იუვენტუსი – მანჩესტერ სიტი ( წინასამატჩო პრესკონფერენცია )
” სიცრუეა თითქოს ჩვენ მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოყვანას ვაპირებდეთ მოედანზე ” . ლუიჯი დელ ნერი თავიდანვე უსვამს ხაზს , რომ გუნდი არ აპირებს ძალების შენარჩუნებას სიტისთან შეხვედრაში . დიახ , შესაძლოა სატურნირო ცხრილისთვის ამ მატჩს არანაირი ინტერესი არ გააჩნია , თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა . ” ორი აზრი არაა , რომ პირადად ჩვენთვის , კიევოსთან დაპირისპირება უფრო ფასეულად გამოიყურება , მაგრამ ყველა ღონეს ვიხმართ რათა დადებითი შედეგით დავასრულოთ ევროპა ლიგაზე ასპარეზობა . გვსურს გამარჯვებით დავასრულოთ გათამაშება “ … ( გაგრძელება სრულიადში )
ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით ,მწვრთნელმა რამდენიმე მინიშნება გააკეთა …
” შესაძლოა პირველივე წუთებიდან , გრიგერა ვიხილოთ და რაც შეეხება ლეგროტალიეს ის 100 % – ით ითამაშებს . ცენტრში ადგილს სავარაუდოდ მელო და სისოკო დაიკავებენ . ბონიპერტი ? ის იქნება განაცხადში კამილიერისთან , ჯანდონატოსთან , ჯანეტისტან და ბიუხელთან . მათ ექნებათ შანსი ან სასტარტოდან დაიწყონ მატჩი , ანაც შეცვლაზე შემოვიდნენ ” .
მძიმე მატჩი ელის გუნდს სიტისთან …
” დაგვიპირისპირდება საკმაოდ ხისტი გუნდი , რომელიც ამ ეტაპზე შინაურ ასპარეზე მეორე პოზიციაზე იმყოფება და რომლის რიგებშიც , არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ირიცხებიან . ჩვენ კი უნდა ვიხილოთ , ერთ მუშტად შეკრული იუვენტუსი , უშუალოდ მატჩზე კი ვიტყვი , რომ კარგი სანახაობა გველოდება წინ . არცერთ გუნდს არ ესაჭიროება შედეგი , მაგრამ ისინი ღირსების გამო გამოვლენ მოედანზე ” .
ევროპა ლიგაზე იტალიურმა გუნდებმა ამაზრზენად იასპარეზეს …
” მხოლოდ ნაპოლი დარჩა ამ ტურნირზე , მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი ფეხბურთი იზრდება . მოგვცა თუ არა ოპტიმისტური განწყობის საშუალება ამ ტურნირმა მომავლისთვის ? დელ ნერი , გახლავთ იუვენტუსის მწვრთნელი , რომლის გუნდი ამ გათამაშებაში აღარ ასპარეზობს . დავმარცხდით , თუმცა დავტოვეთ კარგი შთაბეჭდილება მანჩესტერში და პოლონეთში , მიუხედავად საშინელი კლიმატური პრობლემებისა . ვთვლი , რომ ჩემმა გუნდმა მშვენივრად იასპარეზა ამ გათამაშებაში . ისიც გასათვალისწინებელია , რომ რიგი მატჩები მაშინ გავმართეთ , როდესაც გუნდი ჯერ შენების პროცესში იმყოფებოდა “ .
ლუიჯი დელ ნერისთან ერთად პრესკონფერენციაზე , ნიკოლა ლეგროტალიეც იმყოფებოდა …
” არაერთი წელია რაც იუვეს ღირსებას ვიცავ და დიდი ხანია უკვე მივხვდი , რომ ამხანაგური მატჩები არ არსებობს . არავის სურს თამაში ვალის მოხდის მიზნით , აქ საკუთარი კლუბის პრინციპებია პირველ პლანზე წამოწეული და მათი ღირსება . ამასთან ერთად ეს რეზერვისტებისთვის არის იდეალური შანსი გამოამჟღავნონ საკუთარი შესაძლებლობები . მათ შეეძლებათ მომავალში დიდი თავისტიკივილი გაუჩინონ მწვრთნელს , სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას . ვიხწვი იმისთვის , რომ გავიდე მოედანზე და ყველაფერი გავიღო ჩემი გუნდის წარმატებისთვის ” .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
სიტის უნდა მოვუგოთ რო ქულები დავიწეროთ რა , … ყველას თვალსი და იტალიის ჩემპიონატიც ცოტა წინ წავწიოთ/
მიუხედავად იმისა რომ წინ სერია ა ელით და დელ ნერის ძირითადი სასტავი გაყავს სიტისთან ძალიან სწორადაც იქცევა, პრემიერ ლიგელებს თავები დიდი ვინმეები რო გონიათ რატო უნდა მოვაგებინოთ სიტის და სასაცილოები გავხდეთ ! მივუჩექმავთ თავ პირს :D