ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიევო 1-1 იუვენტუსი ( მატჩის ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ კიევოსა და ტურინის იუვენტუსს შორის ჩატარებული შეხვედრის ტაქტიკურ ანალიზს …

ტურინელები სტანდარტული სქემით 4-4-2 ით გამოდიან მოედანზე . ერთადერთი სიახლე შემადგენლობაში , იყო ახალგაზრდა ჯანდონატოს გამოჩენა , რომელიც განპირობებული გახლდათ სისოკოს , მელოს და მარკიზიოს არ ყოფნით . ბიანკონერის ექს მცევლმა და ამჟამად ვერონელთა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა , სტეფანო პიოლიმ  4-3-1-2 განლაგებით დაიწყო მატჩი .

კიევო ასპარეზობდა ისე როგორც თამაშობს მთელი სეზონის მანძილზე . 4-3-1-2 მოდული , საკმაოდ დინამიურია დაცვით ფაზაში , ხოლო შეტევაში სწრაფი და ვერტიკალური გადაცემებითაა დახუნძლული . დაცვით სქემაში , კიევოს ტრეკუარტისტი არ აძლევს საშუალებას მეტოქის საყრდენ ნახევარმცველს მშვიდად მიიღოს ბურთის მოედნის ცენტრში . საყრდენი გუანა კი ფაქტიურად მეხუთი მცველის პოზიციაზე ირჯება და ამის ხარჯზე ახორციელებს პრესინგს ტურინელთა ფორვარდებზე , ამ დროს კი ნახევრად ვინგერები ფერნანდესი და მარკოლინი ფლანგელ მცველებს ეხმარებიან .

შეტევაში ვერონელები ცდილობდნენ სწრაფად თამაშს , რომ არ მიეცათ საშუალება ტურინელთათვის აეგოთ ორი თავდაცვითი ზღუდე . ამიტომ  , ართმევის მომენტიდან ხორციელდებოდა ვერტიკალური გადაცემები , რაც საერთო ჯამში ანულებდა ჰორიზონტალურ პასებს . ვერონელთა ფორვარდები იწევენ ფლანგებისკენ , ხოლო ამ დროს მათი ტრეაკუარტისტი იმ პოზიციაზე შედის საიდანაც ფორვარდებმა მცველები გაიტყუეს . საკმაოდ ბევრჯერ იქნა მათი მხრიდან გამოყენებული მარცხენა ფლანგი იუვესი , სადაც გროსო ასპარეზობდა . შემდეგ სურათზე დააკვირდებით თუ როგორ ცდილობს გაქცევას ფაბიოსგან , სერჟიო პელისიერი .

ესეთი გადაწყვიტელებები მთელი შეხვედრის განმავლობაში ხორციელდებოდა კიევოს მიერ , შემდეგ ეპიზოდში ხედავთ თუ როგორ ცდილობს მარკოლინი , მასკარდელზე გადაცემის გაკეთებას .

სრულებითაც არ იყო შემთხვევითი პენალტის ეპიზოდი  რომელიც იუვეს კარის მიმართულებით დაინიშნა , იგი ვერტიკალურ გადაცემას მოჰყვა . შეტევა იწყება მარკოლინის ვერტიკალური პასის შემდეგ მოსკარდელიზე , თამაშ გარის ზონაში . მოსკარდელი მოახერხებს ბურთის მიღებას და უკან დაბრუნებას კონსტანტაზე , თავის მხრივ კიევოს ფორვარდი ამ დროს იუვეს დაცვის სიღრმეში შეიჭრება და იბრუნებს  ბურთს საკუთარი  ტრეკუარტისგან  . ისე ამ მომენტს რო დაუკვირდეთ კიდევ ერთხელ დააფიქსირებთ კიელინის მოძრაობას , რომელიც ერთი წამით შეჩერდება და კონსტანტაზე დააპირებს წასვლას პრესინგის განსახორციელებლად   , ეს დრო კი კიევომ კარგად გამოიყენა და 11-იანი დარტყმის უფლებაც მოიპოვა , რადგან ჯორჯომ წესები დაარღვია მოსკარდელთან ორთაბრძოლაში .

იუვენტუსი კიევოს ასეთ თამაშს ,  უპირისპირებს  მოკლე მოკლე პასებს ხმელეთზე . შემტევით ფაზაში პეპე და კრასიჩი თამაშობენ უკიდურეს ფლანგებზე , რითაც ხაზს უსვამენ ტაქტიკურ სქემა 4-4-2 -ს . მარკიზიოს არ ყოფნა , დიდად ეტყობა გუნდს შემტევით ორგანიზაციებში , ამიტომ ფორვარდებს მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება უწევთ . კუალიარელას და იაკინტას დიდი ჯაფა დაადგათ ამ მატჩში და უნდა ითქვას , რომ ნორმალურად გაართვეს თავი . განვიხილოთ ერთ ერთი შეტევა იუვესი , რომელიც ფორვარდების შესრულებით ხორციელდებოდა . მატჩის საწყის წუთებში , სორენსენი აკეთებს გადაცემას იაკინტაზე , რომელიც იცავს ბურთს და უგრძელებს შეტევას ვერტიკალურად მოძრავ კუალიარელას .

შეტევა რომელშიც სორენსემა ბურთი ძელს გაარტყა , კვლავინდებურად ერთ ერთი ფორვარდისგან იწყება , კუალიარელა აკუილანის უგორებს , ეს უკანასკნელი სორენსენს რთავს შეტევაში , რომლის ზონა კრასიჩის დამსახურებით ცარიელი აღმოჩნდა . კუალიარელასთან გათამაშებული კედელის დამსახურებით კი , დანიელი ფეხბურთელი იდეალურ დასარტყმელ სიტუაციაში აღმოჩნდა , თუმცა სამწუხაროდ როგორც უკვე ითქვა ზემოთ , ბურთი ძელს მოხვდა .

თუმცა სწორედ სორენსენის შეტევას და ძელს მოჰყვა საგოლე კუთხური , რომელსაც კუალიარელა გაიტანს . ამის შემდეგ იუვენტუსი აკონტროლებდა მატჩის სადავეებს . მეორე ნახევრის დასაწყისში სიტუაცია ანალოგიურად ვითარდებოდა , მაგრამ ჯანდონატოს გაძევებისთანავე სურათი შეიცვალა და ეს იმსახურებს ჩვენს ყურადღებას . მომენტი იწყება კუთხურიდან  , რომელსაც იუვე აწვდიდა . როგორც ხედავთ სურათზე, ტურინელები ოთხ ფეხბურთელს უშვებენ ვერონელთა საჯარიმოში : იაკინტას , კუალიარელას , ბონუჩის და კიელინის . აკუილანი აწვდის . კიევო პერსონალური პრინციპით იცავს თავს და საქმეში ოთხი ადამიანი ერთვება . პლიუსი ორი ძელთან  და ორიც საჯარიმოს ხაზთან . კიდევ ორი კი საჯარიმოს გარეთ დგანან , იმ შემთხვევაში რომ გუნდმა სწრაფი კონტრ იერიში განავითაროს .

ბურთის მოგერიებისას , იგი პელისიერთან მიდის , რომელსაც გროსო იყვანდა , თუმცა მიუხედავად ამისა გამოცდილი ფორვარდი ახერხებს გუანასადმი პასის გაკეთებას . დააკვირდით ასევე სად არიან ამ მომენტში პეპე და კრასიჩი .

გუანა კი ვერტიკალური გადაცემით ნახულობს კონსტანტას , რომელიც ჯანდონატოს გაექცა .

რომ არ შევეხოთ მსაჯის გადაწყვეტილებას , აღსანიშნავია სტორარის გაუაზრებელი გამოსვლა კარიდან . სწორედ მან შექმნა საგოლე მომენტი იმ ეპიზოდში . ხოლო წესების დარღვევა  , რომელიც გამოუცდელმა ჯანდონატომ განახორციელა , წითელ ბარათად დაუჯდა .

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი იუვენტუსი , თავდაპირველად 4-4-1 სათამაშო სქემით აგრძელებს ასპარეზობას . პეპე ცენტრში ასპარეზობდა საყრდენად აკუილანის გვერდით , ხოლო მარცხენა ფლანგზე კუალიარელამ დაიწია . თუმცა სალიჰამიჯიჩის მოედნაზე გამოსვლისთანავე , რომელმაც კუალიარელა შეცვალა , პეპემ მარცხნივ გადაიწია , დაუთმო რა საკუთარი პოზიცია ბოსნიელ ფეხბურთელს . კიევო კი ცდილობს გამოიყენოს შეტევის დროს , მოედნის მთელი პერიმეტრი , ფლანგებიდან კი აქტიურად დაიწყო მცველების გამოყენება .

შემდგომ პრიოლი გადაიყვანს საკუთარ გუნდს ახალ , 4-3-3 მოდულზე . გრანოკე შეტევაში იკავებს ადგილს მარკოლინის ნაცვლად . მოსკარდელი მარცხნივ ასპარეზობდა , ხოლო პელისიერი მარჯვნივ .

იუვენტუსი თავის მხრივ არ თამაშობდა საკუთარი კარის სიახლოვეს , მიუხედავად იმისა რომ რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა და უნდა ითქვას საკმაოდ კარგად უმკლავდებოდა მეტოქის შეტევებს . შეტევაში სიტუაცია მძიმედ გამოიყურებოდა , შავ თეთრებს არ ეძლეოდათ კონტრ შეტევის განხორციელების საშუალება , მხოლოდ იაკინტა პერიოდულად იჭერდა რომელიმე ფლანგზე ბურთს და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა გუნდს .

დელ ნერი კი ტაქტიკურ გამოსავალს მოძებნის და გუნდს 4-3-1-1 მოდულზე ანაცვლებს . აკუილანი ცენტრში , მის მარჯვნივ ბრაცო , ხოლო მარცხნივ პეპე , პლეიმეიკერის პოზიციაზე კი კრასიჩმა აიწია .

შედეგად , კრასიჩი ასპარეზობდა კიევოს საყრდენის , გუანას წინააღმდეგ , ხოლო პეპე და სალიჰამიჯიჩი ვერონელთა ვინგერების წინააღმდეგ . ტაქტიკამ გაამართლა არამარტო დაცვით ფაზაში , არამედ შეტევაშიც .

გარდა კრასიჩის 60 მეტრიანი გარბენის შემდეგ შექმნილი მომენტისა , იყო კიდევ ერთი 100 % საგოლე შანსი  , რომელიც დაიბადა სერბი ფეხბურთელის არაჩვეულებრივი უნარით , შეუტიოს თავისუფალ ზონას – თან ამასთანავე მან კარგად შეითავსა ახალი როლი მოედანზე .

შემდეგი მომენტი დაიბადა იაკინტასი და კრასიჩის პრესინგის შედეგად .

ბოლო წუთებზე , დელ ნერი ცვლის კრასიჩს ლეგროტალიეთი , რომელიც იკავებს აკუილანის პოზიციას , ალბერტო თავის მხრივ იაკინტას უკან იკავებს ადგილს . პეპეს ნაცვლად მოედანზე ტრაორე ჩნდება . სწორედ ამ გადაწყობის დროს გადის გოლი იუვეს კარში . შეტევას გუანა იწყებს და აგზავნის ბურთს კვლავინდებურად გროსოს ზონაში , სადაც იდეაში ფაბიოს დახმარებას ტრაორეც უნდა უწევდეს , მაგრამ … მოსკარდელი თავური გადაცემით უბრუნებს  ბურთს გარონკეს . ეს უკანასკნელი პელისიერს უპასებს , რომელიც აფიქსირებს კიდევაც საბოლოო ანგარიშს 1-1 .

შედეგი :

მიუხედავად შედეგისა , იუვენტუსის თამაშით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ . გუნდი ასპარეზობდა უსაშინლეს მოედანზე , სამი წამყვანი საყრდენი ნახევარმცველის გარეშე და მატჩის 47 წუთი საერთოდ 10 კაცით იდგა მოედანზე . ყველაფერთან ერთად კრასიჩმა და იაკინტამ ორი 100 % მომენტები გააცუდეს , რისი რეალიზების შემთხვევაში თამაში დასრულდებოდა . პენალტის გარდა კი კიევოს ფაქტიურად არაფერი შეუქმნია .

ფორვარდთა დუეტი კარგად მოძრაობდა მოედანზე და ერთმანეთსაც იდეალურად ეხსნებოდნენ . იაკინტა ყველაფერთან ერთად კარგად უქმნიდა სივრცეს საკუთარ პარტნიორებს , როდესაც გუნდი 10 კაცით დარჩა მოედანზე .

კარგად გამოავლინა საკუთარი პროფესიონალიზმი დელ ნერიმ , როდესაც კლუბი 4-3-1-1 ზე გადააწყო . კრასიჩის და პეპეს მოედნიდან გაყვანა კი იძულებით განხორციელდა , რადგან ორივე მათგანს უბრალოდ ძალა აღარ ჰქონდათ . პლიუს ამასთან , ჩემი აზრით არჩევანი რომელიც გაკეთდა იაკინტას სასარგებლოდ , რიცხობრივი უმცირესობის პერიოდში , მაინც გამართლებული ნაბიჯი იყო .

კიდევ ერთი შეხვედრა სადაც იუვენტუსი იმსახურებდა სამ ქულას , თუმცა ამჯერად უნდა ითქვას , რომ ორი დაკარგა . ჯორჯომ ითამაშა საოცრად ცუდათ პენალტის ეპიზოდში . ჯანდონატოს ეპიზოდში მთავარი დამნაშავე კი გახლავთ სტორარი . გოლის მომენტში კი სორენსემა დაკარგა პელისიერი . სწორედ ამ ერთეულმა შემცდომებმა მოიტანა ის შედეგი რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა .

მოკლედ ის რაც წინა მატჩებში ხორციელდებოდა , კიევოსთანაც განმეორდა . დაცვაში მხოლოდ ერთეული შეცდომები იშვება , შეტევაში კი რეალიზაცია ჭირს საოცრად . იმედს გამოვთქვამთ , რომ 2011 წელს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება ამ ასპექტში .

წყარო : uccellinodidelpiero.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
13 years ago

დავბრუნდი..როგორ მომენატრა ააქაურობა :D

ინტერნეტი არ მქონდა და ვერ შემოვდიოდი :D

giorgi tsotsoria
13 years ago

უკვე მერამდენედ 3 ქულას ვკარგავთ სრულიად უაზროდ აი სრულიააად

რომა,ფიორენტინა, ბოლონია,ბრეშა,კიევო.

საშუალოდ 15 ქულა ქარს გავატანეთ არადა აშკარად მოსაგები თამაშები იყო

ერთადერთი გასამართლებელი საბუთი კიევოსთან ისაა რომ ნახევარდაცვაში არავინ არ გვყავდა

და ამას პლიუს პენალი პლიუს წითელი პლიუს მომენტების ფლანგვა

და შედეგიც იმის მაგივრად ლიდერები ვიყოთ მეოთხეზე ვართ

13 years ago

10 დავკარგეთ….. 5 ხო ავიღეთ ფრეებით

McCa1N
13 years ago

საღოლ დათკა როგორც ყოველთვის მშვენიერი ნამუშევარია, თუმცა 1ში ვერ დაგეთანხმები : ჩემი აზრით არჩევანი რომელიც გაკეთდა იაკინტას სასარგებლოდ , რიცხობრივი უმცირესობის პერიოდში , მაინც გამართლებული ნაბიჯი იყო . – კვალიარელას დატოვება ჯობდა აშკარად …

McCa1N
13 years ago
Reply to  Dutch

გასაგებია … მე მეოგონა საბოლოო დასკვნებს შენით აკეთებდი … :)

McCa1N
13 years ago
Reply to  Dutch

ეხლა ვნახე : Плюс, по-моему, был грамотный выбор Яквинты, а не Квальяреллы в роли единственного нападающего при игре в меньшинстве. :)

tsotne tsertsvadze
13 years ago

ისე რა პარადოქსია რეალიზაცია გვიჩირს და ყველაზე მეტი გოლი ჩევნ გვაქვს გატანილი კალჩოში :D:D

წარმოიდგინეთ რაც გავმაზეთ იმის ნახევარიც რომ გაგვეტანა ახლა რამდენი გოლი გვექნებოდა. :D

აკაკი მეტრეველი

რომ არ შევეხოთ მსაჯის გადაწყვეტილებას , აღსანიშნავია სტორარის გაუაზრებელი გამოსვლა კარიდან . სწორედ მან შექმნა საგოლე მომენტი იმ ეპიზოდში

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x