ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აკუილანი იმედიანად არის განწყობილი

ჯენოასთან მატჩში , იუვეს ცენტრალური ნახევარმცველი , ერთ ერთი გამორჩეული ფიგურა იყო მოედანზე და საერთოდაც უნდა აღინიშნოს , რომ სკუადრა აძურის წევრი იბრუნებს თავის ჩვეულ ფორმას . სწორედ ამიტომაც ანერვიულდა გულშემატკივარი , როდესაც აკუილანიმ მატჩის მეორე ნახევარში შეცვლა მოითხოვა . საბედნიეროდ ეს მხოლოდ კუნთების გადაღლილობა აღმოჩნდა და ალბერტო შესძლებს , შაბათს  მოედანზე გამოსვლას .

” მატჩის მე – 80 წუთზე კუნთების გადაღლილობა ვიგრძენი  და სწორედ ამიტომ ვთხოვე დელ ნერის შევეცვალე . თავიდანვე მშვიდად ვიყავი , რადგან ვიცოდი რომ სერიოზული არაფერი მჭირდა . ამიტომ სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ  , რომ ფიორენტინასთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები “ .

აღსანიშნავია ერთი საკმაოდ საინტერესო ფაქტი , სეზონის სტარტიდან მოყოლებული გუნდი არ დამარცხებულა იმ მატჩებში , სადაც აკუილანი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა   :  ” კიდევ ერთი გამოწვევაა . წარმატებული პერიოდი გვიდგას და აუცილებელია მისი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელება . ბოლო მატჩებში  დავამტკიცეთ , რომ გაგვაჩნია ის საფეხბურთო მახასიათებლები , რისი საშუალებითაც შეგვწევს ძალა დავამარცხოთ ისეთი რთული გუნდები , როგორიც მაგალითად ჯენოაა . სწორ გზას ვადგავართ და აუცილებელია პროგრესირების გაგრძელება , სწორედ ეს გახდება ჩვენთვის , წარმატების მომტანი  “ .

რომასთან და ჯენოასთან დაპირისპირებების შემდეგ , ფიორენტინას ჯერიც დადგა :  ”  ფიორენტინა დიდებული გუნდია . შესაძლოა მათ რიგებში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია , თუმცა არიან მწყობრში ისეთებიც , რომლებსაც ძალუძთ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე არაერთი თავსატეხის შექმნა იუვესთვის . აუცილებელია ამ დაპირისპირებას სწორი განწყობით შევხვდეთ . ნამდვილად არ გველოდება იოლი გასეირნება , პირიქით “ .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

9 thoughts on “აკუილანი იმედიანად არის განწყობილი

  1. El Niño – და რად გინდა აკვილანი ლივერპულშიი!!?? მერე ჯერარდი უნდა ამოგიგდოთ სასტავიდან აკვიმ და უნდა დაიწყოთ წუწუნიიი!!! ასე რომ იყოს სადაც არის ; )

    1. შენ ამ კომენტარის დასაწერად დარეგისტრირდი ?

      არა მგონია ლივერპულმა ეგ დაიბრუნოს, მეირელეში და პოულსენი კაიფზე არ უყიდია

  2. ისე გაგეცინება და ერთით ნოლი მომენატრა იუვეს შესრულებიით!!!! კარგად მახსენდება ის მეგა გუნდიი მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურს რომ აღწევდა

  3. კაია ჩვენი აკვი მწყობრში რომ არის!!! რატომღაც დარწმუნებული ვარ რო ფიორეს ტურინში ძალიან ცუდი დღე დაადგება!!! ჩემი აზრით გავანადგურებთ.. თან მაგრა!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.