ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯენოა 0-2 იუვენტუსი ( მატჩის ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ ჯენოასა და იუვენტუსს , შორის ჩატარებული მატჩის , ტაქტიკურ ანალიზს …

დელ ნერის განკარგულებაში ბრუნდებიან მოტა და კრასიჩი , შედეგად მატჩის წინ სტანდარტულ სქემას : 4-4-2 – ს აყენებს .ბალარდინი კი 3-4-3 -ს უპირისპირებს , რომელიც ძალიან ჰგავს განთავისუფლებული გასპერინის სათამაშო მოდულს .

გუნდების ტაქტიკური განლაგება მოედანზე , მშვენივრად ჩანს შემდეგ სურათზე .

თუ იუვენტუსი დაცვით ტაქტიკაში , თამაშობს ზონური პრინციპით , გენუელები თავის მხრივ პერსონალურ მეურვეობას ახდენდნენ , როგორც გასპერინის პერიოდში . ამით კი ისინი ცდილობდნენ რიცხობრივი უპირატესობა მოეპოვებინათ უკანა ხაზში , რადგან ცენტრალურ ზონაში სამი მცველი ასპარეზობდა , პლიუს ამასთან საჭიროებისამებრ , მათი რიცხვი 5-ს აღწევდა , იწევდნენ რა უკან რაფინია და კრიშიტო , რომლებიც ფლანგებზე ასპარეზობდნენ . ეს ყველაფერი არაჩველებრივად ჩანს შემდეგ ვიდეოში . დააკვირდით , ბონუჩი აძლევს პასს კრასიჩს , რომელსაც გვერდიდან არ შორდება კრიშიტო , კალაძე კი ამ დროს ფლანგზე , იაკინტას მეურვეობს . იუვეს ცენტრალური თავდასხმის ხაზში კი , კარგად ჩანს თუ როგორ თამაშობს კუალიარელას წინააღმდეგ რანოკია , თუმცა მართალია ფაბიოს მარჯვენა ფლანგზე გადაწევით უყურადღებოდ ტოვებს მას . თან ამავე პერიოდში რაფინიამ ცენტრში გადაიწია მარკიზიოს კვალდაკვალ .

პერსონალური მეურვეობით ჯენოა ცდილობს ხელი შეუშალოს მეტოქეს , მოედნის ცენტრში ბურთის ცირკულაციაში . ისინი სრული შემადგენლობით ჩამოდიან საკუთარ ნახევარზე და აგრესიულად ეასპარეზებიან იუვენტინოებს . მაგრამ საბედნიეროდ შავ თეთრები სწორედ ბურთის ცირკულაციით აღწევენ წარმატებას – უბურთოთ დარჩენილი იუვეს ფეხბურთელები საკმაოდ ჭკვიანურად გაადგილდებიან მოედანზე , რითაც სიცარიელეს ჰქმნიან გენუური კლუბის დაცვით ხაზში . შემდეგ ვიდეოში კარგად ვხედავთ , რომ ჯენოა საკუთარ ნახევარზე 10 კაცით არის , მიუხედავად ამისა ბონუჩი გრძელი გადაცემით მარკიზიოს პოულობს .

შეტევაში გენუელები ,  აქტიურად იყენებენ ფლანგებს , ასევე  საპირისპირო მხარეს ბურთის გადატანას და რათქმაუნდა , ტონის . ფლანგები კი სხვადასხვანაირად ასპარეზობდნენ , მაგალითად მარცხნივ როსი ხშირად იწევდა ცენტრისკენ , რითაც კრიშიტოს ეძლეოდა შეტევაში ჩართვის საშუალება , თუ გავითვალისწინებთ კრასიჩის სისუსტეს დაცვით ასპექტში  , დომენიკო პერიოდულად აღწევდა ხოლმე მეტოქის საჯარიმოს . კრიშიტოსა და როსის გადაადგილებები მოედანზე , კარგად ჩანს შემდეგ ვიდეოში .

მარჯვენა ფლანგი ასპარეზობს სხვა ტაქტიკით . ფორვარდი მესტო თამაშობს სიღრმიდან , რომელსაც აქტიურად ეხმარება მარჯვენა ფლანგელი რაფინია . შემდეგ ვიდეოში კარგად ჩანს ამ დუეტის ასპარეზობა და ასევე მცდელობა გენუური გუნდის , გადაიტანოს ბურთი საპირისპირო ფლანგზე , ისინი ცდილობენ გამოიყენონ შეტევის ყველა ფრონტი , რომელსაც ვერ კეტავს იუვენტუსის ოთხ კაციანი ნახევარდაცვის ხაზი .

ვიდეო ამასთან ერთად კარგად აჩვენებს თუ როგორ არიან ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული ,  იუვეს დაცვის და ნახევარდაცვის ზონები , რითაც ხელს უშლიან ჯენოელებს ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანაში – თამაში ტონიზე ასევე უშედეგოა , რადგან ბონუჩი – კიელინის დუეტი უშეცდომოდ იდგა .

შედეგად , ჯენოამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ შეაწუხა სტორარის კარი , როდესაც კრიშიტოს დარტყმული ძელს მოხვდა . უნაკლო ჰორიზონტალური გადაადგილებები , წარმატების გარანტია – რადგან ასეთ შემთხვევაში სრულად იკეტება საკუთარი საჯარიმო . დაცვით ფაზაში , მელო ძალიან კარგად ახდენდა მეტოქის საყრდენ ნახევარმცველებზე პრესინგს , რომელიც ხშირ შემთხვევაში წარმატებით სრულდებოდა . შემდეგ ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ ართმევს ბურთს ველოზოს ფელიპე და გენუური გუნდის საჯარიმოსთან ახლოს , ახორციელებს საკუთარი გუნდისთვის მწვავე იერიშს .

შემდეგ სურათში კარგად ჩანს თუ როგორ წევს ზევით , პირველი გაშვებული გოლის შემდეგ  ჯენოა , პრესინგის ხაზს . ველოზო და მილანეტო ცდილობენ ხელი შეუშალონ აკუილანის და მელოს ბურთის ცირკულაციაში . პლიუს ამასთან მესტო ცდილობს შეზღუდოს გადაცემები უკან , გროსოზე .

კულიარელას მოძრაობაზე ბურთის მიმართულებით , აძლევს საშუალებას კიელინის , განახორციელოს შეტევა ვერტიკალური მიმართულებით .

კუალიარელას გადაადგილებები , მისი პასები და ბურთის დაჭერა , ფუნდამენტალურ როლს ასრულებს , ბურთის ცირკულაციაში იუვენტუსისთვის .  შემდეგ ვიდეოში ჩვენ ვხედავთ როგორ ეხსნება იგი პარტნიორებს ბურთის მისაღებად , ხოლო მიღებისთანავე უბრუნებს უკან აკუილანის , რომელიც ასევე არის მზად ყოველთვის ბუთის მისაღებად და არ უჭირს შეტევის ფლანგის შეცვლა , მაგალითად როგორც ეხლა როდესაც ბურთი კრასიჩის ფლანგზე ინაცვლებს .

როდესაც ვაქებთ კუალიარელას , არ შეიძლება აკუილანის დავიწყებაც , რომელიც ფას დაუდებელ როლს ასრულებს ტურინის იუვენტუსის წარმატებულ შემტევით ასპარეზობაში . მაგალითად , კრასიჩის გოლის მომენტში , ერთი შეხედვით შესაძლოა მისი მოკლე პასი კუალიარელაზე ბანალურად გამოიყურება , მაგრამ მას საკმაოდ დიდი დატვირთვა ჰქონდა – რადგან დროულად ხორციელდება გადაცემა კრასიჩზე .

როდესაც ველოზო ჩვენს გმირზე , ახდენს პრესინგს – ალბერტო თამაშობს საკმაოდ მარტივად . შემდეგ ეპიზოდში ვხედავთ თუ როგორ ავიწროვებს ველოზო და როსი აკუილანის , აქედან ყველაზე მარტივ ვარიანტად გამოიყურება გადაცემა ბონუჩიზე …

ალბერტო რომელიც ყველაფერს ხედავს , მიუხედავად იმისა რომ ზურგით იმყოფება მეტოქის კარისკენ , აწოდებს ბურთს მოტას – რომელიც თავისუფალია რადგან როსი ბონუჩიზე წავიდა . ეს გადაცემა  , რომელიც საკუთარ ნახევარზე განხორციელდა , აძლევს შავ თეთრებს საშუალება წამოიწყონ მწვავე იერიში .

მეორე ნახევარში ბალარდინი აწყობს საკუთარ გუნდს 4-3-1-2 ტაქტიკურ სქემაზე , რაფინია და კრიშიტო უკან დახეულ ნახევარმცველებს თამაშობდნენ , თუმცა იყო ეპიზოდები სადაც ერთ ხაზზეც კი იყვნენ ფორვარდ ტონისთან . მიუხედავად ამისა ჯენოას წინა ხაზი ამით ვერაფერ სარგებელს ვერ პოულობს . იუვეს დაცვითი ხაზის ელასტიური გადაადგილებები მოედნის მთელ პერიმეტრზე , არანაირ შანს არ უტოვებს მეტოქეს .

ცენტრში საერთოდ უშანსოდ გამოიყურებოდა ჯენოა , რადგან მოედნის ამ მონაკვეთში იუვეს ფეხბურთელი მჭიდროდ და აგრესიულად თამაშობდნენ . შემდეგ ვიდეოში კარგად ჩანს , რომ ტონის გარშემო მომენტალურად იუვეს ხუთი ფეხბურთელი ექცევა .

უკანა ხაზის ერთადერთი შეცდომა ხორციელდება , თამაშის ბოლო წუთებზე . ამ შეცდომას აკეთებს კიელინი ინდივიდუალურად . ატყუებინებს რა თავს დესტროს და ზურგს უკან უშვებს ხარჯას .

კრასიჩის მოედნიდან გასვლის შემდეგ , დელ ნერი ფლანგზე აკუილანის აყენებს , ცენტრში კი სისოკოს – თუმცა მალელს ვერ გაუგია რა უქნას ბურთს და შესაბამისად , ჯენოელები იგდებენ მოედნის ცენტრს საკუთარ ხელში – ამის გამო ალბერტო უბრუნდება მოედნის შუა ხაზს , ხოლო სისოკო მარჯვენა ფლანგზე ინაცველბს – თუმცა მალევე  ჯიჯის გაჰყავს იგი მისივე თხოვნით  მოედნიდან – სისოკო ბრუნდება თავდაპირველ პოზიციაზე . გენუელები კი საბოლოო ჯამში ვერაფრით ვერ ცვლიან მატჩის მიმდინარეობს , შეცვლებმა არ გაამართლეს – მთელი მატჩი ჯენოა უშედეგოდ ცდილობდა იუვეს საკმაოდ კარგად და სწორად განლაგებული დაცვითი რიგების გარღვევას .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi sidiani
13 years ago

sagol avtors kargad gimushavia.kargi statiaa

13 years ago

cota cota nelnela da sev chven avrt italisudzileres klubi :* forza jvuee!!

gio jishkariani
13 years ago

მაგრამ ეხლა იუვე სხვა ფეხბურთს თამაშობს მელოც მარკიზიოც და აკვილანიც ბურტს იჩერს და ბურთს აკონტროლებენ მაგრამ სისოკო ნაჩხუბარია ამ ბურთან ეს ხო მაინც ვიცით და მარტო წელს არეჩხუბება ამ ბურთს

gio jishkariani
13 years ago

ხო მარა ვისთვის იყო გმერთი ? :mrgreen: ან სიჩქარეები შუაში არ არის საჩირო? ფლანგზე გეთანხმები საჭიროა სიჩქარეები მაგრამ როგორც ფლანგზეა სიჩქარეები საჩირო ისე შუიდან არის საჭირო ძმა და ერთადერთი პლიუსი სისოკოსი ნუ გამორჩეული სწრაფი სიჩქარეა და მაგ სისცრაფის გამო ახერხებდა ასე თუ ისე შეტევის ჩაშლას

giorgi tsotsoria
13 years ago

სიჩქარე წყვიტავს როდესაც არის ფლანგის მცველზე ან ნახევარმცველზე ლაპარაკი ( სისოკო არცერთი არაა) მითუმეტეს არ აკლია

მასეთი ლოგიკით მაშინ მელო წელსვე უნდა გაგვეგდო თუ ერთი სეზონით აფასებ ფეხბურთელს

სისოკო იყო გუნდის ლიდერი ნახევარდაცვაში

წელს 10 თამმაშიდან 6-ში როა და ისიც 15 წუთით მაგას თამაში არ ქვია

ინტერან თუ რამე ართმევა და შეტევა იყო ყველგან მომო იყო

უბრალოდ ტრამვების გამო დაიტანჯა თორე რატომღაც არ მახსოვს არცერთი ცუდ კომენტარი სისოკოზე წინა სლებში

პირიქით ღმერთი იყო სულ და ეხლა გახდა გოიმი?

gioiuve
13 years ago

დზმებო დამეხმარეთ… სიახლის გამოქვეყნებისთვის ვის უნდა მივმართო ან როგორ უნდა მოვიქცე?

gio jishkariani
13 years ago

და კიდე ინტერთან მარკიზიომ გაიტანა ძალიან ლამაზი გოლი და არა სისოკომ მაგრამ მე არვამბობ მარკიზიომ მოიგო ის თამაშითქო ის თამაში 11 ფეგბურთელმა ერთად მოიგო პლიუს 8 სათადარიგოთა საკამიდან,მარტო მესიც ვერ იგებს არგენტინაში თამაშებს რაც არაერთხელ დამტკიცდა და ბარსაში განუმეორებელი იმიტომ არის რო იქ ჩავი და ინიესტა ყავს ტუ არაფერს ვიტყვით ალვეშზე პედროზე ვილაზე და კიდე ბევრის ჩამოთვლა შეიძლება

gio jishkariani
13 years ago

ფეხბურთი გაქვს ნათამაში? მე გეუბნები პროფესიონალურად?და იმიტომ გეუბნები გაქვს თუ არა ნათამაშებითქო რო ანუ ვისაც აქვს ფეხბურთი სასურველია ეს პროპისიონალურ დონეზე კარგათ იცის მოედანზე 3 ნელი ფეხბურთელის და იმათში ერთი სწრაფი კაცის ფასი… როგორ არნიშნავს სიჩქარეები რამეს? ან რითი ჯობია სისოკო მელოს? ერთი ძლიერი მხარე მითხარი სისოკოსი რაც მელოს მინიმუმ მაგაზე ორჯერ ძლიერი არ აქვს,და სისოკოს თუ ბარსა ეპატიჯებოდა საკითხავია ეგ კიდე მართალი ინფორმაცია იყო თუ ერთ ერთი მორიგი ჭორი მასე არსენალს და არსენ ვენგერს უთამაშებელი მელო უნდოდა,მე სისოკოს ბევრი ჩავარდნილი თამაში მახსოვს და მარტო შარშან სანსიროზე დაიწყო თუ არა თამაში ეგრევე არაპრის გამო თავი გააგდებინა და რაგა შორს მივდივართ… Read more »

dima gordeladze
13 years ago

აბსოლიტურად გეთანხმები, მე ვთამაშობ ფეხბურთს, მაგრამ ჯერ მხოლო 15 წლის ვარ, არ მოგატყუებ და პროფესიონალურ დონეზე უკვე ვთამაშობ, ჩემ ხელების ერთ-ერთ საუკეთესო ტურნირზე. სისოკო შეიძლება გამოიყენო მხოლოდ და მხოლოდ ჩამშლელად, აი ისეთ სიტუაციებში როგორიც არის მაგალითად, ბარსელონა ინტერი რო იყო ბარსელონაში მხოლოდ თავის დაცვაზე რომ ფიქრობდნენ და არანაირ ფეხბურთის შენარჩუნებაზე, ამ შემთხვევაში სისოკო ძაან კარგი იქნება მაგრამ, მელოს იმიტომ ვერ ჯობია რომ მელოს შეუძლია ჩაშალოს და შეტევაც წამოიწყოს. იუვენტუსი კი უფრო ბურთის დაჭერაზე ფიქრობს რომლის დროსაც სისოკო მელოს ვერ ჯობია

giorgi tsotsoria
13 years ago

წელს სისოკო თამაშობს ბოლო 15 წუთი ზამენაზე და რას იზავს მესია თუ მარადონა წინა წლებში ძირითადი ასეთი იყო: მარკიზიო მელო სისოკო კამორანეზი პოულსენიო ზამენაზე იყო ტიაგო სულ არ იყო ზანეტი კიდე მელოს გადააყოლეს რომელი თამაში უნდა გაიხსენო იმ დროის როდესაც სისოკოს ენდობოდნენ და ჩაეგდოს მე ეგეთი არ მახსენდება თუ იმ დროს არ გავითვალისწინებთ როცა ტრამვა ქონდა ან რამადანისგან იყო დასუსტებული ინტერთან თამაში მარტომ მოიგო ის რომ იუვე მერე უკვე წახდა ხელიდან ყველაზე ნაკლებად სისოსკო ეტყობოდა გუნდის ლიდერი იყო და ვლოცულობდით რომ ტრამვა არ მნიეღო ( კაცს ბარსა ეპატიჟებოდა) და წელს უცებ დაავიწყდა ფეხბურთი და საშიენელებაა მასე არაა სწორი ის რომ… Read more »

gio jishkariani
13 years ago

ძმა თუ ამ კაცის თამაშებს უყურებ და სისოკოს როგორც ფეხბურთელის დაბალ დონეს ვერ ხედავ მარტო იუვედან კი არა ნებისმიერი მეტოქიდან რომელიც ჩვენ წინააგმდეგ თამაშობს ანუ ორივე გუნდიდან წელს რაც ითამაშა ყველა შემთხვევაში ძაან სუსტი იყო,გეთნხმები წინა ორ სეზონში სისოკო კარგი იყო მაგრამ ვის ფონზე? პოულსენის რომელიც საერთოდ დაიკარგე ლივერპულში და ტიაგო რომელიც ატლეტიკოში ძაან ცვალობს და ხან არის ძირითადში და ხან არა მაგრამ გირებულს მაინც არაპერს აკეთებს იქ,და კიდე ძანეტი იყო სისოკოს დროს შუაში კაცურად მითხარი რომელია ჩამოტვლილებიდან ნამდვილი ჩამშლელი ? და ამ ხალხისფონზე ეს გიჯივით დარბოდა და რადგან ოგონც სხვებთან შედარებით მეტს შლიდა მაგარი გვეგონა არადა ძაან ბევრი ბურტები… Read more »

giorgi tsotsoria
13 years ago

რატო დაბოლდა ტო სისოკო რაც გადმოვიდა იმის მერე “მკვდარი გუნდის” ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ძალიან მაგარი კაცია მომო უბრალოდ არ ათამაშებს დელ ნერი და სისოკოც შესაბამისად ამოვარდნილია ფორმიდან.ამას ემატება უხასიათობა და შედეგიც სახეზეა მე რო მკითხო მელოზე უფრო საინტერესო მრავალ პროფილიანი და საინტერესო იგროკია მელოს საქმე არის მოედნის შუა ხაზიდან მეტოქის მხარეს მაქსიმუმ 10 მეტრში და საკუთარ მხარეს 40 50 მეტრში თამაში. ანუ სუფთა ჩამშლელი და ეგრევე აკუილანიზე პასის მიმცემი. მომო კიდე (კარგ ფორმაში) გარდა იმისა რომ მთელ მოედანს აკონტროლებს ,თავდასხმაშიც ერთვება ,ბურთსაც ათრევს მეტოქის საჯარიმომდე, და 90 წუთი ყველა ადგილზე დარბის თან ისეთი ზაპასით რო ლამის კიდე 90 წუთიც… Read more »

gio jishkariani
13 years ago

ნუუ 1000 მეტი არა :mrgreen:

gio jishkariani
13 years ago

ძაან მაგარი ანალიზია და ყველამ ვიცით იუვემ წინა ტურში მართლა მაგრათ ითამაშა, მაგრამ სისოკოზე მინდა ვთქვა ან ლივერპულში როგორ მოხვდა ან იუვე რატო დაბოლდა ამ ფეხბურთელში ყველა კარგათ ვხედავთ რო ბურთის გაჩერება არიცის დარტყმაც არიცის კიდე კაი მილანთან ფეხი ააცილა და ალექსამ შეაგდო მერე, პასი ამ კაცს არააქვს და მოედნის ხედვა. მარტო სირბილი ნებისმიერმა აფრიკელმა იცის ამაზე ახალგაზრდა მოიყვანონ ვინმე თან აფრიკიდან რო წამოიყვანონ ქარტულ ფულზე რო ვთქვატ 100 ლარი დაჯდება ერთი ესეთი ტან ყმაცვილი :mrgreen::mrgreen:

13 years ago

გაიხარე დავით, ჯიგარი ხარ

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x