ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 1-1 მანჩესტერ სიტი ( დელ ნერის მატჩისშემდგომი კომენტარი )

პირველივე მატჩი , სასტარტო შემადგენლობაში , ნიკოლა ჯანეტისთვის შედეგიანი გამოდგა . ახალგაზრდა ფეხბურთელმა 43 წუთზე მოახერხა და მანჩესტერ სიტის კარში გოლი გაიტანა . პრიმავერას რიგებიდან , მოედანზე კიდევ რამდენიმე მოთამაშე გამოჩნდა : ბუხელი , ბონიპერტი და კამილიერი . მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია ,  დელ ნერიმ , სწორედ ამ ფეხბურთელებზე საუბრით დაიწყო : ” როდესაც 20 წლის ხართ , არასოდეს არ უნდა გამოეთიშოთ მატჩის მსვლელობას . ჯანეტიმ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და ყველაფერთან ერთად სხვა მოთამაშეების ფონზე დიდებულად გამოიყურებოდა , ბევრს მოძრაობდა და ეძებდა თავისუფალ სივრცეებს მეტოქის საჯარიმოში . ახალგაზრდებს უნდა დაუფასო შრომა , მათთან აგრესიის გამომჟღავნება სასურველ შედეგს არ გამოიღებს , მე სწორედ ასე ვიქცეოდი ყოველთვის “ . ( გაგრძელება სრულიადში )

” კიევოსთან შეხვედრა არ იწვევს ჩვენში დიდ ვნებათაღელვას , თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს მათთდამი უპატივცემლობას , ეს არის კარგი გუნდი , რომელსაც საინტერესო ისტორია გააჩნია მიმდინარე სეზონში . მოედნის საშინელი მდგომარეობა – წარუმატებლობის გარანტი ? მისი დღევანდელი მდგომარეობა , სიმართლე გითხრათ არ მაოცებს  , რადგან მასსზე ხშირად იმართება სარაგბო მატჩები და როგორც ჩანს კიევოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია ” .

წყარო : juventus.com

2 thoughts on “იუვენტუსი 1-1 მანჩესტერ სიტი ( დელ ნერის მატჩისშემდგომი კომენტარი )

  1. მნიშვნელობა არ ქვს მოედანი ტალახიანი იქნება გადათხრილი თუ სილიკონის… იუვენტუსი მაინც ყველა კომპონენტში დაჯაბნის მეტოქეს!!!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

არ გამოგრჩეთ