ანიელი : ” გუნდი უმთავრესია ”
ანდრეა ანიელი , ექსკლუზიურ ინტერვიუში ტელეარხ RAI Sport – თან , საუბრობს გუნდში არსებულ ატმოსფეროზე და სამომავლო გეგმებზე. კითხვაზე გადაწყდება თუ არა სკუდეტოს ბედი , ჩემპიონატის ფინიშზე ის პასუხოს : ” მილანი შესანიშნავ სეზონს ატარებს , მაგრამ არ შეიძლება ლაციოს , ნაპოლის და ჩვენი დავიწყება . ინტერის ჩამოწერაც ნაადრევია , რომელმაც ცოტახნის წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოიპოვა გამარჯვება , ნერიაძური მიმდინარე სეზონში კიდევ იტყვის თავის სიტყვას “ . ( გაგრძელება სრულიადში )
რამდენად მაღალ საფეხურს დაიკავებს იუვენტუსი ამ სეზონში …
” იუვე აკვირდება საკუთარ თავს და კარგადაც ესმის , რომ შეუძლია გამარჯვების მოპოვება აბსოლიტურად ყველა მატჩში . სწორედ ასეთი განწყობით გამოვდივართ მოედანზე , არ არსებობს გუნდი , რომლის დამარცხებაც , იუვეს არ შეეძელება ” .
დელ ნერის განცხადებით , გასახდელში ყველანი თანასწორნი არიან , არის თუ არა ეს სიმართლე … ?
” ვარსკვლავები ვერ იქნებოდნენ , თუ ამაში მათ გუნდი არ დაეხმარებოდათ . კარგად ვაცნობიერებთ იმას რასაც ვაკეთებთ და ვხვდებით , რომ მაქსიმუმს ვდებთ . პირადად მე ყველაფერს ვიღებ წარმატებისთვის , სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია , რადგან მშობლებმა ასეთად გამზარდეს და არასოდეს შევიცვლები ” .
კალჩიოპოლის თემასთან დაკავშირებით , კი ანიელი ადასტურებს იმ სიტყვებს რაც ადრე განაცხადა …
” ჩვენ გვჯერა და ველოდებით პროცესის დასრულებას , რომლის შემდეგაც გადავწყვიტავთ თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალში ” .
კლუბის სამომავლო მიზნები …
” აუცილებელია ტრადიციის შენარჩუნება , მაგრამ ამასთანავე ზურგს უკან გვაქვს ჩემპიონატი , რომელშიც ლიდერს 27 ქულით ჩამოვრჩით . ამიტომ მატჩიდან მატჩამდე , ვაკეთებთ ანალიზს და უკვე ივნისში საბოლოოდ შევაჯამებთ მიღწეულ შედეგს ” .
წყარო : Juventus.com
მევასება ეგ კაცი. ახალგაზრდაა მაინც !
ანდრეა შენი იმედი მაქვს…