ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტონის პირველი სიტყვები ბებერ ქალბატონში

სულ რამოდენიმე საათის წინ ლუკა ტონი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა.ჯუზეპე მაროტასთან ერთად იტალიელმა პრესკონფერენცია გამართა, გთავაზობთ მის პირველ ინტერვიუს ბიანკონეროს რანგში…

“ბედნიერებაა აქ ყოფნა, იუვენტუსი ეს ოცნების გუნდია, რომელში მოხვედრა ძალიან ძნელია.მივიღე თუ არა წინადადება, ნებისმიერი ხელფასის გათვალისწინებით უარის თქმა ვერ შევძელი, ეს დიდი გუნდია.”

“ტურინში დიდი ენთუზიაზმით მოვედი, მზად ვარ თამაშში ჩავერთ მაშინ, როცა მწვრთნელი იტყვის.კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ვარ, გუშინ 90 წუთი ვითამაშე.ამ გუნდში ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ და ვიცი, რომ იუვენტუსი მუდმივად გამარჯვებისთვის იბძვის.მინდა გამარჯვება და მინდა გოლები, ეს ხომ ჩემი მოვალეობაა.”

მიმდინარე წელს ტონი მეოცე ნომრით ითამაშებს : “9 და 30 ნომრები დაკავებული იყო, მაგრამ ეს ნომერიც მომწონს.1 წლის წინ რომში ვთამაშობდი და მაშინ სკუდეტოს მოგება რთული იყო.სკუდეტო ეს დიდი ოცნებაა, რომლის ასახდენად ყველაფერს ვიზამ.დელ ნერის სქემაში მშვენივერად ვჯვდები და ვიმედოვნებ, რომ გუნდთან საერთო ენას გამოვნახავ.”


წყარო : Juventus.com

17 thoughts on “ტონის პირველი სიტყვები ბებერ ქალბატონში

  1. ეს ბაიერნში რომ გადავიდა იმ წელს მინდოდა იუვეში მაგრად. არაუშავს ხე ამაურის მაინც აჯობებს ..

  2. არაფრის მაქნის ამურის და იაკინტას ჯობია !!!! ამაური და იაკინტა მაგარი ერთჯერადები გამოდგნენ ყოველ წამს ტრავმას ღებულობენ და ამ ყველაფერმა გამოიწვია მათი ფორმიდან ამოვარდნა. ტონი თავით მაგრად თამაშობს ხოდა ეხლა დელ პიეროსა და პეპეს და კრასიჩის ჩაწოდებები არ მოაკლდება და ყოველ თამაშზე თუ არა ხანდახან მაინც გაიტანს გოლს!

  3. გაიტანს ! მაგარია ტონი ! თავზე მაინც იბრძოლებს ბოლოს და ბოლოს თან ძაან მაგარი კორპუსი აქვს :P

  4. ვადროვოთ,იქნებ გაეხსნას მეორე სუნთქვა..რაიცი მარცხი ერწამასაა..:) თავით შეუძლია ტამაში და ფლანგებიდან ჩაწოდებებს მაინც დაუხვდება:D 20 ნომერი და 20 ბუღთს გაიტანს?! :))

  5. ვაა ესეთი ხალხის მნახველი არ ვარ :) ერთ დგეში ვინ გინდოდათ რომ გადმოეყვანათ დროგბა თუ ვილი ? :D ამაზეც მადლობა უნდა ვთქვათ :D აი ნახავთ როგორ ითამაშებს ტონი ! რა მანდრაჟში ხართ ? რა იყო რისი გეშინიათ ?

  6. ვაიმე ამას რას ვხედაავ !! ისევ პოულსენის დონის ტრანსფერები მირჩევნია ამას. 2011 წელს მთავარია ლიგის საგზური მოვიპოვოთ და ზახფხულში მოჯი დაბრუნდეს. მგონია რომ დაბრუნდება იმიტომ რომ პალერმო უარით გასიტუმრა თანამშრომლობისგან და სავსებით რეალურია რომ ანიელიმ მოჯი დააბრუნოს. თუ მოჯი დაბრუნდა მომავალი წლიდანვე სერია-ა-ზე და ლიგაზე ვიბრძოლებთ. ეხლა მაქსიმუმ ლიგის საგზური !!! ტონით და მარტინეისით მეტი არ გამოვა, ლიგაც საჩალიჩოა/

  7. მთელი იტალიის ნაგავმა თავდასხმამ იუვეში მოიყარა თავი რა (დელპიეროზე არ ვიძახი რა თქმა უნდა ) მძორები არიან მაგათმა რა უნდა ქნან , მაგრამ მაინც რაღაცის იმედი მაქ მე :|

  8. არა გლოვა და ვაი ვიში ჩვენ ფეხბურთზე გვირჩევნია (არ გავარტყი იტალიელებს )მაგრამ მაინც ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება

    აქამდე არცერთი კრიტიკული მოსაზრება ამ ხელმძღვანელობაზე არ დამიდია არასდროს ერთადერთი არ მომწონდა რომ მთლიანად კრასიჩზე ვიყავით დამოკიდებული

    ეხლა კიდე მართლა ძაან ნერვებს მიშლიან

    ეხლა სისოკოსაც გაყიდიან და მოიყვანენ რომელიმე ჩიგრინსკის ან მსგავს გაურკვეველ მოთამაშეს

    ამ ჩემის კრიჟანმა ელამმა კარგად თუ გავიხსენებთ კრასიჩიც ლამის სიტის დაუთმო ( პროსტა სიტიში რო ქაჯები და კრასიჩს რო ჭკუა ეყოი იმან გადაარჩინა)

    ეხლა კიდე ფაქტიურად წინ ხანშიშესულ ინვალიდ-ხეიბართა რაღაც გაურკვეველი ჯგრო გვყავს

    3 აი ზუსტად ერთნაირი ტიპის მოთამაშე აი ერთი ერთში გვყავს

  9. ერთი სტატია მიეძღვნება ხვალისთვის ამ ფენომენალურ სატრანსფერო ნაბიჯს : D კაი დავივიწყეთ, მოვიდა და მოვიდა, თავში მგლოვიარე ქალებივით ხელების ცემა არაფერს მოგვცემს. კეთილი იყოს მისი ფეხი, მაგარი ტუზი დაეცა. ველოდებით ნაპოლისთან ტონის ჰეთრიკს, აეეეეეეე!

  10. აუ ძალიან გთხოვთ წყევლა ტირილს ნუ დაიწყებთ რა, რეალობაა და ვერაფერს შევცვლით, კასანოზე და ტრეზეგეზე მიტირებას ააზრი აქვს რამე ნეტავ ?

    რადგან მოიყვანეს ეს კაცი და იუვეს მაისური აცვია დავაფასოთ და გვიყვარდეს, შეიძლება არ გვევასება მაგრამ მაინც..

    დაწყევლამ რა შედეგი მოიტანა კვალიარელაზე ყველამ ვნახეთ, წარმატებები ვუსურვოთ მეტი რაღა დაგვრჩენია..

    და კიდევ, მაროტამ თქვა რომ ტონი კვალიარელას შემცვლელად არ მოსულა, ანუ ტრანსფერი კიდევ იქნება..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.