ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი წელი, ახალი ამბიციები…

ჯორჯო კიელინი, თავისი საქმის გლადიატორი, ფეხბურთელი, რომელიც იმედსა და შემართებას არასდროს კარგავს, 2011 წელსაც ოპტიმიზმით უყურებს. “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი, კიელინის ინტერვიუს ავრცელებს…

2010 წლის პირველ თვეებში, თამაში ისე არ წაგვივიდა, როგორც გვინდოდა. გუნდს აშკარა პრობლემები ჰქონდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, პროგრესისა და სრულყოფისაკენ სწრაფვის სურვილი არასოდეს დაგვიკარგავს. პრობლემებს ამ სეზონის დასაწყისშიც წავაწყდით, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია, გუნდი ხომ კარდინალურად შეიცვალა. ერთმა თვემ ჩაიარა, ჩვენ დინება დავიჭირეთ და ახლა სწორ გზას ვადგავართ. გუნდის მთავარი ამოცანა პროგრესი, თამაშიდან თამაშამდე გაზრდა უნდა იყოს.

ახალი წელი, ახალი ამბიციები: ” იმედი მაქვს “იუვენტუსისა” და ეროვნული ნაკრებისათვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდები. ახალ წელს ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირის მოგების იმედით ვხვდები. ბონუჩი? ის ბრწყინვალე ახალგაზრდა და შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ტურიდან ტურამდე პროგრესირებს. იგივე ეხება კრასიჩსაც, მან უკვე დაამტკიცა, თუ რა მნიშვნელობა აქვს “იუვესთვის”. ვფიქრობ ლეონარდო ყოველი ჩვენგანისთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
beso_84
13 years ago

იუვე საუკეტესოა მსოპლიოში

chiello
13 years ago

forza giorgione… ჩვენი გლადიატორი:oops:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x