბი სულ რამოდენიმე თვის წინ კლუბის ხელმძღვანელობაში მოვიდა, მისი ხილვა გულშემატკივრებს ისევ შეუძლიათ, ამჟამად “სტადიო ოლიმპიკოს” ტრიბუნებზე.

“უკვე აღარ ვგრძნობ, რომ თამაში მენატრება. მილოშ კრასიჩი ბევრად მეტს დარბის, ვიდრე მე. ის სწრაფია, ტექნიკურია და იდეალურ მოთამაშედ ითვლება.

“სიმართლე რომ ვთქვა, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია, გარდა ამისა არ ყოფილა კონკრეტული წინადადებებიც.მაგრამ დრო კიდევ არის, მითუმეტეს ახალ სტადიონზე…ხუმრობს პაველი.

“მე იუვეს ყველაფერი მივეცი.ახლა ბედნიერი ვარ, რომ ნელ-ნელა ვერგები ახალ როლს, მინდა ამ სფეროში გუნდს ბევრი წარმატება მოვუტანო.ძალიან მომწონს ახლანდელი იუვენტუსი..ეს ძლიერი და ორგანიზებული გუნდია.მჯერა, რომ მათ შორს წასვლა შეუძლიათ.ახლა საბოლოოდ შემიძლია სხვადასხვა სპორტში წარმოვადგინო საკუთარი თავი, ზამთარში ციგებზე ვისრიალო ან თუნდაც ვითამაშო ჰოკეი ჩემს ვაჟთან ერთად.

წყარო : Football Italia

5 thoughts on “ნედვედი : “იუვენტუსს შორს წასვლა შეუძლია”

  1. მომდევნო სეზონის ბოლოს კარგი იქნებოდა ახალ სტადიონზე რამე საქველმოქმედო მატჩის გამართვა – ვთქვათ ალეს გუნდი VS რაულის გუნდი და პახოდუ ალეს გაცილებაც იქნებოდა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.