ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოპოლი : პალაციმ ბერგამო დაკითხა

5 საათის განმავლობაში საუბრობდნენ დღეს პროკურორი  პალაცი და ყოფილი სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელი  ბერგამო  . იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შენობიდან გამოსვლის დროს ბერგამომ შემდეგი რამ განაცხადა :  ” ამ თემაზე მე უკვე ვისაუბრე 2006 წელს . როდესაც ეს ყველაფერი დღეს პალაცის განვუცხადე , მან მითხრა რომ იმ პერიოდში არ არსებობდა ამის დამადასტურებელი საბუთები .  კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საკუთარი პოზიცია ამ ფაქტზე , ისინი ან ყველანი არღვევდნენ კანონს , ან პირიქით , იუვენტუსის ჩათვლით ყველა კლუბი უდანაშაულოა . უკანანოს ჩვენ არაფერს ვაკეთებდით . არარსებობს ერთი სატელეფონო ზარიც კი სადაც მე ვუთითებ რომელიმე მსაჯს ,  დაიჭიროს რომელიმე კონკრეტული გუნდის მხარე . აბსოლიტურად ყველა კლუბთან მქონდა კონტაქტი , რადგან უშუალოდ ფედერაციამ დაგვავალა მათთან მჭიდრო თანამშრომლობა . ასე რომ ჩვენ მათ განკარგულებაში ვიმყოფებოდით . ფედერაციამ გასაგებად გვითხრა , რომ ეს არ იყო უკანონო ქმედება “ .

წყარო : Tuttosport

4 thoughts on “კალჩიოპოლი : პალაციმ ბერგამო დაკითხა

  1. ამათი ბინძური ჩანაფიქრები კი ჯანი ანიელის სიკვდილის შემდეგ დაიწყო… ნუ მოკლედ მოვიდნენ დღისით მზისით და ყელი გამოგვჭრეს.

  2. მოკლედ ამ კაცმა აღიარა რომ იუვენტუსი უსამართლოდ დაისაჯა… ასე რომ თავის დროზე პრესამ და ტელევიზიამ ნაყოფიერად იმუშავეს რომ იუვენტუსი დაეძირათ.

  3. თუ იუვენტუსის ჩათვლით ყველა უდანაშაულოა მარტო იუვენტუსი რატო დაისაჯა თან ასე?
    ეგრე თუა სამართლიანობა მოითხოვს სათანადო ზომების მიღებას გაიგეთ ბიჭო?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.