ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

200 დღე გასაჩივრებიდან…

ნეაპოლში მიმდინარე საასამართლო პროცესების კვალდაკვალ ფარდა ახალ დეტალებს ეხდება და “იუვენტუსსაც” იმედი აქვს, რომ სასამართლოში შეტანილი სარჩელი შედეგს გამოიღებს და “ბებერ ქალბატონისთვის” ჩამორთმეული “სკუდეტოები” ისევ ტურინული  გრანდის “ტიტულების ოთახს” დაუბრუნდება. სარჩელის შეტანის შემდეგ 200 დაძაბული დღე გავიდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. “იუვენტუსს” მოთმინება მართებს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანკარლო აბეტე ეხმაურება ფედერალური პროკურატურის ჩართვას გამოძიების საქმეში და ამ თემაზე tuttosport -თან საუბრობს: “ ჩვენი მიზანია ყურადღებით განვიხილოთ “იუვენტუსის” სარჩელი. ტურინულ კლუბთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ცხადია ფედერალური უწყება ავტონომიური ორგანოა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. მინდა შეგახსენოთ, რომ უწყებამ მუშაობა მაშინ დაიწყო, როცა სასამართლომ სატელეფონო ჩანაწერები ოფიციალურად მიიღო მხედველობაში. ასეა თუ ისე, სხვის კომპეტენციაში ჩარევა ჩვენი საქმე არაა.” -განაცხადა აბეტემ ნეაპოლის სასამართლო პროცესებთან მიმართებაში.
წყარო: goal.com

4 thoughts on “200 დღე გასაჩივრებიდან…

  1. აბატეს ნეიტრალური უჭირავს …. როგორც ჩანს … ან რავი მაინც იტალიაა მანდ ნეიტრალურს ვერ დაიჭერ

    თუმცა არ იგრძნობა რაღაც მორატის მხარეს ყოფნა , თითქოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

არ გამოგრჩეთ