ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აკუილანი იმედიანად არის განწყობილი

ჯენოასთან მატჩში , იუვეს ცენტრალური ნახევარმცველი , ერთ ერთი გამორჩეული ფიგურა იყო მოედანზე და საერთოდაც უნდა აღინიშნოს , რომ სკუადრა აძურის წევრი იბრუნებს თავის ჩვეულ ფორმას . სწორედ ამიტომაც ანერვიულდა გულშემატკივარი , როდესაც აკუილანიმ მატჩის მეორე ნახევარში შეცვლა მოითხოვა . საბედნიეროდ ეს მხოლოდ კუნთების გადაღლილობა აღმოჩნდა და ალბერტო შესძლებს , შაბათს  მოედანზე გამოსვლას .

” მატჩის მე – 80 წუთზე კუნთების გადაღლილობა ვიგრძენი  და სწორედ ამიტომ ვთხოვე დელ ნერის შევეცვალე . თავიდანვე მშვიდად ვიყავი , რადგან ვიცოდი რომ სერიოზული არაფერი მჭირდა . ამიტომ სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ  , რომ ფიორენტინასთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები “ .

აღსანიშნავია ერთი საკმაოდ საინტერესო ფაქტი , სეზონის სტარტიდან მოყოლებული გუნდი არ დამარცხებულა იმ მატჩებში , სადაც აკუილანი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა   :  ” კიდევ ერთი გამოწვევაა . წარმატებული პერიოდი გვიდგას და აუცილებელია მისი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელება . ბოლო მატჩებში  დავამტკიცეთ , რომ გაგვაჩნია ის საფეხბურთო მახასიათებლები , რისი საშუალებითაც შეგვწევს ძალა დავამარცხოთ ისეთი რთული გუნდები , როგორიც მაგალითად ჯენოაა . სწორ გზას ვადგავართ და აუცილებელია პროგრესირების გაგრძელება , სწორედ ეს გახდება ჩვენთვის , წარმატების მომტანი  “ .

რომასთან და ჯენოასთან დაპირისპირებების შემდეგ , ფიორენტინას ჯერიც დადგა :  ”  ფიორენტინა დიდებული გუნდია . შესაძლოა მათ რიგებში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია , თუმცა არიან მწყობრში ისეთებიც , რომლებსაც ძალუძთ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე არაერთი თავსატეხის შექმნა იუვესთვის . აუცილებელია ამ დაპირისპირებას სწორი განწყობით შევხვდეთ . ნამდვილად არ გველოდება იოლი გასეირნება , პირიქით “ .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

El Niño – და რად გინდა აკვილანი ლივერპულშიი!!?? მერე ჯერარდი უნდა ამოგიგდოთ სასტავიდან აკვიმ და უნდა დაიწყოთ წუწუნიიი!!! ასე რომ იყოს სადაც არის ; )

13 years ago

როგორაა აკვილანი შენი როცა აქუ ჩვენია, ლივერპულისაა :

Gio Darja
13 years ago
Reply to 

შენ ამ კომენტარის დასაწერად დარეგისტრირდი ?

არა მგონია ლივერპულმა ეგ დაიბრუნოს, მეირელეში და პოულსენი კაიფზე არ უყიდია

Gio Darja
13 years ago

1-0 დამთავრდეს და სტორარიმ გაიტანოს თავით :D სულ მკიდია ანგარიში მთავარია სამი ქულა ავიღოთ

13 years ago

ისე გაგეცინება და ერთით ნოლი მომენატრა იუვეს შესრულებიით!!!! კარგად მახსენდება ის მეგა გუნდიი მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურს რომ აღწევდა

13 years ago
Reply to  Dutch

ხოო რაა. უბრალოდ ერთით მეტი მოუვიდათ ჯენოასთან.. მარა არაუშავს ეპატიებათ:-D

13 years ago

კაია ჩვენი აკვი მწყობრში რომ არის!!! რატომღაც დარწმუნებული ვარ რო ფიორეს ტურინში ძალიან ცუდი დღე დაადგება!!! ჩემი აზრით გავანადგურებთ.. თან მაგრა!!!

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x