ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“პიაცა დე არმი” – ლეგენდის თანახმათ, იუვეს დაბადების ადგილად ითვლება ტურინის ერთ ერთი რაიონი სახელად კროჩეტტა. ამ ადგილას , კერძოდ , პარკში ქუჩაზე მეფე უმბერტო 1- ზე , 1897 წლის ნოემბერსს მიღებული იქნა ისტორიული დოკუმენტი, შეიქმნა ახალი სპორტული კლუბი , რომელიც ახლოს მდებარე “პიაცა დე  რამ”-ზე, მართავდა საშინაო თამაშებს, ხოლო 11 მაისს 1900 წელს დებიუტი ჰქონდა ნაციონალურ ჩემპიონატში. 3 წლის შემდეგ იუვემ შეიცვალა კლუბის ფორმა და გადავიდა შავ თეთრ ზოლებიან მაისურზე და დაიწყო თამაში ახალ სტადიონზე “ველოდრომ უმბერტო” – ზე და აქვე აღნიშნა პირველივე ტრიუფი … 1905 წელს მოიგო სკუდეტო.

“სტადიო დი კროსო მარსილია”-“ვილა პეროსსა”(1906-1932) პირველივე წარმატების შემდეგ გუნდში მოხდა უთანხმოება და იუვემ დაკარგა თავისივე პრეზიდენტი ,ალფერდო დიკა, რომელმაც შემდეგ ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი “ტორინო”. ასევე მან მიითვისა სტადიონი “ველოდრომ უმბერტო”. ამიტომ იუვეს მოუხდა ჩრდილოეთით გადასვლა და მისი ახალი სახლი გახდა სტადიონი “კროსო მარსილია” . ამ პატარ სტადიონს შემდეგში დაერქვა ზედმეტ სახელად იუვენტუსის მოედანი. მან შეასრულა დიდი როლი სანამ მოვიდოდნენ 1923 წელს ანიელების ოჯახი გუნდის სათავეში.

პირველი რაც გააკეთა გუნდის პრეზიდენტმა ედუარდო ანიელიმ, ეს იყო ახალ სტადიონზე გადასვლა . ამან გამოიღო თავისი შედეგი , იუვემ მოიგო სკუდეტო 1925/1926 სეზონში. ამის შემდეგ დაიწყო კლუბის აღმასვლა და მან მოიგო 5 სკუდეტო(1931-1935). შემდეგ , გადვიდა დიდ სტადიონზე “სტადიო მუსოლინი”-“სტადიო კომუნალე”.

“სტადიო კომუნალე” აშენდა 7 თვეში, დაიწყო 1932 წელს და პირველი თამაში ჩატარდა 1933 წლის 14 მაისს . არენა მართლაც  დიდი იყო და იტევდა 65 ათასიდან 71 ათასამდე. იტალიაში მაშინდელ პერიოდში ითვლებოდა ყველაზე დიდ არენად . ეს სტადიონი 60 წელი ემსახურა იუვეს, და აქ ჩამოყალიბდა როგორც იტალიიური ფეხბურთის გარნდად ისე ევროპის. ამ სტადიონზე და გუნდში , შექმნეს ისტორია ისეთმა ფეხბურთელებმა როგორებიც იყვნენ :ბონიპერტი , სივორი, ჩარლზი,ძოფი,პლატინი,როსსი და ასე შემდეგ …

1983 წელს სტადიონი გახდა განსჯის საგანი მთელ იტალიაში, უნდოდათ რეკონსტრუქცია ჩაეტარებინათ რათა მოსწრებოდნენ 1990 წლის მსოფლო ჩემპიონატს,მაგრამ გადაწყვიტეს რომ ქალაქის ახალ ადგილას აეგოთ ახალი სტადიონი, ეიზელის ტრაგედიის შემდეგ იუვეს სტადიონი შეამცირეს 45 ათასამდე.

შემდეგ იუვე გადავიდა ახალ სტადიონზე “დელე ალპზე” კომუნალეზე ბოლო თამაში იათამაშა 1990 წელს უეფას ფინალი და ამის შემდეგ 1 წელში სტადიონი დაიხურა, 2002 წლამდე ის წარმოადგენდა იუვეს სავარჯიშო მოედანს. სანამ არ გაიხსნა სუპერ თანამედროვე ბაზა “სისპორტ ცენტრი”.


“დელე ალპი”(1990-2006) პირველ თამაში ამ ლეგენდარულ სტადიონზე ჩატარდა 1990 წელს მაშინდელი ჩემპიონთა თასის მფლობელ “პორტო”-ს წინაამდეგ და დამთავრდა იუვეს გამარჯვებით 4-3.  ამ სტადიონმა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები 1990 წელს(ბრაზილია-არგენტინა, ნახევარ ფინალი ინგლისი-გერმანია)მაგრამ სტადიონს ქონდა ძაან ბევრი უარყოფითი მხარე ,რადგან ის მდებარეობდა მთებ ალპებთან .  ხშირათ წვებოდა ნისლი,დაბალი ადგილებიდან არ ჩანდა მთლიანი სტადიონი,ქაღალდზე ეწერა რომ იტევდა 75 ათასს, სინამდვილეში იტევდა 60 ათასს.არენამ არ გამართლა და ის არ იქცა გუნდის სიმბოლოდ ძირითად ივსებოდა თუ იუვენტუსი თამაშობდა ტოპ კლასის გუნდებთან, უფრო ივსებოდა კონცერტების დროს.2005 წელს დახურეს რეკონსრუქციისთვის და იუვე დაუბრუნდა თავის ძველ არენას “კომუნალეს” ოღონდ მას უკვე ეწოდებოდა “ოლიმპიკო” სადაც დღესდღეობით თამაშობს.

“სტადიო ოლიმპიკო” – ამ სტადიონს იყოფს 2 გუნდი “ტორინო” და “იუვენტუსი” რომელიც იტევს 27 ათას მაყურებელს. მალე იუვენტუსი ააშენებს სუპერ სტადიონს,რომელიც გახდება იუვეს საშინაო არენა.

2011 წლის 8 სექტემბრიდან კი , გუნდი სუპერ თანამედროვე არენაზე იასპარეზებს , რომელიც უშუალოდ ” იუვენტუსის ” საკუთრებაა

გაუზიარე მეგობარს

სხვა ინფორმაციები

| Newsphere by AF themes.