ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა კმაყოფილია კრასიჩის ტრანსფერით

ტურინის იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა  ,  ჯუზეპე მაროტამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა , რომ საოცრად დაძაბულ სიტუაციაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მოსკოვურ კლუბთან , მილოშ კრასიჩის თაობაზე  . თუმცა , საბოლოო ჯამში სერბი გარემარბი იუვეში ჩაირიცხა და უნდა ითქვას საკმაოდ სწრაფ ტემპში მოახერხა ადაპტაციის გავლა :  ” მოლაპარაკებები სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა რუსულ მხარესთან , მაგრამ ფეხბურთელის დაუფარვმა სურვილმა , ეასპარეზა იუვეში , თავისი მაინც გაიტანა . როგორც ხედავთ ყველამ ის მიიღო რაც სურდა . მილოშის მაღალ საშემსრულებლო დონეში ეჭვი არასოდეს შემპარვია , მაშინ არც მე და არც მირკო ნალეტიჩი , რომელიც ტურინულ მხარეს წარმოადგენდა , არ გავაგრძელებდით მოლაპარაკებებს ამდენი ხნით . თუმცა , ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული იმაში , რომ მილოში ასე მალე გაივლიდა ადაპტაციას როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება “ . (გაგრძელება სრულიადში ) …

მაროტას ჰკითხეს ასევე , ინტერესდებოდა თუ არა კრასიჩის გარდა კიდევ რომელიმე ფეხბურთელით , რომელიც რუსულ საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობდა …

” ჩემი პასუხი ისედაც ნათელია , არ მეთანხმებით ? ვინმეზე რომ განმეხორციელებინა დაკვირვება , ამაზე არაფერს ვიტყოდი. მოდი ასე ვთქვათ , რუსული ლიგა ისევე როგორც უკრაინული , ჩვენი თვალთახედვის არეშია ყოველთვის ” .

მაროტამ სპალეტიზეც ისაუბრა …

” ლუჩანო უმაღლესი დონის პროფესიონალია და ამასთან ერთად პატიოსანი პიროვნებაც გახლავთ . მოხარული ვარ მისი წარმატებით , რასაც ბოლოს მიაღწია . ვფიქრობ , მას მოსწონს სანკტ პეტერბურგი და ზენიტთან ერთად შეეცდება კიდევ არაერთი ჯილდო მოიგოს ” .

წყარო : Goal.com

10 thoughts on “მაროტა კმაყოფილია კრასიჩის ტრანსფერით

  1. ამა ასევე აბოდებს ჯეკოზეც და ალბათ ედინიც ისევე გამოადგება იუვეს როგორც კრასიჩი.

    უკვე იუვეს ხელმძღვანელობის ისე მჯერა რომ დაჟე დარწმუნებული ვარ ხორხე მარტინესი რო ხორხე მარტინესია:D:D ეგეც მაგრად გამოგვადგება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.