იუვენტუსის ფან დაჯგუფებები ( ულტრასები)
ტურინის „იუვენტუსის” გულშემატკივართა პირველ დაჯგუფებები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა. „ენცერიმოს” და „უტომანია იანკონერა”-ეს ორი დაჯგუფება „ბებერი ქალბატონის” ისტორიაში პირველი იყო, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მათ ორგანიზებულობა საკმაოდ აკლდათ .ნამდვილი „ულტრასები” 1976 წელს, „ოსსა ეი ჩამპიონი” და „ანტჰერს”-ის სახელით გამოჩნდნენ. ერთი წლის შემდეგ ბეპე როსიმ „იგჰტერს”-ი დაარსა. ის „იუვეს” გულშემატკივართა შორის განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა და ახალგაზრდა ტურინელ ტიფოზებს თავისი გზის არჩევისკენ მოუწოდებდა. ( გაგრძელება სრულიადში )
„შტორიცო” 1977-„იუვენტუსის” „ულტრასსების” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ძველი დაჯგუფებაა. ამ მომენტისათვის ჯგუფში დაახლოვებით 1200 ფანატი ირიცხება. ის 1977-წელს ლადელფია-ს რეგიონში შეიქმნა. მისი შემქნელად,როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ ბეპე როსი ითვლება. დღეს მისი სახელი ამ დაჯგუფებების არაერთ დროშაზე შეიძლება ვიხილოთ.
დაგჯუფებათა უმრავლესობა „მემარჯვენე” პოლიტიკური ინტერესების მატარებელია,მაგრამ მაგალითად „ენცერემოს”-ს მარცხენა მხარე ჰქონდა დაკავებული.ასეა თუ ისე გულშემატკივართა უმრავლესობა მაინც „მემარჯვენეთა” მხარეს ემხრობა. უბრალოდ საინტერესო და საამაყო ფაქტია, რომ 2006 წელს 20.000-ზე მეტი ფანატი ქუჩაში მხოლოდ იმიტომ გამოვიდა,რომ თავისი გუნდისათვის „სერია ბ”-კენ მიმავალი გზა გაეადვილებინათ და ეგრძნობინებინათ მათთვის,რომ გულშემატკივრები მათ მხარ და მხარ დაბალ ლიგაშიც იბრძოლებდნენ.
ახალი „ულტრასური” დაჯგუფება, „noi soli” 2002-2003 წელს შეიქმნა და ის ძირითადად „Viking”-სა და „N.A.B”-ის წევრების მიერ იყო დაკომპლექტებული.სახელი „noi soli” ქართულად „ჩვენ მხოლოდ” ან „ჩვენ მარტონი”-ს ნიშნავს.დაჯგუფება სულ ათმა კაცმა შექმნა და მათ მალევე შეძლეს სტადიონის ისეთი მნიშვბნელოვანი ნაწილის სრულად დაკავება,
„ულტრასური” საკმაოდ ძველი, „Viking”-ის დაჯგუფება დღეს ისევ ფორმაშია და სრულიად იტალიის მაშტაბით უჭერს მხარს „ბებერ ქალბატონს”. ბოლო წლებში წარსულში არსებული არაერთი „ულტრასური” დაჯგუფება აღდგა და გაერთინდა. „Viking”-ები ძირითადად წარსულში აქტიური გულშემატკივრებისაგან შედგება,მაგრამ მათ რიცხვებში ოთხი ახალი ლიდერიც ირიცხება.მათი ისტორიული ბანერი ჯერაც არ შეცვლილა! „იუვენტუსსა” და პოლიციასთან არსებული ცუდი ურთიერთობებისდა გამო ბანერი მხოლოდ გასვლით მატჩებში გამოიყენება.
„Viking”-ი შიდა უთანხმოებისა და ბანერებთან დაკავშირებით არსებული ისტორიის გამო დაიშალა.მათ „იუვენტუსის” ულტრასების ისტორიაში ყველაზე დიდი გავლენა და ძალაუფლება ჰქონდა.ის ძირითადად მილანელი ფანატებით დაკომპლექტებული და რადიკალურად განწყობილი გულშემატკივრებისაგან შედგებოდა და ნებისმიერ მოწინააღმდეგეში დიდ შიშსა და რიდს თესდა.მომავალში მათ ჯენოაში ბაზირებული „bianconero”-ც შეუერთდა,მაგრამ დაჯგუფებას მაინც ყოველთვის „Viking” ერქვა.
ნაჩკე ”ირრიციბილე” რატომ არ არის ნახსენები??? ეგ დაჯგუფება ყველაზე გავლენიანი იყო იუვეს ტიფოზებს შორის. მაგრამ მოჯისთან სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და ალბათ დაიშალა
dzaan magari statiaa. ise exa romeli dajgupebaa yvelaze gavleniani?
condilac.abby
რეალური შანსია რო გავიფორმოთ ტორესი ?
მაგის რეალობაზე კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თუ ითქმება რაიმე :D უბრალოდ ტრიალებს ჭორად. დღემდე ორი ვარიანტი იყო, ჰუნტელაარი=სისოკო+ფული, რაც მეეჭვება იმიტომ რომ მაგათი მაგარი ჯიუტია და არა მგონია გაყიდოს, და მეორე ტორესი=ამაური+ფული. ჩემთვის პირადად მეორე უფრო სარწმუნოა.
არადა ტუტუსპორტი და ტუტოიუვე და კორეირო დელა სპორტი ფორლანის კანდიდატურას აწვებიან მაგრად
ფაქტიურად ელოდებიან წუთი წუთზე დიეგოს
ისე თუ შეატყე, ვიკიპედიაში ფორლანს ატლეტიკო მადრიდ 2007–2011 უწერია.არ ვიცი ვინ გაუკეთა დოსიე მაგრამ ვაი თუ მართლა აიბარგა. ისე მოვიდეს, ორი წელიც რო ითამაშოა მაღალ დონეზე წაადგება გუნდს. ახალგაზრდა და პერსპექტიული იგერ მესი და რონალდოა და მაგათი მყიდველი მაროტა რო არ არის იცი შენ კარგად. ვერ მიხვდება კაცი,დღეს მაროტა ვენებს იჭრიდა არ მინდა ფორლანიო, მუტუს ამბავივითაა, ხვალ ეგ გაზეთები სხვებზე მოჩმახავენ და ასე სანამ მაროტა ვინმე იშტვანოვიჩს არ იყიდის
ხო იასნა ეგრეა
ნუ ფლუდავთ !!! :D
კარგი სტატიაა,Nachke!
იტალიიდან ინფო მოვიდა, გულშემატკივრები ფულის ხარჯვას ითხოვენ. ფორლანს არ ვიყიდიო მაროტა ვენებს იჭრის, ამაური უკვე განწირულია. ბარძალი იყიდესო და ეხლა ტორესს ეჩალიჩებიანო.
ისე რას არ გაიგონებ, ერთი იფიცებს ბაბუაჩემი მაროტას კორიდორს ალაგებს და ყველა სატრანსფერო ამბავი იცისო. :D
ასეთი ინფორმაციები შენ სტატიის პონტში დადე :D:D:D:D:D
წყაროდ რა მივაწერო, მაროტას კორიდორის მგველი ბაბუას შვილიშვილი ანდრეა?
:D
ყველაზე მაგარი მაინც ჩოხოსანი ტურინელები არიან :
